ევროპასა და აზიას შორის არსებული ხიდი, კულტურათა გაცვლის შედეგად მიღებული ნაყოფი. იგი შექმნილია მსოფლიოს ყველაზე გამორჩეული ინგრედიენტებისგან – დაწყებული იტალიური ბერგამოტით, დასრულებული აღმოსავლური ტყავით, დაწყებული ნედლი უდის ხიდან დასრულებული შთამბეჭდავი შავი ვარდებით, რომლებიც ევრატესის ნაპირებზე ხარობს. ბნელი და იდუმალი, ეს ვარდები უნიკალურ გარემოში იზრდება, რაც მათ უკიდურესად იშვიათს ხდის.
Ottoman Leather არის ხის-ყვავილოვანი არომატი, რომელიც იდეალურად უსვამს ხაზს დელიკატური ტყავის და ძვირფასი ქსოვილების წარმომავლობის არსს
სურნელი თვალისმომჭრელად კაშკაშებს მდიდრული ზაფრანის ოქროსფერი ელვარებით, რომელსაც აცოცხლებს ციტრუსები, ღრმა ტყავისა და უდის ხის ინტენსიურობა. მრავალფენოვანი შავი ვარდები კი იშლება ისე, როგორც ძვირფასი თვლები, ნაზი ყვავილების თაიგულში.
სუნამო ინსპირირებულია მდიდრული ნივთების და ეგზოტიკური სანელებლების გაცვლით აბრეშუმის გზაზე. Ottoman Leather ხოტბას ასხამს ტყავის ელეგანტურობას და უდის ხის იდუმალებას. მისი ინგრედიენტები საგულდაგულოდ არის შერჩეული უძველესი ოსმალური რეგიონის ყველაზე დახვეწილი წყაროებიდან, ქმნის სურნელს, რომელიც ისტორიისა და აღმოსავლური მაგიის ანარეკლია.
ზედა ნოტები– ბერგამოტი, კარდამონი( ილის მარცვლები), ქლიავი, კუმინი
გულის ნოტები– ლავანდა, დარიჩინი, მუსკატის კაკალი, ვარდი, ია
ქვედა ნოტები– პაჩული, ტყავი, საკმეველი, კედრის ხე, უდის ხე