დეპილაცია კანის ზედაპირზე არსებული თმის ღერის მოცილებაა. თმის ფოლიკულს ამ დროს არ ვეხებით, ამიტომ გარკვეული ხნის შემდეგ თმა ისევ იზრდება. დეპილაცია შესაძლებელია:
•სამართებლით
•კრემით
•ცვილით
ეპილაცია თმის მოცილების ისეთი მეთოდია, რომლის დროსაც ხდება ფოლიკულის აპარატის დაზიანება, რაც გვაძლევს თმის საბოლოოდ ამოძირკვის შანსს.
არსებობს ეპილაციის რამდენიმე სახეობა:
•ელექტროეპილაცია
•ლაზერული ეპილაცია
•ფოტოეპილაცია
•ენზიმური ეპილაცია;
•ულტრაბგერითი ეპილაცია.
საინტერესოა რომელი მეთოდს შეგვიძლია მივანიჭოთ უპირატესობა? გასულ წლებში საკმაოდ პოპულარული იყო დეპილაცია, რადგან ლაზერული ეპილაცია მხოლოდ სალონებში კეთდებოდა. საკმაოდ ძვირადღირებულ პროცედურად ითვლებოდა. ლაზერთან განსხვავებით დეპილაციის შემდეგ შესაძლებელი იყო, შხაპის ან რუჯის მიღება,თუმცა შედეგი უმოკლესი ჰქონდა და თმები ამოსვლას იწყებდა მეორე დღესვე.
სწორედ ამ პრობლემების გათვალისწინებით შეიქმნა აი პი ელ ეპილაციის აპარატი, რომელმაც ყველა ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა და სალონური ძვირადღირებული პროცედურა შესაძლებელი გახადა სახლის პირობებში. აი პი ელ ეპილაცია 2022 წელს ითვლება ყველაზე უსაფრთხო და ეფექტურ თმის მოცილების საშუალებლად!
ტექსტი: თინი გალდავა
