B.Fresh-ის ტანის მოვლის სრულყოფილი ნაკრები, შენთვის საჭირო ყოველდღიური პროდუქტები ნაზი, დატენიანებული, ხავერდოვანი კანისთვის.
თითოეული პროდუქტი განკუთვნილია იმისთვის, რომ იზრუნოს შენს კანსა და კარგ განწყობაზე
ნაკრებში შედის:
- Sleep on it ტანის დასაბანი გელი 473ml
ჩამოიბანე მთელი დღის დარდი
რა ვარ მე?
მე ტანის დამამშვიდებელი დასაბანი გელი ვარ, გაჯერებული ბუნებრივი კანისთვის სასარგებლო ინგრედიენტებით,ასევე ჰიალურონის მჟავით, რათა გავაძლიერო დატენიანება და დაგამშვიდო ყვავილოვანი არომატით, რომ მოგამზადო ტკბილი ძილისთვის
რატომ შეგიყვარდები?
- მე დავამშვიდებ შენს შეგრძნებებს ჩემი ყვავილოვანი არომატით
- გაჯერებული ჰიალურონის მჟავით, რომ დავატენიანო და დავამშვიდო კანი, გავხადო ის აბრეშუმივით ნაზი
- სავსე ვარ მცენარეული და მინერალური ინგრედიენტებით, რათა ბუნებრივად გავასუფთავო კანი და ჰქონდეს მას საოცარი არომატი
- პარაბენების გარეშე, ვეგანური, კანისთვის სასარგებლო ინგრედიენტები, სუფთა არომატი
გაანებივრე საკუთარი თავი ტკბილი, ტკბილი სიზმრებით მხოლოდ რუტინაში ამ დასაბანი გელის დამატებით.
ჩამოიბანე მთელი დღის დარდი და უთხარი პრობლემებს, რომ იძინებ საოცრად დამამშვიდებელი, ყვავილოვანი არომატით.
თუ დღის ბოლოს თავს გამოფიტულად გრძნობ, უბრალოდ გამოიყენე ეს დასაბანი გელი, ჰიალურონის მჟავა დაატენიანებს, გამოაცოცხლებს და დაარბილებს კანს.
- Vanilla bean dream თმისა და ტანის მისტი 221ml
შინაგანი სიმშვიდის გამოღვიძება
რა ვარ მე?
მე თმისა და ტანის მისტი ვარ, ვანილისა და ტკბილი ნუშის ექსტრაქტით გაჯერებული დელიკატური არომატი, რათა გამოვაცოცხლო კანი და თმა
რატომ შეგიყვარდები?
- მაქვს განწყობის ასამაღლებელი უპირატესობა, რათა თავი კომფორტულად გაგრძნობინო
- გაჯერებული ვარ ვანილისა და ტკბილი ნუშის ექსტრაქტით
- მაქვს თბილი, კომფორტული და საოცნებო არომატი
- ვეხმარები კანსა და თმას გამოცოცხლებაში და სირბილეში
- პარაბენების გარეშე, ვეგანური, კანისთვის სასარგებლო ინგრედიენტები, განწყობის ასამაღლებელი სურნელი
- Don’t hate, exfoliate ტანის სკრაბი 200g
ნესვის მაგიური სკრაბი
მკვდარი კანის უჯრედები? არ დაკარგო დრო, დაიწყე სკრაბის გამოყენება
რა ვარ მე?
ვერ იტან შენს მკდვარ კანის უჯრედებს, რომელიც კანზე ჩნდება? მათი მოშორება მარტივია. ნაზი სკრაბი აშორებს მათ, ხელს უწყობს კანის დატენიანებას, კანისავე ბუნებრივი ჰიალურონისა და კერამიდების გამომუშავების სტიმულირებით. შეიცავს ძირტკბილას ფესვს, რომელიც ანათებს და ხელს უწყობს კანის ბზინვარებას. ნესვის არომატი კი თქვენს საოცარ შეგრძნებებზე იზრუნებს
რატომ შეგიყვარდები?
- სავსე ვარ ძირტკბილას ფესვით, ნაზი გასუფთავებისთვის და კანის სინაზისთვის
- მაქვს მადისაღმძვრელი ნესვის სურნელი
- პარაბენის გარეშე, კანისთვის სასარგებლო ინგრედიენტებით, ვეგანური.
ეს ჯადოსნური სკრაბი უბრალოდ შენთვის არის. ძირტკბილას ფესვის ნაზავი, რომელიც თქვენი კანის პრობლემების ძირში ჩააღწევს, დაამშვიდებს მათ და კაშკაშა ქალღმერთად გაქცევთ. რძემჟავა ხელს უწყობს ძველი, მკვდარი უჯრედების გასუფთავებას და კანის იდეალურ სისრულეში მოყვანას.
- Butter me up დამატენიანებელი ტანის კარაქი 250ml
რა ვარ მე?
მე ვარ ტანის კარაქი, რომელიც ძლიერად ატენიანებს კანს, გაჯერებული ქოქოსის ზეთით, შიისა და კაკაოს კარაქით
რატომ შეგიყვარდები?
ვატენიანებ მთელს ტანს და ვინარჩუნებ დატენიანებას.
გაჯერებული ვარ ქოქოსის ზეთით, შიისა და კაკაოს კარაქით
ვაძლიერებ კანის ბუნებრივ ბარიერს
მაქვს ლავანდის და ვანილის დამამშვიდებელი, ჰაეროვანი არომატი
პარაბენების გარეშე, ვეგანური, კანისთვის სასარგებლო
ინგრედიენტები
ტანის კარაქი, რომელიც დაუჯერებლად გლუვია
შიის კარაქი, კაკაოს კარაქი და ქოქოსის ზეთი მოქმედებენ გაერთიანებული ძალებით, რათა ღრმად გამოკვებონ და შეინარჩუნონ დატენიანება დაუჯერებლად ნაზი კანისთვის.
იდეალურია დაძინებამდე დასატანად, რადგან ვანილისა და ლავანდის კომფორტული არომატი მოგამზადებთ მშვენიერი დასვენებისთვის.
- Got that pillow pout ტუჩის ღამის შრატი 15ml
რა ვარ მე?
ღრმად დამატენიანებელი და მკვებავი ღამის შრატი, შიისა და მურუმურუს კარაქით, ჯანსაღი, ნაზი ტუჩებისთვის
რატომ შეგიყვარდები?
- იმ დროისთვის როცა გაიღვიძებ მე უკვე ნაზრუნი მექნება შენი ტუჩების სირბილესა და სინაზეზე
- გაჯერებული ვარ შიისა და მურუმურუს კარაქით, რათა აღვადგინო და შევავსო დატენიანება, ღრმად დაცვისთვისა და გამოკვებისათვის
- მაქვს დამამშვიდებელი და კომფორტული ვანილის არომატი
- პარაბენის გარეშე, ტუჩისთვის სასარგებლო ინგრედიენტებით, ვეგანური, სუფთა სურნელი
წაისვი დაძინებამდე შრატი და გაიღვიძე რბილი, ფაფუკი ტუჩებით
შიისა და მურუმურუს კარაქი მდიდარია ცხიმოვანი მჟავებით, რათა აღადგინოს და შეავსოს დატენიანება, ღრმად დაცვისთვისა და გამოკვებისათვის. ამ ყველაფერთან ერთად აქვს საოცრად ნაზი ვანილის არომატი.
BLOND LIFE - სიყვითლის საწინააღმდეგო ნიღაბი (200მლ)
Fressssh AF! ტანის დასაბანი გელი 473ml.
Peony For Your Thoughts თმისა და ტანის საოცნებო მისტი 221ml.