თხელი და მსუბუქი თმის უთო, რომელიც აერთიანებს წამყვან, მოწინავე ტექნოლოგიებს.
პროფესიონალური თმის უთო Demeliss PINK არის შეუცვლელი მოწყობილობა იდეალურად დასწორებული, ბზინვარე და აბრეშუმისებრი თმის მისაღებად. იგი შექმნილია ნებისმიერი ტიპის თმისა და სთაილინგისთვის; აერთიანებს მაღალ ეფექტურობას, მარტივ გამოყენებას.
თმის უთო აღჭურვილია ძალიან თხელი, მოძრავი ფირფიტებით, რაც უზრუნველყოფს იდეალურად გასწორებულ თმას ძირებიდან. კერამიკა-ტურმალინის საფარი თანაბრად ანაწილებს ტემპერატურას, გამორიცხავს აფუებას და თმას ხდის ბზინვარეს.
ტემპერატურის 5 რეგულირებადი რეჟიმი (150°C-დან 230°C-მდე). ეს საშუალებას გაძლევს შეარჩიო ინდივიდუალური, ზუსტად შენი თმის ტიპზე (თხელიდან ყველაზე სქელ თმამდე) მორგებული ტემპერატურა ხანგრძლივი და უზადო შედეგისთვის.
ბარბის თმა
კერამიკა-ტურმალინის ფირფიტები ცნობილია თავისი დამცავი თვისებებით: იგი ამცირებს თერმულ დაზიანებას, ბლოკავს სტატიკურ ელექტროენერგიას (თმის დამუხტვას) და უზრუნველყოფს მაქსიმალურად ნაზ, აბრეშუმისებრ თმას– თხელ, დასუსტებულ ან ბოლოჭამიებისკენ მიდრეკილ თმაზეც კი.
იდეალურად დასწორებული თმა ძირებიდან
2/1-ში
მისი მოძრავი ფირფიტების დახმარებით შენ შეგიძლია შექმნა ნებისმიერი ვარცხნილობა: იდეალურად სწორი და აბრეშუმისებრი თმა, ან მსუბუქი ხვეულები – ყველაფერი შესაძლებელია მხოლოდ ერთი მოწყობილობით.
ტექნიკური მახასიათებლები
- ფირფიტები: მოძრავი კერამიკა-ტურმალინის ფირფიტები
- ფირფიტების ზომა: თხელი ფირფიტები – 25 მმ x 120 მმ
- ციფრული ეკრანი რეჟიმების მარტივი კონტროლისთვის
- ტემპერატურა: 5 რეგულირებადი დონე 230°C-მდე
- გარანტია: 1 წელი
გამოყენება
გამოყენებამდე დარწმუნდი, რომ თმა სრულყოფილად მშრალია. თმის ღერების თერმული დაზიანებისგან მაქსიმალურად დასაცავად, მშრალ თმაზე აუცილებლად გამოიყენე თერმოდამცავი-Demeliss LISS & PROTECT-ის სპრეი. თმის უთოს გამოყენებამდე დარწმუნდი, რომ თმა კარგად არის ჩამოვარცხნილი. არასოდეს გამოიყენო თმის უთო ნესტიან, სველ ან აბურდულ თმაზე.