ჩვენ შესახებ
კომპანია
თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებითა და ინოვაციური მიდგომებით შექმნილ თავის მოვლის საშუალებებს Morebeauty.ge სახლიდან გაუსვლელად მომხმარებელს უკვე მეშვიდე წელია სთავაზობს. დაარსების დღიდან კომპანიის უმთავრესი მიზანი საქართველოში უმაღლესი ხარისხის პროდუქტისა და სერვისის სტანდარტების დანერგვაა.
„More Beauty საოჯახო ბიზნესია. ის, რასაც, ქართველ მომხმარებელს გამოჩენის დღიდან შევპირდით, იყო და არის საუკეთესო, უსაფრთხო, ეფექტური პროდუქტები, მომსახურების მაღალი სტანდარტი და ხელმისაწვდომობა. ჩვენი პროდუქტების მეშვეობით, პროფესიონალურად და სრულყოფილად თავის მოვლას, სახლის პირობებში მარტივად მოახერხებთ.“
პროდუქცია
ჩვენი პროდუქცია მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში იწარმოება, სადაც სილამაზის სფეროს უმაღლესი სტანდარტებია დანერგილი. ესენია: შვეიცარია, საფრანგეთი, იტალია, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია და აშშ. პროდუქტი სარეალიზაციოდ გამოგვაქვს, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩატარდება სრული კვლევა და დადგინდება მისი რეალური შესაძლებლობები. ვარჩევთ მხოლოდ საუკეთესოს საუკეთესოთა შორის. ამაში ჩვენი კომპანია ძალიან ფრთხილია, რადგან ვიცით, რომ მომხმარებლები ჩვენგან მხოლოდ განსაკუთრებულ პროდუქტს ელიან ყოველთვის.
კომპანია More Beauty არის მასში წარმოდგენილი ყველა ბრენდის ექსკლუზიური და ოფიციალური სელერი.
Geparlys
ფრანგული პარფიუმერიის სახლი პარიზიდან, რომელსაც აქვს 20 წელზე მეტი გამოცდილება და პროფესიონალიზმი სუნამოების ხელოვნებად გარდაქმნაში.
თითოეული სუნამო უნიკალურ გამორჩეულ,მდიდრულ და საოცრად დახვეწილ სამყაროში გამოგზაურებს, რაც არაჩვეულებრივი არჩევანია მათთვის ვინც აფასებს ფრანგულ დიდებულებასა და განსხვავეულობას.
Touchbeauty
ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერი სილამაზის ინტუსტრიაში თავისი ინოვაციურობით. უახლესი ტექნოლოგია და დახვეწილი დიზაინი,რომელიც ახდენს რევოლუციას თავისი პროდუქტებით თავის მოვლის სფეროში.მისი IPL ეპილაციის აპარატები შექმნილია იმისთვის, რომ ადამიანებმა პროფესიონალური, სალონური შედეგები მიიღონ მათთვის სასურველ დროსა და ადგილას. . ბრენდი ორიენტირებულია ხარისხზე,შედეგებზე და ინოვაციებზე. Touch Beauty გაძლევს ძალას, რომ იყო თავდაჯერებული ყოველდღე.
NYCE – New York Cosmetic Experience
იტალიური, პრემიუმ, უმაღლესი კლასის ბრენდი, რომელიც New York-ის ქაოტური რიტმისა და საქმიანი, მუდმივად დაკავებული ადამიანების ცხოვრების გასამარტივებლადაა შექმნილი.
ერთ-ერთი მოწინავე და ინოვაციური ბრენდი თმის პროფესიონალურად მოვლის სფეროში, რომელიც გამორჩეულია მყისიერი შედეგით უმოკლეს დროში, ძალიან მარტივად. NYCE უზრუნველყოფს სალონის დონის პროცედურებს სრულყოფილად,სახლში.
Pura Kosmetica
იტალიის გულში დაფუძნებული ბრენდი,რომელიც თმას გარდასახავს ბუნებისგან შთაგონებული ფორმულებით. Pura იდეალურად იყენებს ბუნებრივი ინგრედიენტების ძალას და დახვეწილ ტექნოლოგიას. პროდუქტები ყველანაირი ტიპის თმისთვის, აქ იპოვით ყველაფერს რაც თქვენს თმას სჭირდება.
Demeliss Paris
ფრანგული ბრენდი,რომლის ელექტრო აპარატები გვაძლევს პროფესიონალურ შედეგს უმოკლეს დროში,თმის გამოშრობის, დაზიანებისა და დამწვრობის გარეშე თქვენთვის სასურველ დროსა და ადგილას. ინოვაციური, მოწინავე ტექნოლოგიის დახმარებით ბრენდი მარტივად გვაძლევს სალონურ ეფექტს სახლში. Demeliss Paris – მხარს უჭერს მუდმივ ტექნოლოგიურ განვითარებას,რაც მათ თითოეულ აპარატს შედევრად აქცევს.
გუნდი
ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი არის სწორი გუნდისა შერჩევა, რომლებსაც საერთო ხედვა და მიზანი გვაერთიანებს. სამუშაო გარემო განსაკუთრებულია იქ, სადაც გუნდური სულისკვეთება, სიძლიერე და ერთმანეთისადმი პატივისცემა იგრძნობა. თითოეული ჩვენგანი, საქმეს სიყვარულითა და დიდი პასუხისმგებლობით უდგება, რაც შორიდანაც კი იგრძნობა და ამას ხშირად აღნიშნავენ ჩვენი მომხმარებლები. დადებითი შეფასებები და უკუკავშირი კი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მეტ მოტივაციას გვაძლევს, რომ არასდროს გავჩერდეთ და ჩვენი მომხმარებლების მოლოდინი არა გავამართლოთ, არამედ მოლოდინს გადავაჭარბოთ.
დამფუძნებელი
დავით ვაზაგაშვილი
გენერალური დირექტორი
მარიამ ვაზაგაშვილი
გენერალური მენეჯერი
გიორგი კოლოტაური
უფროსი გაყიდვების მენეჯერი
თინათინ კანდელაკი
კრეატიული განვითარების მენეჯერი
ანი ვაზაგაშვილი
ბუღალტერი
ნიკოლოზ გოძიაშვილი
მთავარი ბუღალტერი
შორენა გაგოშიძე
შიდა განვადების უფროსი
მამუკა მჟავანაძე
დიჯითალ მარკეტინგის მენეჯერი
გურამ თავხელიძე
მარკეტინგის მენეჯერი
ანი კენკიშვილი
გაყიდვების მენეჯერი
ნინი ქათამაძე
კონტენტ კრეატორი
თინი გალდავა
კონტენტ კრეატორი
გვანცა შიუკაშვილი
შოურუმის ადმინისტრატორი
მარიამ ნახუცრიშვილი
გაყიდვების მენეჯერი
ლელა კვანტალიანი
საბანკო განვადების მენეჯერი
დავით ბახუტაშვილი