უსასრულო ჰორიზონტი და უდაბნოს დიდებულება
Yes I Am The King Nomade ეს არის თავისუფლების, მისტიკისა და ძალაუფლების სურნელი. შთაგონებული უსასრულო უდაბნოთი, სადაც დუმილი, ცეცხლი და მარადიულობა ერთიანდება, ეს არომატი ეძღვნება მათ, ვინც არ აწესებს საზღვრებს და საკუთარ გზას თავად იკვლევს. კომპოზიციის მთავარი გმირი პარფიუმერიის ერთ-ერთი საუკეთესო და იშვიათი ინგრედიენტი უდის ხეა.
არომატი იხსნება ზაფრანის ოქროსფერი ნათებითა და პეონის ნაზი აკორდებით. გულში ტყავის, საკმევლისა და სანდალოზის ძლიერი, სულიერი ნოტები იშლება, რაც ხაზს უსვამს მფლობელის შინაგან სიმტკიცეს. ბოლოს კი იშვიათი უდი, მურა და ჟოლოს აქცენტი ქმნის დაუვიწყარ, მდიდრულ შლეიფს.
ზედა ნოტები –ზაფრანა, პეონი
გულის ნოტები – ტყავი, საკმეველი, ქარვა, სანდალოზი
საბაზისო ნოტები– ნაგარმოტა, უდი, მურა, ჟოლო, გაიაკის ხე
დიზაინი და სიმბოლიზმი:
- თავსახური: ბოთლს გვირგვინივით ამშვენებს ლომის თავი- დიდებულებისა და ძალაუფლების სიმბოლო. განახლებული დიზაინი უფრო მბრძანებლურია, ვიდრე ოდესმე.
- ბოთლი: შუშაზე ამოტვიფრული ჰორიზონტალური ზოლები უდაბნოს დიუნებსა და ქარის მიერ დატოვებულ კვალს მოგაგონებთ. ეს არის ესთეტიკა, რომელიც დროსა და სივრცეს სცდება.
ვისთვის არის ეს არომატი? მათთვის, ვისაც უყვარს იშვიათი სურნელები და სურს დატოვოს წარუშლელი კვალი. Nomade არის “მოგზაური”, რომელიც არცერთ კონკრეტულ ადგილს არ ეკუთვნის, თუმცა ყველა ჰორიზონტის მბრძანებელია.
l’Oriental men - 100მლ (EDT)