Pura – იტალიური, პროფესიონალური ბრენდია, დამზადებული ნატურალურ, მცენარეულ ინგრედიენტებზე.
ქერა და გაღიავებული თმა მუდმივ მოვლას საჭიროებს, შეღებვა/გაღიავება შლის პიგმენტებს და ასუსტებს თმის სტრუქტურას, გაღიავებული თმა არის გამომშრალი, მტვრევადი და ფოროვანი. მას აკლია ელასტიურობა და უფრო მიდრეკილია დაზიანებისა და მტვრევადობისკენ. თუ მუდმივად არ იზრუნებთ თქვენს თმაზე, ის გადაიზრდება ყვითელი, ნარინჯისფერი ტონებისკენ. Pura-ის ქერა თმის შამპუნი და ნიღაბი სპეციალურად შექმნილია ქერა, გაღიავებული ან ნაცრისფერი თმის ტონალობის დასაბალანსებლად.
შამპუნი ნაზად ასუფთავებს და ნეიტრალებს სიყვითლის ტონებს, ხოლო ნიღაბი ღრმად კვებავს, არბილებს და ანიჭებს თმას აბრეშუმისებრ სირბილესა და ბზინვარებას.
ორივე პროდუქტი გაჯერებულია ფიტოკერატინით, სუქცინის მჟავით, ორგანული სეზამის ზეთითა და მოცვის ექსტრაქტით — ინგრედიენტებით, რომლებიც აძლიერებენ თმის ბოჭკოს, იცავენ მას დაზიანებისგან და აღადგენენ ბუნებრივ ელასტიურობას.
განკუთვნილია:
შეღებილი, ბუნებრივი, მელირებული, გაღიავებული, ქერა, თეთრი ან ვერცხლისფერი თმისთვის.
თუმცა, მისი გამოყენება წითურ თმაზეც შეიძლება, რადგან აქრობს ნარინჯისფერ და სპილენძის ტონებს, იდეალურია მამაკაცის წვერისთვისაც.
შედეგი:
თმა უფრო რბილი, ბზინვარე და ადვილად დასავარცხნია. სპეციალური ფორმულა მდიდარია მეწამული პიგმენტებით და აქრობს არასასურველ ყვითელ ტონებს ფესვიდან. ძალიან არბილებს, კვებავს, ანათებს და აღადგენს ქერა თმას, ანახლებს და ანიჭებს ნაცრისფერ, ქერა და თეთრ თმას ბზინვარებას, ამავდროულად წინ წამოსწევს ცივ ტონებს.

შამპუნის გამოყენება:
გამოიყენეთ, როგორც სტანდარტული შამპუნი, აქვს ლურჯი კონსისტენცია, კარგად ჩამოიბანეთ. გამოყენება შეგიძლიათ კვირაში მაქსიმუმ 2-ჯერ.
ნიღაბის გამოყენება:
წაისვით სველ თმაზე შამპუნის შემდეგ. გაიჩერეთ 3-დან 15 წუთამდე, სიყვითლის ინტენსივობის მიხედვით.

აქტიური ინგრედიენტები:
- ფიტოკერატინი და სუქცინის მჟავა არბილებს, აღადგენს, აბზინვარებს, მატებს ელასტიურობას, ჯანსაღ იერს და ასევე ნატურალურ მოცულობას
- იასამნისფერი პიგმენტი აშორებს ყვითელ პიგმენტს, ტონი მიჰყავს ლამაზ, ნათელ, ბუნებრივ “ქერაში” სიყვითლის გარეშე
- ორგანული სეზამის ზეთი და მოცვის ექსტრაქტი მდიდარია მინერალებით, ანტიოქსიდანტური და დამცავი ვიტამინი C

100% ჯანსაღი ფორმულა 100% ვეგანური მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტები
0% პარაბენი 0% SLS, SLES 0% EDTA 0% ქოლორანტი 0% Petrolatum, მინერალური ზეთი
Pura-ს აღმდგენი შამპუნი 1000მლ.
PURE LIFE - აღმდგენი, მკვებავი, სურნელოვანი შამპუნი. (1000მლ)