ადამიანების ფსიქოლოგიური მახასიათებლებიდან გამომდინარე, პიროვნების ორი ტიპი შეიძლება გამოიყოს:
1. ექსტრავერტი.
2. ინტროვერტი.
გაინტერესებს რომელი ხარ შენ? ტესტი მარტივია პირველი მათგანი აღწერს ინტროვერტს, მეორე – ექსტრავერტს.
აღწერა #1:
* არ მაწუხებს კომუნიკაციის ნაკლებობა. საკუთარ თავთანაც კარგად ვერთობი
* ჩემი მეგობრები მხოლოდ ის ადამიანები არიან, ვისთანაც დიდი ხნის ფესვგადგმული ურთიერთობა მაქვს
* წიგნის კითხვა მირჩევნია ხმაურიან დასვნებას
* თავს არაკომფორტულად ვგრძნობ ხალხში
* ნაკლებად ვარ დაინტერესებული ახალი ადამიანების გაცნობით
* არ გამოვირჩევი ინიციატივებით
* “შვიდჯერ გაზომე – ერთხელ გაჭერი” – ეს ჩემზეა
* მიყვარს სიმშვიდე და სტაბილურობა
* ბევრს ვოცნებობ


აღწერა #2 * მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა
* სწრაფად ვიღლები ერთფეროვნებისგან, მჭირდება მრავალფეროვნება
* მყავს ბევრი მეგობარი და უბრალოდ ბევრი ნაცნობი
* ხშირად თავს ვერ ვაკონტროლებ და ძალიან ბევრს ვლაპარაკობ
* საკმარისზე მეტი ენერგია მაქვს
* ვარ ექსტრემალური და მიყვარს მოგზაურობა
* ძირითად ჯერ ვაკეთებ და მერე ვფიქრობ
* ვრისკავ დაუფიქრებლად
ტექტი: თინი გალდავა