ვინ გახსენდებათ ხვეულ თმაზე? ალბათ დამეთანხმებით რომ ჯულია რობერტს კიდევ მეტად მომხიბვლელს მისი ჟღალი ხვეული თმა ხდის! მართლაც, ასეთი თმის მქონე გოგონები არასოდეს დარჩებიან შეუმჩნეველი. თუმცა, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ამ ტიპის თმას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. იმისათვის, რომ თქვენი კულულები ყოველთვის მოწესრიგებულად გამოიყურებოდეს, უნდა გაითვალისწინოთ ხვეული თმის მოვლის 3 რჩევა:
1. დაივიწყეთ სავარცხელი. მშრალი ხვეული თმის დავარცხნა არ შეიძლება, რადგან კულულები კარგავენ ელასტიურობას, რაც იწვევს გაფუების ეფექტს. უმჯობესია თმა ოდნავ ნესტიან მდგომარეობაში, ნიღბის ან კონდიციონერის წასმის შემდეგ დაივარცხნოთ. ამის შემდეგ, კულულები უფრო თანაბარი და გამოკვეთილი ხდება.
2. კულულები დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ იმშრალებთ მას ბანაობის შემდეგ. პირსახოცით გამშრალებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ეცადეთ ხელის გულზე მოაქციოთ პირსახოცი, მოათავსოთ თქვენი კუკულები და ქვევიდან ზევით მიმართულებით გაიმშრალოთ. ფენით გამშრალების შემთხვევაში აუცილებელია თმის ძირებისკენ იყოს ფენის პირი მიმართული და ხელი ყოველთვის თავის მაღლა გეჭიროთ.
3. არ დაუჯეროთ მათ, ვინც ამბობს, რომ ხვეული თმის დაბანა ხშირად საზიანოა. მართალია, თითოეული ადამიანი ინდივიდუალურია და აქვს საკუთარი გამოცდილება, მაგრამ მთავარია განსაზღვროთ თქვენი თმის ტიპი და აირჩიოთ მისთვის შესაფერისი შამპუნი. ყურადღება მიაქციეთ უსულფატო შამპუნებს. მაგალითად, მორ ბიუთის თმის მოვლის საშუალებებში გამოჩნდა პურას ხვეული თმის შამპუნი და ნიღაბი. Pura – იტალიური, პროფესიონალური ხაზია, დამზადებული ნატურალურ, მცენარეულ ინგრედიენტებზე. ის სიღრმისეულად კვებავს თმის ღერს და აუმჯობესებს დაზიანებული თმის სტრუქტურას.თმა ხდის მყისიერად ბზინვარეს Pura”-ს არც ერთი პროდუქტი არ შეიცავს: სულფატს, პარაბენს, სილიკონს, ალერგენს, პარფიუმს. მისი შემადგენლობები თმას მიანიჭებს მოცულობას და გააჯერებს ყველა საჭირო ვიტამინით!
ტექსტი: თინი გალდავა
