Demeliss LISS & PROTECT არის პრემიუმ კლასის დამცავი სპრეი, რომელიც სპეციალურად შექმნილია ნებისმიერი თერმული სთაილინგის წინ გამოსაყენებლად. აბრეშუმის პროტეინებით მდიდარი ფორმულა ქმნის საიმედო ბარიერს მაღალი ტემპერატურის წინააღმდეგ, სრულყოფილად იმორჩილებს თმის ღერებს და საოცარ, აბრეშუმისებრ ტექსტურას ანიჭებს.
მისი მსუბუქი ფორმულა მომენტალურად აქრობს აფუებას, კვებავს თმას ყოველგვარი დამძიმების გარეშე და მაქსიმალურად ამარტივებს ელექტრო აპარატების თმაზე გამოყენებას. იდეალურია ნებისმიერი ტიპის თმისთვის – გრძელვადიანი, მკაფიო და სალონური შედეგის მისაღებად.
ძირითადი მახასიათებლები:
- მდიდარი ფორმულა: გამდიდრებულია აბრეშუმის პროტეინებით თმის ღრმა კვებისა და აღდგენისთვის.
- Wow-ეფექტი: უზრუნველყოფს ბზინვარე შედეგს და აქრობს აფუებას
- ტენიანობისგან დაცვა: იცავს თმას გარე ტენიანობისგან, რაც ხელს უშლის მის ხელახლა აფუებას ან ფორმის დაკარგვას.
- ხანგრძლივი ფიქსაცია: მაქსიმალურად ამარტივებს სთაილინგის პროცესს და უზრუნველყოფს ვარცხნილობის მდგრადობას.
- პრემიუმ ხარისხი: დამზადებულია საფრანგეთში.
- მოცულობა: 200 მლ
გამოყენების წესი:
თანაბრად შეისხურე სპრეი ნესტიან ან მშრალ თმაზე სთაილინგის დაწყებამდე.
ეს პროდუქტი არის შენი თმის აუცილებელი დამცავი ფარი ნებისმიერი თერმული მოწყობილობის (ფენი, უთო, მულტისტაილერი) გამოყენების წინ, რათა მაქსიმალურად დაიცვა თმის ღერები მაღალი ტემპერატურისგან..
PURE LIFE - აღმდგენი, მკვებავი, სურნელოვანი შამპუნი. (1000მლ)
BLOND LIFE - სიყვითლის საწინააღმდეგო ნიღაბი (1000მლ)
BLOND LIFE - სიყვითლის საწინააღმდეგო ნიღაბი (200მლ)