გუაშა კანის მოვლის რუტინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ეფექტური პროდუქტია. მისი დახმარებით კანი ხდება ბზინვარე, გლუვი, ნაზი, დამშვიდებული და ელასტიური.
გამოიყენება სახესა და ყელის მიდამოებში დაძაბულობის მოხასნელად და სარელაქსაციოდ. მათ აქვთ განსხვავებული ფორმები. ისევე, როგორც როლერი, ისიც სხვადასხვა სახის ქვისგან მზადდება, ყველაზე ეფექტური და აპრობირებული კი არის ვარდისფერი კვარცის გუაშა.
გუაშას გამოყენებისას რეკომენდირებულია სახე იყოს კარგად დატენიანებული. უკეთესია, თუ თქვენს რომელიმე საყვარელ ზეთს გამოიყენებთ, რათა ქვამ ელასტიურად და დისკომფორტის შექმნის გარეშე ისრიალოს კანზე.
როგორ გამოვიყენოთ გუაშა?
გუაშას გამოყენებით მასაჟის გაკეთებისას მოძრაობას ვიწყებთ ყელიდან და მივყვებით იგივე რიგითობას, რასაც ვაკეთებდით როლერის საშუალებით სახის დამუშავების დროს. თუმცა აქ მოძრაობები განსხვავებულია. გირჩევთ ინსტრუმენტი ამოძრაოთ ჯვარედინი მოძრაობით. ტუჩების მიდამოებში კი ზიგზაგის პრინციპით.
გუაშას ვიყენებთ კისრის და მხრების დამუშავებისთვისაც. პროცესში აღმოაჩენთ, რომ ის შესანიშნავად ხსნის დაძაბულობას და გეხმარებათ მოდუნებაში. ამ მიდამოების დამასაჟების დროს არ გჭირდებათ რაიმე კონკრეტული წესის დაცვა. უბრალოდ მოდუნდით და მაქსიმალურად შეიგრძენით პროდუქტის ეფექტი.
კიდევ ერთი წესი, რაც გუაშას გამოყენების დროს უნდა გაითვალისწინოთ ის არის, რომ ყოველი მოძრაობა 3-3-ჯერ მაინც გაიმეოროთ.