კონფიდენციალურობის პოლიტიკა
რას გულისხმობს ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა და როგორ ვიყენებთ თქვენ შესახებ ინფორმაციას:
ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა განმარტავს თუ როგორ ხდება თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაციის შეგროვება, გამოყენება, გაზიარება და დაცვა ჩვენ მიერ. თუ ჩვენი მხრიდან მოხდება ამ პოლიტიკის განახლება, ნებისმიერი ასეთი ცვლილება გამოქვეყნდება ჩვენს ვებგვერდზე.
მუხლი 1. პერსონალური ინფორმაციის შეგროვება
- თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაციის შეგროვება შესაძლებელია განხორციელდეს მაშინ, როდესაც თქვენ:
ა) ჩვენგან იძენთ რაიმე პროდუქტს ან მომსახურებას (მათ შორის, პროდუქტების ან მომსახურების შეძენა ონლაინ რეჟიმში, პორტალით, სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით, ოფისში, სხვა საცალო რეალიზაციის პუნქტში ან ნებისმიერი სხვა ფორმით, რაც გამოყენებული იქნება კომპანიის მიერ);
ბ) რეგისტრირდებით კომპანიის საიტზე;
გ) ჩვენგან იწერთ სიახლეებს, გამაფრთხილებელ შეტყობინებებს ან სხვა მომსახურებებს;
დ) ჩვენგან ითხოვთ რომელიმე პროდუქტის ან მომსახურების შესახებ დამატებით ინფორმაციას ან მოგვმართავთ შეკითხვით;
ე) მონაწილეობას იღებთ კონკურსში, ჯილდოს გათამაშებაში ან კვლევაში;
- შესაბამისი საჭიროებისას, ჩვენ ასევე შეგვიძლია შევაგროვოთ თქვენ შესახებ ინფორმაცია სხვა ორგანიზაციებიდან. როგორიცაა, მაგრამ არამხოლოდ – თაღლითური შემთხვევების პრევენციის სფეროში მოქმედი სააგენტოები, ბიზნეს ცნობარები და საკრედიტო-საინფორმაციო ორგანიზაციები.
მუზლი 2. პერსონალური ინფორმაცია , რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ
ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ დამოკიდებულია იმ პროდუქტებსა და მომსახურებებზე, რომლითაც თქვენ სარგებლობთ ან/და გაქვთ გამოწერილი, ის მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება:
ა) თქვენ სახელით, მისამართით, სატელეფონო ნომრით, დაბადების თარიღით და ელექტრონული ფოსტის მისამართით;
ბ) ინფორმაციით საკრედიტო და სადებეტო ბარათის შესახებ, ინფორმაციით თქვენი საბანკო ანგარიშის ნომრის ან სხვა საბანკო ინფორმაციის შესახებ;
გ) ინფორმაციით თქვენი პრეფერენციების შესახებ კონკრეტულ პროდუქტებთან, მომსახურებასთან, ცხოვრების სტილთან დაკავშირებულ მოქმედებებთან მიმართებით, როდესაც მას გვიზიარებთ ან როდესაც ჩვენ მას ამგვარად ვვარაუდობთ, თქვენ მიერ ჩვენი პროდუქტებისა და მომსახურებების გამოყენების სტილიდან გამომდინარე;
დ) თქვენი ჩვენთან კომუნიკაციის შინაარსით, როგორიცაა შენიშვნა ან სატელეფონო ზარის ჩანაწერი, რა ზარიც თქვენ განახორციელეთ ჩვენ რომელიმე საკონტაქტო ცენტრში, ელექტრონული საფოსტო შეტყობინება ან წერილი, რომელსაც თქვენ ჩვენთან აგზავნით ან თქვენი ჩვენთან კომუნიკაციის ნებისმიერი სხვა სახის ჩანაწერები;
მუხლი 3. თქვენი პერსონალური ინფორმაციის გამოყენება
- ჩვენ შესაძლებელია გამოვიყენოთ და გავაანალიზოთ თქვენ შესახებ ინფორმაცია, რათა:
ა) დავამუშაოთ თქვენ მიერ ჩვენგან შეძენილი საქონელი და მომსახურებები და მოგაწოდოთ ინფორმაცია თქვენი შეკვეთის დამუშავების მსვლელობის/მიმდინარეობის შესახებ;
ბ) ზოგადად მოგაწოდოთ ინფორმაცია ახალი პროდუქტებისა და მომსახურებების შესახებ (თუ თქვენ უარს არ განაცხადებთ ჩვენი მარკეტინგული ინფორმაციის მიღებაზე სათანადო ფორმით);
გ) მოგაწოდოთ შესაბამისი მომსახურება ან პროდუქტი.
დ) დაგიკავშირდეთ შეთავაზებების და აქციების თაობაზე იმაზე დაყრდნობით თუ როგორ იყენებთ თქვენ ჩვენ პროდუქტებსა და მომსახურებებს.
ე) ჩვენი პროდუქტებით და მომსახურებით სარგებლობისათვის დაგარიცხოთ მომსახურების საფასური ან თქვენგან მივიღოთ შესაბამისი ოდენობის გადასახდელი თანხა;
ვ) პასუხი გაგცეთ ნებისმიერ კითხვაზე ან გამოხატულ ინტერესზე, რაც შესაძლებელია გაგაჩნდეთ ჩვენი პროდუქტებითა და მომსახურებებით სარგებლობასთან დაკავშირებით;
- ჩვენ შევინახავთ თქვენ შესახებ ინფორმაციას იმ ვადით, რაც მოთხოვნილია კანონმდებლობით. იმ შემთხვევაში თუ არ არსებობს სამართლებრივი მოთხოვნა, ჩვენ მას შევინახავთ მხოლოდ იმ ვადით, რა ვადითაც ჩვენ გვაქვს ამის საჭიროება. ჩვენ ასევე შევინახავთ თქვენ შესახებ გარკვეულ პერსონალურ ინფორმაციას ხელშეკრულების შეწყვეტიდან გონივრული ვადით – მხოლოდ იმ შემთხვევისათვის, თუ თქვენ გადაწყვეტთ ჩვენი მომსახურებებით ხელახლა სარგებლობას. თუ თქვენ სათანადო ფორმით არ განგიცხადებიათ უარი ჩვენი მხრიდან მარკეტინგული ინფორმაციის მიღებაზე.
მუხლი 4. თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაციის გაზიარება
ჩვენ შესაძლებელია გავუზიაროთ თქვენ შესახებ ინფორმაცია:
ა) სამართალდამცავ ორგანოებს, მარეგულირებელ ორგანოს, სასამართლო ან სხვა საჯარო დაწესებულებებს, თუ ეს ჩვენ მოგვეთხოვება ან ნებადართულია კანონმდებლობით;
ბ) ჩვენ გავცემთ ინფორმაციას იმ შემთხვევაში თუ ის გონივრულად აუცილებელია თაღლითური შემთხვევისაგან ჩვენი დაცვის, ჩვენი უფლებებისა და ქონების დაცვის ან ჩვენი მომხმარებლების ინტერესების დაცვის მიზნით;
მუხლი 5. კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული თქვენი უფლებები
5.1 თქვენ შეგიძლიათ მოგვწეროთ ნებისმიერ დროს იმ პერსონალური ინფორმაციის ასლის მიღების მიზნით, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია თქვენთან დაკავშირებით.
5.2 თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ ჩვენ გაგვაჩნია თქვენ შესახებ არაზუსტი ინფორმაცია გთხოვთ დაუკავშირდეთ ჩვენ ცხელ ხაზს სათანადო ფორმით.
5.3. თქვენ შეგიძლიათ უარი განაცხადოთ მარკეტინგული ინფორმაციის მიღებაზე ნებისმიერ დროს და თქვენთვის სასურველი ნებისმიერი ფორმით;