სიბნელეში მოელვარე ცეცხლი. სუნამო არის ინტენსიური და თანამედროვე, ის აერთიანებს ვნებას და დახვეწილობას, მისი არომატი იხსნება მაცდური, ხილისა და სანელებლების კომბინაციით, ბერგამოტი და ლიმონი გზას უხსნის მომაჯადოებელ ყვავილოვან გულის ნოტებს, საბოლოოდ კი სუნამო ავლენს ქარვის ნოტებს, რომელსაც იდეალურად ერწყმის ხავერდოვანი ტყავის და პაჩულის არომატები, რაც ძალიან ძლიერ და დაუვიწყარ კვალს ტოვებს.
შეიქმნა მათთვის, ვინც ეძებს უნიკალურ და მრავალფეროვან სურნელს. ის არაჩვეულებრივად გამოხატავს თავგადასავლების შეგრძნებებს, დახვეწილობას და მოულოდნელობების სიყვარულს. იდეალურია მათთვის ვინც აფასებს მაცდურ კომპოზიციებს, იდეალურ კომპანიონობას გაგიწევთ როგორც დღე, ისე ღამე, საკუთარი ელეგანტური და მაცდური არომატით.
სუნამო შთაგონებულია ცეცხლის პირველყოფილი და მომნუსხველი ძალით—ტრანსფორმაციის, ვნების და სიმტკიცის სიმბოლოთი. ის ასახავს იმ მომენტს, როცა პირველი ნაპერწკლები ინთება, აერთიანებს ენერგიას და ინტენსივობას, გარდაქმნის მას უნიკალურ, სურნელოვან ხელოვნებად.
ეს არომატი გადმოსცემს ქარვის მოელვარე სილამაზეს—მოგზაურობა, რომელიც შუა აღმოსავლეთის მაგიურ ღამეებს ეძღვნება და იტალიური ბერგამოტის მბზინავ ელფერს უერთდება
ზედა ნოტები– ვაშლი, იტალიური ბერგამოტი, წიწაკის მარცვლები
გულის ნოტები-ტყავი, გერანიუმი, ხავსი
ქვედა ნოტები-ქარვა, ვეტივერი, პაჩული