Pura – იტალიური, პროფესიონალური ბრენდია, დამზადებული ნატურალურ, მცენარეულ ინგრედიენტებზე.
ქერა და გაღიავებული თმა მუდმივ მოვლას საჭიროებს, შეღებვა/გაღიავება შლის პიგმენტებს და ასუსტებს თმის სტრუქტურას, გაღიავებული თმა არის გამომშრალი, მტვრევადი და ფოროვანი. მას აკლია ელასტიურობა და უფრო მიდრეკილია დაზიანებისა და მტვრევადობისკენ. თუ მუდმივად არ იზრუნებთ თქვენს თმაზე, ის გადაიზრდება ყვითელი, ნარინჯისფერი ტონებისკენ. იმისათვის, რომ თქვენი ქერა თმა დარჩეს ბუნებრივად ნათელი, ბზინვარე და სიცოცხლით სავსე, აუცილებელია რეგულარული მოვლა მაღალი ხარისხის, პროფესიონალური ნიღბით, რომელიც აღადგენს, კვებავს და იცავს თმას.
განკუთვნილია:
შეღებილი, ბუნებრივი, მელირებული, გაღიავებული, ქერა, თეთრი ან ვერცხლისფერი თმისთვის.
თუმცა, მისი გამოყენება წითურ თმაზეც შეიძლება, რადგან აქრობს ნარინჯისფერ და სპილენძის ტონებს, იდეალურია მამაკაცის წვერისთვისაც.
შედეგი:
თმა უფრო რბილი, ბზინვარე და ადვილად დასავარცხნია. სპეციალური ფორმულა მდიდარია მეწამული პიგმენტებით და აქრობს არასასურველ ყვითელ ტონებს ფესვიდან.

გამოყენება:
წაისვით სველ თმაზე შამპუნის შემდეგ. გაიჩერეთ 3-დან 15 წუთამდე, სიყვითლის ინტენსივობის მიხედვით.

აქტიური ინგრედიენტები:
- ფიტოკერატინი და სუქცინის მჟავა არბილებს, აღადგენს, აბზინვარებს, მატებს ელასტიურობას, ჯანსაღ იერს და ასევე ნატურალურ მოცულობას
- იასამნისფერი პიგმენტი აშორებს ყვითელ პიგმენტს, ტონი მიჰყავს ლამაზ, ნათელ, ბუნებრივ “ქერაში” სიყვითლის გარეშე
- ორგანული სეზამის ზეთი და მოცვის ექსტრაქტი მდიდარია მინერალებით, ანტიოქსიდანტური და დამცავი ვიტამინი C

100% ჯანსაღი ფორმულა 100% ვეგანური მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტები
0% პარაბენი 0% SLS, SLES 0% EDTA 0% ქოლორანტი 0% Petrolatum, მინერალური ზეთი
GOLDEN OIL - ოქროს ზეთი 5/1-ში (75მლ)
თმის ბოტოქსი სწრაფი შედეგით -150მლ.