Demeliss VOLUME & STYLE-ის მულტიფუნქციური თმის ფენ-სავარცხელით შენ შეგიძლია გაიშრო, დაივარცხნო და სასურველი ფორმა მისცე თმას – მხოლოდ ერთი მარტივი მოძრაობით! ეს მოწყობილობა მაქსიმალურად ამარტივებს თმის მოვლის ყოველდღიურ რუტინას და უზრუნველყოფს იდეალურ შედეგს სახლში.
2 ცვლადი თავაკის მეშვეობით, შენ მარტივად შეძლებ შექმნა როგორც მოცულობითი ვარცხნილობა (Blowout), ისე გლუვი, იდეალურად დავარცხნილი შედეგი. ფენ-სავარცხელი ადაპტირებულია ნებისმიერი ტიპის თმისთვის და აერთიანებს სისწრაფესა და ეფექტურობას.
მთავარი უპირატესობები:
- ფართო დასავარცხნი თავაკი: განკუთვნილია ნებისმიერი სიგრძის თმისთვის, რაც უზრუნველყოფს იდეალურად დავარცხნილ, ნაზ და აბრეშუმისებრ შედეგს.
- მაქსიმალური სიმძლავრე და კონტროლი: 1200W სიმძლავრე და ტემპერატურის 3 რეჟიმის საშუალებით სთაილინგი იქნება სწრაფი და ზუსტად მორგებული შენი თმის სტრუქტურაზე.
- თმის დაცვა და ბზინვარება: კერამიკა-ტურმალინის სპეციალური საფარი ამცირებს თმას დაზიანებას, აქრობს აფუებას და მატებს თმას აბრეშუმისებრ ბზინვარებას.
კერამიკული საფარი
კერამიკული საფარი უზრუნველყოფს ტემპერატურის თანაბარ გადანაწილებას, ხელს უშლის თმის გადახურებას, რათა დაიცვას თმა დაზიანებისგან და ამასთანავე ხელს უშლის აფუებას.
პერსონალური სთაილინგი
მოსახსნელი თავაკები
იდეალურია ნებისმიერი ვარცხნილობის შესაქმნელად, იქნება ეს მოცულობითი (blowout), თუ ჩამოვარცხნილი თმა.
ოვალური თავაკი
ორჯერ უფრო გრძელი ნეილონის ჯაგრისები – თმის მაქსიმალური მოცულობისთვის პირდაპირ ძირებიდან.
დასავარცხნი თავაკი
ნაზად აშრობს და ვარცხნის თმას
დამცავი ტექნოლოგია
თმის დაცვა, აბრეშუმისებრი შედეგი აფუების გარეშე.
გაიშრე და შექმენი ვარცხნილობა ერთი მოწყობილობით
იზრუნე შენს თმაზე
მოირგე 3 განსხვავებული ტემპერატურული რეჟიმი საკუთარ თმაზე. აკონტროლე ტემპერატურა და ჰაერის ნაკადი შენი საჭიროებების მიხედვით და დაიცავი თმა დაზიანებისგან.
ცივი ჰაერის ნაკადი იდეალურია საბოლოო ფიქსაციისთვის, რაც უზრუნველყოფს ხანგრძლივ მდგრადობას, აბრეშუმისებრ ბზინვარებასა და იდეალურ შედეგს აფუების გარეშე.
2/1-ში
ორი მოსახსნელი თავაკის წყალობით, თმის ფენ-სავარცხელი გთავაზობს შეუდარებელ მრავალფეროვნებას შენი სურვილის მიხედვით, იქნება ეს გლუვი, აბრეშუმისებრი, ნაზად დავარცხნილი თმა თუ მაქსიმალური მოცულობა თმის ძირებიდან.
ტექნიკური მახასიათებლები
- ძრავი: DC ძრავი
- სიმძლავრე: 1200W
- თავაკები: 2 მოსახსნელი თავაკი
- ზედაპირის დაფარვა: კერამიკა და ტურმალინი
- ტემპერატურის რეჟიმები: 3 დონე + ცივი ჰაერის ფუნქცია
- სადენი: 360°-ით მბრუნავი კაბელი
- გარანტია: 1 წელი
გამოყენება
თმა შეიმშრალე. თმის მაქსიმალური დაცვისთვის, სთაილინგის დაწყებამდე აუცილებლად გამოიყენე Demeliss Liss & Protect-ის თერმოდამცავი საშუალება.
ფენ-სავარცხლის გამოყენებამდე კარგად დაივარცხნე თმა სავარცხლით.
შეუსაბამე ტემპერატურა და ჰაერის ნაკადის სიჩქარე შენი თმის სტრუქტურას:
- დაბალი ტემპერატურა: თხელი, დასუსტებული ან მყიფე თმისთვის.
- საშუალო/მაღალი ტემპერატურა: სქელი, უხეში თმისთვის.
თანაბარი და იდეალური შედეგისთვის, თმა რამდენიმე ნაწილად გაიყავი. სთაილინგი დაიწყე ქვედა ფენებიდან და ეტაპობრივად აყევი ზედა მიმართულებით
Butter Than Ever ტუჩის დამამშვიდებელი შრატი 15ml.