მსოფლიოში უნიკალური, Touch Beauty-ის Special Editon IPL ეპილაციის აპარატი
განსაკუთრებული, რადგან აქვს 5 წლიანი გარანტია ნაწილებზე და სერვისზე, რაც მსოფლიოში არც ერთ სხვა IPL აპარატს არ აქვს!
2024 წლის უახლესი ავტომატური მოდელი, უნიკალური ფერის ზედაპირი “Rose Gold”, გაუმჯობესებული ფერის ამომცნობი სენსორი, კარტრიჯი და ფლეშ ნათურა, რაც ნიშნავს, რომ ყველაზე სწრაფად ჩაიტარებ პროცედურას, სრულიად უსაფრთხოდ და უმტკივნეულოდ გაიქრობ არასასურველ თმას, მაშინაც კი, თუ არ ხარ პროფესიონალი დერმატოლოგი ან ესთეტიკის ექსპერტი.
როგორ გამოვიყენოთ აპარატი?
გაიპარსეთ სასურველი ზონა. კანი უნდა იყოს სუფთა და მშრალი (არ დაიტანოთ კანზე არაფერი! დეოდორანტი, ლოსიონი, სუნამო, მზისგანდამცავი, ზეთი). აპარატი შეაერთეთ დენის წყაროში, მას შემდეგ რაც ღილაკზე რამდენიმე წამი ხელის დაჭერით აპარატი გააქტიურდება, აირჩიეთ სასურველი დონე. მოირგეთ დამცავი სათვალე, რომელიც მოთავსებულია ყუთში. აპარატის ეკრანის მხარე დაადეთ სასურველ ზონაზე გერმეტულად და დაელოდეთ „READY” მწვანე შუქის ანთებას. ანთების შემდეგ ქვედა ღილაკზე დაწოლით გაეშვება ე.წ. პულსაციური შუქი „ელვა“. ამ შემთხვევაში სინათლის დიდი ენერგია აღწევს თმის ფოლიკულის სიღრმეში და ასუსტებს მას ყოველი გამოყენებისას.