ყველაფერი, რაც შენს კანს სჭირდება 1 Glam ნიღაბში. ყველაზე ტრენდული, ინოვაციური, ეფექტური, viral პროდუქტი
შენ ახლა უკვე შეგიძლია, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე, სწრაფად და მარტივად ჩაიტარო პროფესიონალური პროცედურა ისე, რომ პარალელურად არ მოწყდე შენს ყოველდღიურ საქმიანობას.
3 შუქის თერაპიის ტექნოლოგია
წითელი შუქი- 625ნმ – კანის გამაახალგაზრდავებელი
მათთვის ვისაც აწუხებს წვრილი ხაზები, ნაოჭები, ლაქები და ნაწიბურები. ის საგრძნობლად შეამცირებს მათ ხილვადობას თქვენს სახის კანზე.
ამკვრივეს კანს და მოყავს ტონუსში.
ასტიმულირებს ბუნებრივი კოლაგენის გამოყოფას,რომ გადაჭიმოს კანი.
ამშვიდებს სიწითლეს კანზე და ხელს უწყობს კანის ბარიერის გაჯანსაღებას.
ყვითელი შუქი 590ნმ – ერთგვაროვანი კანისთვის
მათთვის ვისაც აწუხებს არაერთგვაროვანი კანის ტონი, სიწითლე და პიგმენტური ლაქები. ასტიმულირებს უჯრედების განახლებასა და რეგენერაციას, ამცირებს მელანინს სახეზე და ანათებს კანის ფერს.
დამამშვიდებელი და ანტი-ანთებითი ეფექტი ეხმარება სიწითლის და ანთების შემცირებას. ხელს უწყობს კანის გამოჯანრთელებას. ამასთანავე ამცირებს მზისგან მიღებულ დაზიანებებს. ეხმარება პიგმენტაციის მეტად გაღიავებას. უწყვეტად გამოყენებით კანი გახდება უფრო ნათელი და ერთგვაროვანი ფერის.
ლურჯი შუქი 415ნმ – პრობლებული, აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის
მათთვის, ვისაც აწუხებს გამონაყარი, აკნე, აქვს პრობლემური, სენსიტიური კანი.
ამცირებს აკნეს და თანდათანობით აქრობს აკნესგან დატოვებულ ლაქებს
ეხმარება აკნეს შემცირებაში და შემდგომი გამონაყარისგან თავდაცვაში. აკნეს წარმომქმნელი ბაქტერიის განეიტრალებით. თანდათანობით აქრობს აკნესგან დატოვებულ შრამებს, აერთგვაროვნებს კანის ფერს, ამცირებს ანთებით პროცესებს და არეგულირებს ცხიმის გამოყოფას.
ძირითადი ფუნქციები
1.ნიღაბი ავტომატურად ირთვება სახეზე მორგებისას
2.თითის დაჭერით ირთვება რეჟიმებს(ნათებებს) შორის
3.გამოიყენება უკაბელოდ
გამოყენებისთვის მომზადება
აპარატს სრულად დასამუხტად სჭირდება 2.5 საათი. სრულად დამუხტული აპარატი მუშაობს 60 წუთამდე. როდესაც იტენება აპარატი აანთებს წითელ შუქს,როცა სრულად დაიმუხტება აინთება ლურჯი უწყვეტი შუქი.
როდესაც აპარატის ელემენტი დაბალ დონეზე იქნება, ამას თავად შეგახსენებთ 3-ჯერ ლურჯი შუქის აციმციმებით.
აპარატის გამოყენებამდე აუცილებელია დაწმუნდეთ რომ ის დატენილია, გახსენით ყურზე სამაგრები რათა გააქტიურდეს ატომატური რეჟიმი და მოირგეთ სახეზე ნიღაბი,რათა ავტომატურად დაიწყოს პროცედურა
გამოყენება
საუკეთესო შედეგისთვის გამოიყენეთ დღეში ორჯერ,რეკომენდირებულია თითო რეჟიმს გამოუყოთ თითო დღე,არ არის რეკომენდირებული უწყვეტად მხოლოდ ერთი რეჟიმის გამოყენება.
გაფრთხილება-აუცილებლად დახუჭეთ თვალები ნიღაბის გაკეთება/მოხსნის დროს
1.მოხსენით დამცავი ფირი ნიღაბს
2.მოიშორეთ მაკიაჟი და გაისუფთავეთ კანი
3.კარგად და მჭიდროდ მოირგეთ ნიღაბი სახეზე და დარწმუნდით რომ შუქი არ ხვდება თვალებს
4.დააჭირეთ ორჯერ გადართვის ღილაკს რომ მონიშნოთ სასურელი რეჟიმი
5.თითოეული რეჟიმი მუშაობს 15 წუთი,დროის გასვლის შემდეგ აპარატი ატომატურად გაითიშება
რეჟიმის ცვლილება
თუ ნიღაბი გათიშეთ ის შემდეგი გამოყენებისას ატომატურად ჩაირთება იმავე რიჟიმზე
შენახვა/მოხმარება
1.არ შეინახოთ ისეთ ადგილად საიდანაც შესაძლოა გადმოვარდეს
2.შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას
აპარატი არ გამოიყენება იმ შემთხვევაში თუ გაქვთ:
– ღია ჭრილობა, კანის გაღიზიანება ან სიმსივნური წარმონაქმნი
-კანის ალერგია( მაგ. დერმატიტი)
-ხართ ორსულად/ მშობიარობის შემდგომ, რადგან ჰორმონალურმა დისბალანსმა შესაძლებელია კანის გაღიზიანება გამოიწვიოს
– ეპილეფსიის, გულის უკმარისობის დროს, ასევე გამოყენება არ შეიძლება თუ იტარებთ ქიმიოთერაპიას
-არ გამოიყენოთ აპარატი თუ თქვენი კანი მგრძნობიარეა სინათლის მიმართ, თუ იყენებთ ფოტოსენსიბილიზაციის მედიკამენტებს.
-რეკომენდირებულია აპარატი გამოიყენით სიფრთხილით, თუ გაქვთ თვალთან დაკავშირებული გარკვეული დაავადებები
-თუ გაქვთ დიაბეტი, გთხოვთ გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს
-არ გამოიყენოთ აპარატი იმ შემთხვევაში თუ გაგიტყდებათ
გაწმენდა
1.გაწმენდამდე დარწმუნდით რომ აპარატი გამორთულია
2.არ ჩადოთ ნიღაბი სითხეში,ან გადარეცხოთ
3.გაწმინდეთ ნიღაბი ოდნავ ნოტიო ბამბის დისკით ან რაიმე ნაჭრით,რომელიც არ დააზიანებს ზედაპირს
4.არასდროს გამოიყენოთ ბასრი,უხეში ნივთები,ქიმიური საშუალებები და ა.შ.
5.აპარატი მოარიდეთ მზის სხივებს და სითბოს.
გარანტია 1 წელი