სრულყოფილი თავის მოვლა ექსკლუზიური პროდუქტებით

Previous
Previous Product Image

PURE BLEU – 100მლ. (EDT)

170  68 -60%
Next

BLOND LIFE – სიყვითლის საწინააღმდეგო ნიღაბი (1000მლ)

97  58 -40%
BLOND LIFE - სიყვითლის საწინააღმდეგო ნიღაბი (1000მლ)

TouchBeauty-ის ავტომატური IPL ეპილაციის აპარატი მოყინვის რეჟიმითა და საფირის ეკრანით

1200  950 -21%

მსოფლიოში უკონკურენტო და ყველაზე ძლიერი ეპილაციის აპარატი.

2022 წლის ავტომატური ეპილაციის აპარატი. რეალური საფირის გაგრილების სისტემა, რომელიც პროცედურას სრულიად კომფორტულს ხდის.

დაცული გადახდა & განვადება

Visa     Mastercard     American Express

მსოფლიოს მასშტაბით უნიკალური და უკონკურენტო ავტომატური აპარატი, საფირის ეკრანით, გაგრილების სისტემით, დიდი ეკრანიანითა და 1 მილიონიანი იმპულსით

გაგრილების სისტემა

მოწყობილობა აღჭურვილია ე.წ. რეალური საფირის გაგრილების სისტემით, რომელიც პროცედურას სრულიად კომფორტულს ხდის. ეპილაციისას არ იგრძნობა არანაირი წვა ან დისკომფორტი — შეგრძნების დონეზეც კი ვერ მიხვდებით, რომ პროცედურა მიმდინარეობს.

მაქსიმალური სიჩქარე

იმპულსებს შორის დრო შემცირებულია მინიმუმამდე — მხოლოდ 2-დან 5 წამამდე. ეს ნიშნავს, რომ შეგიძლიათ ჩაიტაროთ სრული ეპილაციის პროცედურა გაცილებით მოკლე დროში.

ფართო დაფარვის არეალი

დიდი ზომის საფირის ეკრანი უზრუნველყოფს ფართო დაფარვას, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს პროცედურის ხანგრძლივობას. უფრო დიდი ზონა – უფრო სწრაფი შედეგი.

ავტომატური სისტემა

აპარატი მუშაობს ავტომატურად — იმპულსის გაშვება ხდება ღილაკზე ზემოქმედების გარეშე. ეს უზრუნველყოფს თანაბარ და შეუფერხებელ მუშაობას, რაც ამცირებს პროცედურის დროულად დასრულებისას საჭირო ძალისხმევას.

უძლიერესი ენერგიის გადაცემა

მოწყობილობას აქვს ბაზარზე ყველაზე მაღალი ენერგიის გადაცემის უნარი. თითოეული იმპულსის „დარტყმა“ 2–3-ჯერ უფრო ძლიერია კონკურენტებთან შედარებით. ეს მიიღწევა საფირის ეკრანის პირდაპირი შეხებით კანთან, რაც გამორიცხავს ენერგიის დაკარგვას და მთლიანად მიმართავს მას თმის ფოლიკულებზე.

ელეგანტური და ერგონომიული დიზაინი

აპარატმა მიიღო აღიარება როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სილამაზის მოწყობილობა. გამოირჩევა მდიდრული დიზაინით, ერგონომიული ფორმით და მარტივი გამოყენებით — იდეალური შერწყმა სტილისა და ფუნქციურობის.აპარატის დიზაინი აღიარებულია ერთ-ერთ საუკეთესოდ მსოფლიოში — ელეგანტური, თანამედროვე და პრაქტიკული.

როგორ წავიკითხოთ ცხრილი?

  • ცხრილში მოცემულია, როგორ უნდა შეარჩიოთ სინათლის ენერგია თქვენი კანისა და თმის ფერის შესაბამისად. მოცემული ციფრები აღნიშნავს სინათლის ენერგიის ინტენსივობის დონეს 1-დან 5-მდე.

უკუჩვენებები და უსაფრთხოება:

  • სწორი გამოყენებისა და ტესტირების გავლის შემთხვევაში უკუჩვენების რისკი შეადგენს მხოლოდ 0.3%-ს. შესაძლებელია მცირე სიწითლე ან გაღიზიანება, რომელიც სწრაფად გაივლის. ასეთ შემთხვევაში შემდეგი პროცედურებისას შეამცირეთ სინათლის ინტენსივობა.

გამოყენების პერიოდი:

  • გამოყენების პერიოდი: თმის ზრდის ციკლის შესაბამისად, აპარატის გამოყენება სასურველია კვირაში ერთხელ პირველი 1 თვის განმავლობაში. შემდეგ შეამცირეთ გამოყენება 2 კვირაში ერთხელ მომდევნო 3-4 პროცედურა. შემდეგი პროცედურები განაგრძეთ 5-7 კვირაში ერთხელ. შედეგის შესაფერისად გაზარდეთ გამოყენების შუალედი 3-4 თვემდე,თუმცა აპარატის გამოყენების სიხშირე ინდივიდუალურია და თქვენ შეგიძლიათ თვითონ შეარჩიოთ 3-4 თვის გამოყენების შემდეგ

3 თვეში მიიღებთ :

გაითვალისწინეთ, რომ IPL სხივი ეფექტურია 95% შემთხვევაში, შედეგი კი ინდივიდუალურია, ის დამოკიდებულია ბიოლოგიურ ფაქტორზე და აპარატის სწორ გამოყენებაზე.
0 %-მდე შემცირებულ თმას

პრობლემები, რომლებსაც ეს მოწყობილობა აგვარებს, მსოფლიოს მოსახლეობის 95%-ს აწუხებს, სეზონურად მაინც. მსოფლიოს ბაზარზე არ არსებობს ამ პროდუქტის ანალოგი, რომელიც კომპლექსურად მოაგვარებს თმასთან და თავის სკალპთან დაკავშირებულ პრობლემებს.

თმის ცვენა, სკალპის ცხიმიანობა, ქერტლი, სუსტი/მტვრევადი თმის ღერი, აფუებული, ხისტი თმა – 1 გამოსავალი Vita-ს მულტიფუნქციური აპარატი.

თანამედროვე,ინოვაციური ტექნოლოგია.
სალონური პროცედურების შედეგი, პირდაპირ სახლში

კლინიკურად დადასტურებულია:

1. იდეალურად აბრეშუმისებრი, მარტივად დასამორჩილებელი თმა.

2. დაბალანსებული სკალპი და გაჯანსაღებული თმა.

3. მოცულობითი, სქელი და ჯანსაღი თმის ზრდა: მომხმარებლების 92% აღნიშნავს, რომ შესამჩნევად გაიზარდა მათი თმა სიგრძეში და გახდა მოცულობითი. წითელი შუქის თერაპია და EMS ტექნოლოგია ჰარმონიულად მუშაობენ რათა მოახდინონ თმის ფოლეკულების სტიმულირება და ხელი შეუწყონ ზრდას.

4. დამშვიდებული სკალპი: ბგერითი ვიბრაციული მასაჟი ხსნის დაძაბულობას სკალპიდან, ამცირებს ქავილის შეგრძნებას და სტრესს.

5. უსაფრთხო, ეფექტური და არაინვაზიური ყოვლისმომცველი, მარტივად გამოსაყენებელი ალტერნატივა PRP-ის მსგავსი პროცედურების, რომელიც იძლევა არაჩვეულებრივ შედეგს.

6. განკუთვნილია ყველა ტიპის თმისთვის.

კლინიკური კვლევების დადასტურებული მაჩვენებლები:

მომხმარებლების 98% აღნიშნავს, რომ თმა გახდა მარტივად დასამორჩილებელი, აბრეშუმისებრი ნაზი, გაცილებით შემცირებული აბურდულობითა და აფუებით.
მომხმარებლების 92% აღნიშნავს, რომ თმა შესამჩნევად სქელი და ძლიერი გახდა, რაც თმას მოცულობას ანიჭებს.
მომხმარებლების 92% აღნიშნავს, რომ თმა გახდა ძლიერი და მოცულობითი, რამაც დაუბრუნა მათ თავდაჯერებულობა.

აპარატს აქვს რამდენიმე რეჟიმი:

მასაჟის რეჟიმი– ნეგატიური იონები + ვიბრაციული მასაჟი = აბრეშუმივით სრიალა, გაჯანსაღებული თმის ღერი და გაუმჯობესებული სისხლის ცირკულაცია.
ცხიმიანობის კონტროლი – დაემშვიდობე ცხიმიან სკალპს. ლურჯი შუქის თერაპია + EMS ტექნოლოგია აქრობს თმის ბოჭკოებსა და სკალპზე არსებულ ბაქტერიებს
რევიტალიზაცია– ხელს უწყობს თმის ზრდას წითელი შუქის თერაპიითა და EMS სტიმულაციით
ყველა ერთში რეჟიმი – სრულყოფილი და ყოვლისმომცველი მკურნალობა მულტიფუნქციური VITA-ს მოწყობილობის სრული ძალებით.

გამოყენება: გამოყავით დღეში 5 წუთი აპარატის გამოსაყენებლად ნაზად და ნელა დაივარცხნეთ თმა და დაიმასაჟეთ თავის სკალპი. (უკეთესი შედეგისთვის უმჯობესია თუ აპარატს გამოიყენებთ დილა-საღამოს)
არ გამოიყენოთ იმ შემთხვევაში თუ ჯერ კიდევ სველია თმა, მოწყობილობა გამოიყენება მხოლოდ მშრალ სკლაპსა და თმაზე.

შედეგი:

1 კვირა: დარბილებული, მარტივად დასამორჩილებელი და ბზინვარე თმა.
მხოლოდ 1 კვირის გამოყენების შემდეგ ყოველდღე 5 წუთით, შეამჩნევთ, რომ თმა ხდება რბილი, ბზინვარე და სრიალა, ამ ფაზაში ხდება თითოეული ღერის დატენიანება და გამოკვება, რაც თმას მართვადს და აბრეშუმისებრს ხდის.

2 კვირა: შემცირებული ცხიმიანობა და გამოცოცხლებული/გაჯანსაღბული სკალპი
მეორე კვირიდან შეამჩნევთ, რომ გაუმჯობესდა სკალპის ცხიმიანობა, ცხიმის გამოყოფა შემცირებულია და თქვენი სკალპი არის გამოცოცხლებული და დაბალანსებული.

4 კვირა: შემცირებული ქერტლი
4 კვირის განვმალობაში ყოველდღიურად გამოყენების შემდეგ,მოწყობილობას მნიშვნელოვნად მოგვარებული აქვს ქერტლის პრობლემა.
თქვენ შეამჩნევთ საგრძნობლად შემცირებულ ქერტლის ფანტელებს და სუფთა სკალპს,რომელიც აძლიერებს თმის ხარისხს.

8 კვირა: გაძლიერებული თმის ძირი და გაუმჯობესებული ზრდის ციკლი
მე-8 კვირისთვის, მოწყობილობა მუშაობს ძირების გამაგრებაზე,სკალპის სიჯანსაღეზე,
და ბუნებრივი თმის ზრდის ციკლის აღდგენაზე. შეამჩნევთ ახლად წამოსულ თმას, გაძლიერებულ ძირებს და ჯანსაღ სკალპს.
მე-8 კვირისთვის თმას აქვს საფუძველი, რომ იყოს გრძელვადიანად სიცოცხლისუნარიანი

აპარატი არ გამოიყება:
-თუ გაქვთ კანის გაღიზიანება, ღია ჭრილობა ან სიმსივნური წარმონაქმნი
-თუ ჩასმული გაქვთ ელექტრო იმპლანტი, გაქვთ ორსულობის ან ორსულობის შემდგომი ალერგიები, ასევე თუ გაქვთ იმპლანტი მაგალითად ლითონის, პლასტმასის ან სილიკონის, სახის არეში მოტეხილობის, პლასტიკური ქირურგიის და ა.შ.
-თუ გაქვთ ალერგია ან სკალპი გაღიზიანებულია, მაგალითად დერმატიტი
-აპარატი არ გამოიყენება ორსულებში და მშობიარობის შემდგომ პერიოდში.
-არ შეიძლება უნარდაქვეითებული მოზრდილებისთვის და ბავშვებისთვის

ხშირად დასმული კითხვები:

რამდენად ხშირად უნდა გამოვიყენო?

საუკეთესო შედეგისთვის გამოიყენეთ ყოველდღიურად, ერთხელ ან ორჯერ

სველ თმაზე შესაძლებელია გამოყენება?

მოწყობილობა შექმნილია მხოლოდ მშრალ თმასა და სკლაპზე გამოსაყენებლად.

ყველა ტიპის თმისთვის არის?

მოწყობილობის გამოყენება შესაძლებელია ყველა ტიპის თმაზე,გარდა დრედებისა და ძალიან მჭიდრო ხვეულებისთვის.

რამდენი ხანი სჭირდება შედეგს?

შედეგი ყველასთვის არის ინდივიდუალური,თუმცა მომხმარებლების უმეტესობა შესამჩნევ შედეგს ხედავს რამდენიმე კვირაში, ყოველდღიური გამოყენების შემდეგ, თმის შესამჩნევი ზრდა იწყება დაახლოებით 28 დღის შემდგომ.

შედეგი,რომელიც საკუთარ თავზე უნდა გამოსცადო,იგრძნო და დაინახო

გამოააშკარავე შენი თმის პოტენციალი.

გარანტია 1 წელი

როგორ გამოვიყენოთ აპარატი?

ნაბიჯი 1: კანის მომზადება

გაიპარსეთ სასურველი ზონა - კანი უნდა იყოს სუფთა და მშრალი, არ დაიტანოთ კანზე არაფერი! (დეოდორანტი, ლოსიონი, სუნამო, მზისგანდამცავი, ზეთი).

ნაბიჯი 2: აირჩიეთ შესაფერისი დონე

შეარჩიეთ ცხრილის მიხედვით თქვენი კანისა და თმის ფერის შესაფერისი დონე, რომლითაც ჩაიტარებთ პროცედურას. მოირგეთ დამცავი სათვალე, რომელიც მოთავსებულია ყუთში

ნაბიჯი 3:

აპარატი შეაერთეთ დენის წყაროში, მას შემდეგ რაც ღილაკზე რამდენიმე წამი ხელის დაჭერით აპარატი გააქტიურდება, აირჩიეთ სასურველი დონე. აპარატის ეკრანის დაადეთ სასურველ ზონას გერმეტულად და დაელოდეთ „READY” მწვანე შუქის ანთებას.

ნაბიჯი 4:

ანთების შემდეგ ქვედა ღილაკზე დაჭერით გაეშვება ე.წ. პულსაციური შუქი „ელვა“. ამ შემთხვევაში სინათლის დიდი ენერგია აღწევს თმის ფოლიკულის სიღრმეში და ასუსტებს მას ყოველი გამოყენებისას. უნდა იცოდეთ, რომ შეგიძლიათ აპარატის ავტომატურ რეჟიმში გადაყვანა. ეს ნიშნავს, რომ „ელვა“ გაეშვება ღილაკზე თითის დაჭერის გარეშე (2-4 წამის განმავლობაში აღიქვავს კანს და იმპულსს ავტომატურად გაუშვებს).

აპარატი არ გამოიყენება:

  • თუ გაქვთ კანის დაავადება და ხართ მკურნალობის პროცესში.
  • თუ გაქვთ ეგზემა, დამწვრობა, რაიმე სახის ინფექცია.
  • თუ ხართ ორსულად, ან ლაქტაციის პროცესში.
  • თუ გაკეთებული გაქვთ ქირურგიული/პლასტიკური ოპერაცია იმ ზონაზე სადაც გსურთ აპარატის გამოყენება.
  • თუ ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე ჩატარებული გაქვთ ქიმიოთერაპია/რადიოთერაპია.
  • თუ 2-3 დღის მანძილზე გამოყენებული გაქვთ Alpha-hydroxy მჟავა, (AHAs), (BHAs), Topical isotretinoin და Azelaic მჟავა.
  • თუ მოიხმართ მედიკამენტებს, რომელიც იწვევს ალერგიულობას მზის სინათლეზე.
  • ასევე არ გამოიყენოთ:  სილიკონის იმპლანტებზე, ტანის პირსინგზე, ტატუზე, პერმანენტულ მაკიაჟზე მოარიდეთ ხალებს, ჭორფლებს, მუქ პიგმენტურ ზონებს, შრამებს და სხვა კანის წამონაზარდს ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
  • ასევე არ გამოიყენება მზის დამწვრობაზე და ავტორუჯზე.
  • 15-18 წლამდე მოზარდებს მოწყობილობის გამოყენება შეუძლიათ მხოლოდ მშობლის ნებართვით ან დახმარებით.
  • აპარატის გამოყენება არ არის სასურველი 15  წლამდე მოზარდებისთვის.
  • თუ მოწყობილობა დაზიანდა ან აღმოაჩნდა ქარხნული წუნი, არ გამოიყენოთ, დაუყოვნებლივ მიიტანეთ მაღაზიაში.
  • აპარატი არ გამოიყენება: ჭაღარა, თეთრი, ძალიან ქერა თმის ღერზე.

გარანტია 1 წელი

ასევე შეიძლება დაგაინტერესოს

Touch Beauty-ის IPL აპარატი - Rose Gold SPECIAL EDITION

Touch Beauty-ის IPL აპარატი – Rose Gold SPECIAL EDITION

780  590 -24%

image/svg+xml კალათაში - 590 ₾

კალათა

3
გილოცავთ! თქვენ სარგებლობთ უფასო მიწოდებით!
100%

დაბრუნება/გადაცვლის პირობები

ვებ-გვერდიდან ნივთის შეძენის შემთხვევაში მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა გადაცვალოს ან/და დააბრუნოს ნივთი 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში; (პირველ დღედ ითვლება პროდუქტის/ნივთის ჩაბარების დღის შემდგომი დღე).

ამისათვის აუცილებელია, რომ  ნივთი იყოს გაუხსნელი, ქარხნულად დალუქული, გამოუყენებელი ან/და გაუაქტიურებელი (ტექნიკის შემთხვევაში), პროდუქციას შენარჩუნებული უნდა ჰქონდეს მისი პირვანდელი, სარეალიზაციო  იერსახე და არ უნდა იყოს გამოყენებული;

ნივთის უკან დაბრუნება დაუშვებელია თუ მომხმარებელს მიეწოდა ჰერმეტულად დაცული ნივთი და მიწოდების შემდგომ ჰერმეტულობა დაირღვა, ასევე თუ ნივთის დაბრუნება შეუძლებელია ჰიგიენური ნორმების დაცვიდან გამომდინარე;

ნივთის დასაბრუნებლად, აუცილებელია ის მოგვაწოდოთ ჩვენს შოურუმში. მისამართი: ექსპო ჯორჯია, აკ. წერეთლის 118, მე-9 პავილიონი.

სამუშაო საათები: 11:00-18:30 (ორშაბათი-პარასკევი)

შაბათი-კვირა 11:00-17:00

მას შემდეგ, რაც დაბრუნებულ პროდუქტს მივიღებთ ადგილზე და ის დააკმაყოფილებს ზემოთხსენებულ მოთხოვნებს, დაგიბრუნდებათ თანხა 5 სამუშაო დღის ვადაში.

ჰიგიენური ნორმებიდან გამომდინარე, არ ხდება თავის მოვლის საშუალებების უკან დაბრუნება. (მაგ: შამპუნი, ნიღაბი, ტანის კრემი და ა.შ)

მიწოდების პირობები

ჩვენს ვებ გვერდზე შეძენილი ნივთის მიწოდება ხდება მთელი საქართველოს მასშტაბით, ასევე მიწოდებას ვახორციელებთ ევროპის ქვეყნებშიც.

თბილისში ნივთის მიწოდების პირობები

მიღებული შეკვეთები დარიგდება შეკვეთიდან 2 სამუშაო დღეში . 

150₾-მდე მიწოდების ღირებულება შეადგენს 6₾
150₾+ მიწოდება უფასოა
დასვენების დღე: კვირა

თბილისში შეგიძლიათ ისარგებლოთ სწრაფი, Wolt-ის  მიწოდებით, ნივთს მიიღებთ მაქსიმუმ 2 საათში.

რაიონებში მიტანის პირობები
რეგიონებში მიწოდება ხდება შეკვეთიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.

150₾-მდე მიწოდების ღირებილება შეადგენს 8₾
150₾+ მიწოდება უფასოა

თუ იმყოფებით მაღალმთიან რეგიონში, ან რთულად მისასვლელ ლოკაციაზე, მიწოდების ვადა და დეტალები დააზუსტეთ კონსულტანტთან.

განვადების პირობები

More Beauty-ის ნებისმიერი პროდუქტის შეძენა შეგიძლიათ ონლაინ განვადებით. მთავარი პირობაა, პროდუქტების (1 ან რამდენიმე პროდუქტის) ჯამური ღირებულება აღემატებოდეს 150 ლარს.

გვაქვს ყველაზე მარტივი, სწრაფი ონლაინ განვადება, თიბისი ბანკის, საქართველოს ბანკის, კრედო ბანკისა და კრისტალის განვადება, რომელიც სახლიდან გაუსვლელად რამდენიმე წუთში კეთდება.

იმ შემთხვევაში, თუ საბანკო განვადება არ დამტკიცდება, გვაქვს შიდა განვადებაც.

პირობები განსხვავდება განვადების პერიოდის მიხედვით.

განვადებით სარგებლობისთვის ან პირობების გასაცნობად, დაგვიკავშირდით ნომერზე:
571 11 34 22 – ნათია

თიბისის და საქართველოს ბანკის განვადება, შეგიძლიათ შეავსოთ თავადაც, ამისათვის სასურველი პროდუქტები მოათავსეთ კალათაში ჩვენს საიტზე და შემდეგ მიჰყვეთ შეძენის ინსტრუქციას.