წესები & პირობები
კომპანიის დასახელება: შპს მორ ბიუთი
საიდენტიფიკაციო ნომერი: 402077131
მისამართი: საქართველო, თბილისი, აკ.წერეთლის 118, ექსპო ჯორჯიას მე-9 პავილიონი
საკონტაქტო ნომერი: 571 00 48 30
ელ–ფოსტა: [email protected]
კომპანიის ვალდებულებები
- შპს მორ ბიუთი იღებს ვალდებულებას, მომხმარებელს გადასცეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი ნივთი.
- ნივთი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამის ნივთად მიიჩნევა, თუ იგი შეესაბამება კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებულ აღწერას და მას აქვს იგივე თვისებები, რომლებიც კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის წარდგენილ საქონლის ნიმუშს ჰქონდა.
- კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებული აღწერის არარსებობის შემთხვევაში საქონელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამის საქონლად მიიჩნევა, თუ იგი გამოსადეგია იმ მიზნისთვის, რომლის თაობაზედაც მომხმარებელმა კომპანიას ხელშეკრულების დადების დროს აცნობა და რომელსაც კომპანია დაეთანხმა.
კანონისმიერი გარანტია
- თუ შეძენილი ნივთი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, კომპანიას მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება) ან ხელშეკრულებიდან გასვლა
- ნივთის შეკეთება და შეცვლა მომხმარებლის პირველი რიგის უფლებებია. მომხმარებელს უფლება აქვს, კომპანიას მოსთხოვოს ნივთის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, ნივთის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს.
- ნივთი შეკეთებული ან შეცვლილი უნდა იქნეს 30 დღის ვადაში, ისე, რომ მომხმარებელს არ შეექმნას მნიშვნელოვანი შეფერხება ნივთის ბუნებისა და იმ მიზნის გათვალისწინებით, რომლისთვისაც მან ეს ნივთი შეიძინა;
- ნივთის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა გულისხმობს მოვაჭრის მიერ ყველა ხარჯის (მათ შორის, ფოსტის, სამუშაო ძალისა და მასალების ხარჯების) გაწევას, რომლებიც საჭიროა ნივთის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
- მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს ნივთის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:
- ნივთის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია;
- მოვაჭრემ ნივთი გონივრულ ვადაში არ შეაკეთა ან არ შეცვალა და მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა;
- კომპანის მიერ ნივთის შეკეთება ან შეცვლა მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმნის.
- მომხმარებელს უფლება აქვს, ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში მოითხოვოს ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
- მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ ნივთის ნაკლი უმნიშვნელოა, იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად არათანაზომიერია ან შეუსაბამოდ დიდია ხარჯი, გათვალისწინებული იქნება შემდეგი პირობები:
- საქონლის ან მომსახურების ფასი მისი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის შემთხვევაში;
- საქონლის ან მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შეუსაბამობის ხარისხი;
- საქონლის ნაკლის მომხმარებლისთვის შეფერხების შექმნის გარეშე აღმოფხვრის ალტერნატიული შესაძლებლობა.
- მომხმარებელს უფლება აქვს, ისარგებლოს ზემოხსენებული უფლებებით, თუ ნივთის ნაკლი ნივთის მისთვის გადაცემიდან 2 წლის განმავლობაში აღმოჩნდა.
- თუ მომხმარებელმა ნივთის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის განმავლობაში აღმოაჩინა, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, თუ, საქონლის ბუნებიდან ან ნაკლის ხასიათიდან გამომდინარე, ეს შესაძლებელია. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მოვაჭრეს ეკისრება. თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, იმის მტკიცების ტვირთი, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, მომხმარებელს ეკისრება.
მხარეთა პასუხისმგებლობა
- თითოეულ მხარეს უფლება აქვს მოსთხოვოს მეორე მხარეს ნაკისრი ვალდებულებათა სრული, ჯეროვანი და კეთილსინდისიერი შესრულება.
- მხარეები იღებენ ვალდებულებას აუნაზღაურონ ერთმანეთს მათ მიერ ნაკისრ ვალდებულებათა სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო ზიანის ანაზღაურება მხარეებს არ ათავისუფლებს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისგან.
შეკვეთის მიღება
- მომხმარებელს ნივთის შეძენა შეუძლია კომპანიის ანგარიშზე თანხის გადარიცხვით.
- კომპანია, საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის მომენტიდან, არაუმეტეს 2 სამუშაო დღის განმავლობაში, ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლის შეკვეთის დამუშავება. ნივთის მომხმარებლისთვის მიწოდების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შეკვეთის დამუშავებიდან 5 სამუშაო დღეს.
- შეკვეთა დასრულებულად ითვლება ნივთის მომხმარებლისთვის ჩაბარებისთანავე.
- მომხმარებლისთვის ნივთის მიწოდების შეუძლებლობის შემთხვევაში შეკვეთა გაუქმდება და კლიენტს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი თანხა.
- მომხმარებელი ვალდებულია, შეკვეთის მიღებისას მოახდინოს მისი ვიზუალური დათვალიერება.
- კომპანია ვალდებულია მოთხოვნის შემთხვევაში გადასცეს დამკვეთს შეკვეთასთან დაკავშირებული ყველა საბუთი.
მიწოდება
- ვებ-გვერდზე შეძენილი ნივთის მიწოდება ხდება მთელი საქართველოს მასშტაბით, ასევე მიწოდება ხორციელდება ევროპის ქვეყნებშიც.
- თბილისში ნივთის მიწოდების პირობებია:
- 13:00 საათამდე შეკვეთილი ნივთის, მიღება მეორე დღესვე ხდება.
- 13:00 საათის შემდგომ მიღებული შეკვეთების დარიგება 2 სამუშაო დღეში ხორციელდება.
- 150₾-მდე მიწოდების ღირებულება შეადგენს 6₾, 150₾+ მიწოდება უფასოა.
- კვირა დღე ითვლება უქმედ, შესაბამისად კვირა დღეს განხორციელებული შეკვეთის შემთხვევაში მიწოდების ვადა გადაიწევს 1 დღით.
- მომხმარებელს ასევე აქვს შესაძლებლობა თბილისში ისარგებლოს სწრაფი, wolt-ის მიწოდებით, რის შემთხვევაშიც ნივთის მიღების დრო შეადგენს 2 საათს.
- რაიონებში მიტანის პირობებია:
- რეგიონებში მიწოდება ხდება შეკვეთის მიღებიდან 2-3 სამუშაო დღის ვადაში.
- 150₾-მდე მიწოდების ღირებილება შეადგენს 8₾ ხოლო 150₾+ მიწოდება უფასოა.
- თუ მომხმარებელი იმყოფება მაღალმთიან რეგიონში, ან რთულად მისასვლელ ლოკაციაზე, მიწოდების ვადები შეიძლება განსხვავდებოდეს სტანდარტულისგან შესაბამისად დეტალების დაზუსტება მომხმარებელმა უნდა მოახდინოს კონსულტანტთან.
- წინამდებარე მიწოდების პირობები წარმოადგენს კომპანიის სტანდარტულ პირობებს, რომელიც რიგ შემთხვევებში შეიძლება გაიზარდოს ან/და შემცირდეს, სხვადასხვა ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, რის შესახებაც დაუყონებლიც ეცნობება მომხმარებელს.
ნივთის უპირობოდ დაბრუნების პოლიტიკა
- „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად, ამავე კანონის მე-14 მუხლით დადგენილი გამონაკლისების გარდა, მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე თქვას უარი დისტანციურ ხელშეკრულებაზე ან/და სარეწის გარეთ დადებულ ხელშეკრულებაზე 14 კალენდარული დღის განმავლობაში.
- ვადის ათვლა დაიწყება:
- მომსახურების ხელშეკრულების შემთხვევაში − ხელშეკრულების დადებიდან;
- ნასყიდობის ხელშეკრულების შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) საქონლის მფლობელობაში მიღებიდან;
- მომხმარებლის მიერ საქონლის ნაწილ-ნაწილ შეკვეთის შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) ბოლო ნივთის მფლობელობაში მიღებიდან;
- საქონლის რეგულარულად (განსაზღვრული პერიოდულობით) მიწოდების ხელშეკრულების შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) ნივთის მფლობელობაში პირველად მიღებიდან.
ნივთის დაბრუნების პირობები
- მომხმარებელს უფლება აქვს ნივთის ჩაბარებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში დააფიქსიროს მოთხოვნა შეძენილი ნივთის უკან დაბრუნების თაობაზე. ვადა აითვლება მომხმარებლისთვის ნივთის მფლობელობაში გადაცემის მომენტიდან. ამ ვადის გასვლასთან ერთად, მომხმარებელი კარგავს ნივთის უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლებას. აღნიშნული მოთხოვნით სარგებლობისთვის მომხმარებელი ვალდებულია ნივთის დაბრუნების შესახებ მიწეროს კომპანიას.
- ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია:
- კომპანიას ან მის მიერ განსაზღვრულ მესამე პირს დაუბრუნოს ნივთი ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების გაგზავნის შემდეგ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა;
- გასწიოს საქონლის დაბრუნებასთან დაკავშირებული პირდაპირი (უშუალო) ხარჯი.
- იმ შემთხვევაში, თუ ნივთის მახასიათებლები არ შეესაბამება საიტზე მითითებულ მონაცემებს, ნივთს გააჩნია თავდაპირველი ნაკლი ან ნივთი დაზიანებულია ტრანსპორტირების შედეგად, პროდუქციის უკან დაბრუნებას უზრუნველყოფს კომპანია თავისი რესურსით.
- მომხმარებელი ვალდებულია სრულად დააბრუნოს ნივთი ყველა თანდართულ დოკუმენტთან ერთად.
- კომპანია ვალდებულია ნივთის უკან დაბრუნების შეტყობინების მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, უკან დაუბრუნოს მომხმარებელს მის მიერ გადახდილი თანხა. კომპანიას უფლება აქვს, უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე მანამ, სანამ ნივთს არ დაიბრუნებს ან მომხმარებლისგან არ მიიღებს საქონლის გაგზავნის დამადასტურებელ დოკუმენტს, იმის მიხედვით, რომელიც უფრო ადრე განხორციელდება.
- თანხის ანაზღაურება მოხდება გადახდის იმავე საშუალებებით, რომლებიც მომხმარებელმა გამოიყენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი გადახდის სხვა საშუალების გამოყენებაზე თანხმობას განაცხადებს.
- მომხმარებლის მიერ დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმა ავტომატურად იწვევს დაკავშირებული ხელშეკრულებიდან მის გასვლას და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას.
- ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგად ქარწყლდება მხარეების მიერ დისტანციური ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ხოლო ის, რაც მხარეებმა მისი შესრულებით მიიღეს, მათ უბრუნდებათ.
ნივთის უპირობოდ უკან დაბრუნების დაუშვებლობა
- მომხმარებელს არ აქვს უფლება უარი თქვას ხელშეკრულებაზე თუ სახეზეა ერთ-ერთი გარემოება ჩამოთვლილთაგან:
- მომხმარებელს მიეწოდა ჰერმენტულად დაცული საქონელი, მისი ჰერმენტულობა მიწოდების შემდეგ დაირღვა და ამდენად, საქონლის დაბრუნება შეუძლებელია ჰიგიენური ნორმების დაცვიდან გამომდინარე.
- მიწოდებული საქონელი ან მომსახურება მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთით არის დამზადებული და აშკარად მის პირად საჭიროებაზეა მორგებული.
- მიწოდებული საქონელი მალფუჭებადია ან მას მოკლე ვარგისიანობის ვადა აქვს.
- ნივთის უკან დაბრუნების პირობა არ ვრცელდება ისეთ ნივთებზე, რომელთა სარეალიზაციო ფასი არ აღემატება 30 (ოცდაათ) ლარს.
- მომხმარებლის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მას არ დაეკისრება არანაირი ხარჯის (მათ შორის, მიწოდების ხარჯის) გაწევა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელმა მოვაჭრის მიერ შეთავაზებული სტანდარტული მიწოდების მომსახურებაზე უფრო ძვირი მიწოდების მომსახურება აირჩია ან საქონლის ფასი შემცირდა ისეთი სარგებლობის შედეგად, რომელიც დაკავშირებული არ არის საქონლის ბუნების, მახასიათებლებისა და ფუნქციონირების დადგენასთან.
- საქონლის ფასის შემცირების შედეგად წარმოშობილი სხვაობის დაფარვის ვალდებულება მომხმარებელს არ დაეკისრება, თუ მოვაჭრემ მას ამ კანონით გათვალისწინებული ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების შესახებ სრული ინფორმაცია არ მიაწოდა.
- ნივთის უპირობოდ დასაბრუნებლად, აუცილებელია დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე და დასაბრუნებელი ნივთი მოგვაწოდოთ ჩვენს შოურუმში. მისამართი: ექსპო ჯორჯია, აკ. წერეთლის 118, მე-9 პავილიონი. სამუშაო საათები: 11:00-18:30 (ორშაბათი-პარასკევი), შაბათი-კვირა 11:00-17:00
- მას შემდეგ, რაც დაბრუნებულ პროდუქტს მივიღებთ ადგილზე და ის დააკმაყოფილებს ზემოთხსენებულ მოთხოვნებს, დაგიბრუნდებათ თანხა 5 სამუშაო დღის ვადაში.
ფორს–მაჟორი
- არც ერთი მხარე არ აგებს პასუხს ნაკისრი ვალდებულების მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობისთვის, თუ შეუსრულებლობა გამოწვეულია სტიქიური და
ტექნოლოგიური კატასტროფებით, ხანძრით, საომარი მოქმედებით, სამთავრობო გადაწყვეტილებებით, ეს მოვლენები დაიწყო ან განვითარდა შეკვეთის შეძენის შემდეგ.
- თუ ჩამოთვლილი გარემოებებიდან უშუალოდ რომელიმე მოქმედებს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების წინამდებარე სამომხმარებლო წესებისა და პირობებით განსაზღვრული შესრულების ვადაზე, ეს ვადა გაგრძელდება დაუძლეველი ძალის გარემოების მოქმედების ხანგრძლივობის შესაბამისად.
- მხარე, რომელსაც წამოეჭრა დაუძლეველი ძალის გარემოება, ვალდებულია ასეთი გარემოების, მისი შესაძლო ხანგრძლივობისა და შეწყვეტის შესახებ შეატყობინოს მეორე მხარეს.
- შეტყობინებაში ასახული ფაქტები დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი რეგიონის: სავაჭრო, სამრეწველო, ან სხვა კომპეტენტური ორგანოს მიერ.
- არშეტყობინება ან დაგვიანებით შეტყობინება უფლებას ართმევს მხარეს, გამოიყენოს ზემოთ მოყვანილი დაუძლეველი ძალის მოვლენები პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების საფუძვლად.