Pura – იტალიური, პროფესიონალური ხაზია, დამზადებული ნატურალურ, მცენარეულ ინგრედიენტებზე
Pura ENERGY LIFE -კაფსულები გაძლიერებულია ჟენშენის ექსტრაქტით, ასტიმულირებს მიკროცირკულაციას სკალპში და მხარს უჭერს თმის ბუნებრივ სასიცოცხლო ციკლს.მისი მატონიზირებელი ეფექტი აძლიერებს თმის სტრუქტურას,თმას ხდის ჯანსაღს, ძლიერსა და ელასტიურს.აჩერებს ცვენას.
განკუთვნილია: სუსტი, თხელი თმისთვის, რომელიც მიდრეკილია ცვენისკენ
გამოყენება: Energy Life შამპუნის გამოყენების შემდეგ, წაისვით ერთი ფლაკონის შიგთავსი სუფთა, პირსახოცით გამშრალებულ სკალპზე. ნაზად შეიზილეთ წრიული მოძრაობებით სრულ შეწოვამდე.
არ ჩამოიბანოთ. გააგრძელეთ გაშრობა. გამოიყენეთ კვირაში 1-2 ჯერ 6 კვირის განმავლობაში. გაიმეორეთ მკურნალობის ციკლი როდესაც სეზონები იცვლება.
ინტენსიური მკურნალობისთვის წაისვით რამდენიმე წვეთი მშრალ სკალპზე ყოველდღე 3 კვირის განმავლობაში, შემდეგ გააგრძელეთ გამოყენება კვირაში 1-2 ჯერ 3 კვირის განმავლობაში.
შედეგი: მისი აქტიური ინგრედიენტების კომბინირებული ეფექტი აძლიერებს თმის ბოლქვს, ატონიზირებს და აძლიერებს ყველაზე სუსტ თმასაც კი, ახდენს თმის ცვენის პრევენციას.
აქტიური ინგრედიენტები:
ექსკლუზიური კომპლექსი, რომელიც დაფუძნებულია ორგანულ შვრიაზე, ბრინჯის ექსტრაქტზე და ჯანჯაფილზე, რომლის ჰიპერფერმენტაციის პროცესი სასარგებლოა. აღწევს განსაკუთრებულად ბზინავ, რბილ და მყისიერ შედეგს, ასევე დამატებით იცავს თმას.
ჟენშენი ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომელიც ამცირებს თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას. მისი ენერგიული თვისებები ხელს უწყობს სუსტი, თხელი თმის ჯანმრთელობას