იდეალური არჩევანი ელეგანტური და თანამედროვე ვარცხნილობებისთვის ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. იგი თანაბრად ანაწილებს სითბოს 180°C ტემპერატურაზე, რაც უზრუნველყოფს სისწრაფეს, ეფექტურობას და თმის დაზიანების მინიმუმამდე დაყვანას.
იონური ტექნოლოგიის წყალობით, თმის აფუება წარსულს ჩაბარდა- თმა ხდება მარტივად დასამორჩილებელი, რბილი და განსაკუთრებულად ბზინვარე. მოწყობილობა მარტივად სრიალებს თმაზე, შეგიძლია შექმნა მოცულობა ძირებიდანვე, ნაზად დაიხვიო თმა და დაივარცხნო, მხოლოდ ერთი მოწყობილობით.
შედეგი არის სალონური ხარისხის, მოცულობა და სრულყოფილი, დახვეწილი იერი სულ რამდენიმე წუთში.
კერამიკული საფარი
კერამიკული საფარი უზრუნველყოფს სითბოს თანაბარ გადანაწილებას, რაც თავიდან აცილებს ზედმეტ გადახურებას, რომელმაც შესაძლოა დააზიანოს თმის ბოჭკო.
ეს იცავს თმას და ამცირებს აფუებას.
იონური ფუნქცია
იონური ტექნოლოგია გამოყოფს უარყოფით იონებს, რათა გაანეიტრალოს სტატიკური ელექტროენერგია თმაში.
შედეგად, თმა ხდება ნაკლებად აბურდული, უფრო რბილი და შესამჩნევად ბზინვარე.
ტექნიკური მახასიათებლები
- სიმძლავრე: 52W
- დიამეტრი: 38 მმ
- ტემპერატურა: 180°C (ფიქსირებული რეჟიმი)
- ტექნოლოგია: იონური ფუნქცია
- დაფარვა: კერამიკული ზედაპირი
- გარანტია: 1 წელი
გამოყენება
თმა შეიმშრალე სრულყოფილად. თმის მაქსიმალური დაცვისთვის, სთაილინგის დაწყებამდე აუცილებლად გამოიყენე Demeliss Liss & Protect-ის თერმოდამცავი საშუალება.
გამოყენებამდე კარგად დაივარცხნე თმა სავარცხლით.
თანაბარი და იდეალური შედეგისთვის, თმა რამდენიმე ნაწილად გაიყავი. სთაილინგი დაიწყე ქვედა ფენებიდან და ეტაპობრივად აყევი ზედა მიმართულებით
Soir au Sahara (100ml-EDP)