საინტერესო ფაქტები სუნამოებსა და არომატების შესახებ რომლებიც აქამდე არ გსმენია

1. ქალებში ყნოსვა უფრო კარგად არის განვითარებული, ვიდრე მამაკაცებში და ეს ყველაფერიქალის ტვინის დამსახურებაა, რომელსაც 50%-ით მეტი ყნოსვის სენსორები აქვს.
2. სასიამოვნო სუნი გვახარებს. მრავალმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ სურნელს შეუძლიადადებითად შეცვალოს ადამიანის განწყობა.რესპონდენტთა უმეტესობისთვის ვანილისუნივერსალური ტკბილი არომატი აღმოჩნდა ბედნიერების სურნელი.
3. თითოეულ ადამიანს აქვს თავისი უნიკალური სუნი. ისევე, როგორც თითის ანაბეჭდები. სინამდვილეში, ყნოსვითი მკვდარი ზონების გამო, ჩვენ უბრალოდ ვერ ვცნობთ გარკვეულსუნებს.
4. ჩვენ რეალურად სუნს აღვიქვავთ ტვინით და არა ცხვირით. რა თქმა უნდა, ცხვირიაღმოაჩენს სურნელის მოლეკულებს, მაგრამ მათი იდენტიფიცირება ტვინით ხდება.
5. სიტყვა “პარფიუმერია” მომდინარეობს ლათინური სიტყვებიდან “per fume”, რაც ნიშნავს”კვამლის გავ”.
6.ოდესმე თუ შესულხართ საცხობში ან ფლორისტის მაღაზიაში აუცილებლად შეიგრძნობდითსურნელების შოკისმომგვრელ ტალღას, რომლის სიმძაფრეც ორი ამოსუნთქვის შემდეგნელდება, რადგან ტვინი აღიქვავს როგორც უსაფრთხოს და არა საშიშს, რაც იმას ნიშნავს, რომარ არის საჭირო ყურადღების მიქცევა“.
7.სუნი მოგონებებს აღძრავს. ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის მიერ ჩატარებულმაკვლევამ აჩვენა,რომ ჩვენი „არომატიული“ მოგონებები მეტწილად ყალიბდება სიცოცხლისპირველი ათი წლის განმავლობაში.
8.გამოჩენილმა პარფიუმერმა ჟან კარლმა (1892 – 1966 წწ.) სიცოცხლის ბოლომდე დაკარგაყნოსვა. მიუხედავად ამისა, ცხოვრების ამ პერიოდში მან შექმნა მსოფლიოში ყველაზეწარმატებული სუნამოები, უბრალოდ ნოტებისა და მოლეკულების სურნელების გახსენებით.
9.ერთი და იგივე სუნამო სხვადასხვა ადამიანზე განსხვავებულად ჯდება. პარფიუმერებიამბობენ, რომ სხეულის ინდივიდუალური ქიმია “ათავისუფლებს” გარკვეულ ნოტებს ან ხაზსუსვამს მათ. ეს უნიკალური პროცესი განპირობებულია გენეტიკით.
10.ერთდროულად მხოლოდ სამი არომატის შეგრძნება შეგვიძლია. სამზე მეტ სურნელისდიფერენცირრბას ადამიანი ვერ ახერხებს. ამიტომ სუნამოს შერჩევისას იქონიეთ ყავისმარცვლები. მათ შეუძლიათ გაასუფთავონ ყნოსვის რეცეპტორები.
11.საინტერესოა ისიც რომ ახალგაზრდებს, განსაკუთრებით თინეიჯერებს, ნაკლებად აქვთგანვითარებული ყნოსვა, ამიტომ მათ უფრო მეტად იზიდავთ ტკბილი არომატები. უფროსადამიანებს ურჩევნიათ უფრო რთული კომპოზიციები.
12.თქვენი ყნოსვა კუნთს ჰგავს – რაც უფრო მეტს გაავარჯიშებთ, მით უფრო ძლიერი დააღქმადი ხდება.
ტექსტი: თინი გალდავა