შენ შეგიძლია გაიშრო, დაივარცხნო და სასურველი ფორმა მისცე თმას- მხოლოდ ერთი მოწყობილობით. ის მაქსიმალურად ამარტივებს თმის მოვლის ყოველდღიურ რუტინას და უზრუნველყოფს იდეალურ, სალონურ შედეგს სახლის პირობებში.
2 ცვლადი თავაკის საშუალებით, მარტივად შეძლებ შექმნა როგორც მოცულობითი, ისე ნაზი, იდეალურად დავარცხნილი თმა. მოწყობილობა ადაპტირებულია ნებისმიერი ტიპის თმისთვის და აერთიანებს სისწრაფესა და ეფექტურობას ყოველდღიური იდეალური ვარცხნილობისთვის.
კერამიკისა და ტურმალინის საფარი
კერამიკული ზედაპირის წყალობით, ცხელი ჰაერის ნაკადი ნაწილდება რბილად და აბსოლუტურად თანაბრად. შედეგი: ნულოვანი გადახურება და თმის დაცული სტრუქტურა – დღიდან დღემდე.
ტურმალინის დაფარვა მომენტალურად აქრობს სტატიკურ ელექტროენერგიას (თმის დამუხტვას), რაც თმას წამებში ხდის უფრო ნაზს, ბზინვარესა და აბრეშუმისებრს.
პერსონალური სთაილინგი
მოსახსნელი თავაკები
იდეალურია ნებისმიერი ვარცხნილობისთვის, როგორც მოცულობითი, ისე იდეალურად დავარცხნილი თმისთვის
ოვალური თავაკი
ორჯერ უფრო გრძელი ნეილონის ჯაგრისები – თმის მაქსიმალური მოცულობისთვის პირდაპირ ძირებიდან.
დასავარცხნი თავაკი
ნაზად აშრობს და ვარცხნის თმას
კერამიკა-ტურმალინი
თმის დაცვა, აბრეშუმისებრი შედეგი აფუების გარეშე.
2/1-ში
ორი მოსახსნელი თავაკის წყალობით, თმის ფენ-სავარცხელი გთავაზობს შეუდარებელ მრავალფეროვნებას შენი სურვილის მიხედვით, იქნება ეს გლუვი, აბრეშუმისებრი, ნაზად დავარცხნილი თმა თუ მაქსიმალური მოცულობა თმის ძირებიდან.
იზრუნე შენს თმაზე
მოირგე 3 განსხვავებული ტემპერატურული რეჟიმი საკუთარ თმაზე. აკონტროლე ტემპერატურა და ჰაერის ნაკადი შენი საჭიროებების მიხედვით და დაიცავი თმა დაზიანებისგან.
ტექნიკური მახასიათებლები
სიმძლავრე: 1200W
თავაკები: 2 მოსახსნელი თავაკი
ზედაპირის დაფარვა: კერამიკა და ტურმალინი
სადენი: 360°-ით მბრუნავი კაბელი
ტემპერატურის რეჟიმები: 3 დონე
გარანტია: 1 წელი
გამოყენება
თმა შეიმშრალე. თმის მაქსიმალური დაცვისთვის, სთაილინგის დაწყებამდე აუცილებლად გამოიყენე Demeliss Liss & Protect-ის თერმოდამცავი საშუალება.
ფენ-სავარცხლის გამოყენებამდე კარგად დაივარცხნე თმა სავარცხლით.
შეუსაბამე ტემპერატურა და ჰაერის ნაკადის სიჩქარე შენი თმის სტრუქტურას:
- დაბალი ტემპერატურა: თხელი, დასუსტებული ან მყიფე თმისთვის.
- საშუალო/მაღალი ტემპერატურა: სქელი, უხეში თმისთვის.
თანაბარი და იდეალური შედეგისთვის, თმა რამდენიმე ნაწილად გაიყავი. სთაილინგი დაიწყე ქვედა ფენებიდან და ეტაპობრივად აყევი ზედა მიმართულებით