Pura – იტალიური, პროფესიონალური ხაზია, დამზადებული ნატურალურ, მცენარეულ ინგრედიენტებზე
იდეალური ნიღაბი ხვეული და ტალღოვანი თმისთვის, შექმნილია კულულების ფორმირებისთვის. ნაზად კვებავს და ატენიანებს თმას, ხდის მას აბრეშუმივით ნაზს, მსუბუქსა და ბზინვარეს. შიის კარაქისა და აქტიური ინგრედიენტების კომპლექსის წყალობით ნიღაბი არბილებს თმას, ამცირებს აფუებას და ტოვებს ხვეულებს იდეალურად დალაგებულს, ბზინვარესა და მსუბუქს ყოველგვარი დამძიმების გარეშე.
განკუთვნილია:
ბუნებრივად ხვეული,ტალღოვანი და ხელოვნურად შექმნილი ხვეულებისთვის
შედეგი:
ხვეული თმა ხდება მარტივად ფორმირებადი, ბზინვარე და რბილი.
გამოყენება:
დაიტანეთ სველ თმაზე, დაელოდეთ რამოდენიმე წუთი, დაიმასაჟეთ და ჩამოიბანეთ.
უკეთესი შედეგისთვის გამოიყენეთ CURL LIFE თმის შამპუნთან ერთად.
აქტიური ინგრედიენტები:
- ექსკლუზიური კომპლექსი, რომელიც დაფუძნებულია ორგანულ შვრიაზე, ბრინჯის ექსტრაქტზე და ჯანჯაფილზე, რომლის ჰიპერფერმენტაციის პროცესი სასარგებლოა. Აღწევს განსაკუთრებულად მბზინავ, რბილ და მყისიერ შედეგს, ასევე დამატებით იცავს თმას.
- შიის კარაქი – ინტენსიურად კვებავს და ატენიანებს თმას, ხდის მას მსუბუქს, ბზინვარესა და აბრეშუმივით ნაზს.
BLOND LIFE - სიყვითლის საწინააღმდეგო შამპუნი (1000მლ)
BLOND LIFE - სიყვითლის საწინააღმდეგო ნიღაბი (200მლ)