მსოფლიოში წამყვანი კოსმეტიკური ბრენდების დიდი ნაწილი კვლავინდებურად ატარებს ცდებს ცხოველებზე!
ტესტირება ხდება ინექციებით, როგორც ორსულ ასევე სრულიად ჯანმრთელ ცხოველებე. მათ აიძულებენ შეჭამონ ან შეისუნთქონ სატესტო პროდუქტში შემავალი ნივთიერებები.
ტესტირების შედეგად ცხოველებს უვითარდებათ სხვადასხვა დაავადებები. უდიდდებათ ორგანოები. ყოველგვარი გამაყუჩებლის და მკურნალობის გარეშე ეწირებიან ექსპერიმენტს..
მათი დაღუპვის შემდგომ ხდება გაკვეთა და დაკვირვება თუ რა გავლენა მოახდინა ამა თუ იმ კოსმეტიკურმა საშუალებამ მათ შინაგან ორგანოებზე.
უახლესი ტექნოლოგიების წყალობით გაჩნდა ალტერნატივა ცხოველებზე ტესტირების მეთოდის ჩანაცვლების!
სილამაზის ინდუსტრიაში გაჩნდა ძლიერი ცხოველთა მხარდამჭერი მიმართულება რომელიც აღინიშნება cruelty free ნიშნით, რაც ნიშნავს რომ პროდუქტი არ იტესტება ცხოველებზე და არის სისასტიკისგან თავისუფალი!
მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ შოპინგისას, როგორც მომხმარებლებმა, არჩევანი უნდა შევაჩეროთ ისეთ პროდუქციაზე, რომელიც არ ავნებს გარემოს და ცხოველებს. მორ ბიუთის შოურუმში წარმოდგენილი ბრენდები და მათი პროდუქტები არ გამოიცდება ცხოველებზე. კომპანია ზრუნავს და იცავს ცხოველთა უფლებებზე!
ტექსტი: თინი გალდავა


