2/1-ში თმის საშრობი და უთო- LISS & DRY შექმნილია მათთვის, ვისაც სურს მაქსიმალური ეფექტი, სისწრაფე და კომფორტი
მისი ინოვაციური სისტემა იდეალურად აერთიანებს ჰაერის ძლიერ ნაკადსა და დასასწორებელ ფირფიტებს. ეს საშუალებას გაძლევს პარალელურ რეჟიმში – ერთდროულად გაიშრო და გაისწორო თმა იდეალურად.
როგორც ნამდვილი პრემიუმ კლასის მოწყობილობა, იგი უზრუნველყოფს მჭიდრო მოჭიდებას, მარტივ გამოყენებას და აბსოლუტურად თანაბარ შედეგს მთელ სიგრძეზე, ამავდროულად – მინიმუმამდე დაჰყავს თმის მაღალ ტემპერატურაზე დაზიანება.
მოწყობილობას მოყვება Demeliss-ის ჩანთა, რაც მის შენახვასა და ტრანსპორტირებას მაქსიმალურად უსაფრთხოსა და მოხერხებულს ხდის.
გაიშრე და გაისწორე მხოლოდ ერთი მოწყობილობით
ჰაერის მძლავრი ნაკადისა და მაღალი სიზუსტის დასასწორებელი ფირფიტების იდეალური სინთეზი – თმის ერთდროული შრობისა და გასწორებისთვის.
აბრეშუმისებრი, იდეალურად ნაზი შედეგი ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე – რეკორდულად მოკლე დროში.
გაიშრე თმა რეკორდულად სწრაფად 108 კმ/სთ სიჩქარის მქონე ჰაერის მძლავრი ნაკადის წყალობით.
იდეალურად ჩამოსწორებული, აბრეშუმივით ნაზი, ბზინვარე შედეგი
გაისწორე და გაიშრე თმა ერთდროულად, იდეალური კომბინაციით – მხოლოდ ერთი მარტივი მოძრაობით.
ტექნოლოგიური შედევრი
2/1-ში მოწყობილობა, რომელიც აბსოლუტური სიზუსტით, რეალურად ასრულებს თითოეულ თავის ფუნქციას!
შრობის ეფექტურობას განაპირობებს ნამდვილი, ახალი თაობის ძრავი, რომელიც წარმოქმნის 108 კმ/სთ სიჩქარის ჰაერის ნაკადს. რაც შეეხება გასწორებას – იგი სრულდება ოპტიმალურ ტემპერატურაზე, თმის ღერების მაქსიმალური დაცვისთვის
2/1-ში თმის საშრობი და უთო, პროფესიონალური შედეგისთვის სახლის პირობებში.
რევოლუციური მოწყობილობა
დაზოგე ძვირფასი დრო ყოველდღიურად 2/1-ში მოწყობილობით, რომელიც აშრობს და ასწორებს თმას.
მიიღე უზადო, იდეალური და სრულყოფილი შედეგი, თითქოს სალონიდან ახლახანს გამოხვედი
ტექნიკური მახასიათებლები
- BLDC ძრავი
- თხელი და ერგონომიული დიზაინი.
- ხმაურის დაბალი დონე.
- მაღალი სიმძლავრის ჰაერის ნაკადი.
- ენერგოეფექტური – საჭიროებს სულ რაღაც 700W-ს.
- ფირფიტები: პრემიუმ ხარისხის ტიტანის ფირფიტები იდეალური აბრეშუმისებრი შედეგისთვის.
- მუშაობის 3 რეჟიმი:
- Drying: მხოლოდ გაშრობა.
- Straightening: მხოლოდ გასწორება.
- Mix: ერთდროული გაშრობა და გასწორება.
- გარანტია: 1 წელი
გამოყენება
გასწორება მშრალ თმაზე:
აირჩიეთ რეჟიმი STYLE და მოარგეთ ტემპერატურა თქვენი თმის ტიპს:
- 180°C: თხელი, დასუსტებული ან დაზიანებული თმისთვის.
- 200°C: ნორმალურიდან სქელი ტიპის თმისთვის.
- 220°C: ხვეული, უხეში ან ძალიან სქელი თმისთვის.
როგორ გამოვიყენოთ: ნელა ჩამოატარეთ ტიტანის ფირფიტები წინასწარ გამშრალებულ და ჩამოვარცხნილ თმაზე. იდეალური შედეგისთვის, აიღეთ თხელი სექციები და თავისუფალი ხელით ოდნავ დაჭიმეთ თმის ღერი.
თმის გაშრობა
აირჩიეთ რეჟიმი DRY და აირჩიეთ სასურველი ტემპერატურა: 25°C (ცივი ჰაერი), 80°C, 110°C ან 140°C.
- მნიშვნელოვანი რეკომენდაცია: თუ გაქვთ გამომშრალი, მტვრევადი, მგრძნობიარე, დაზიანებული ან მელირებული თმა, გირჩევთ ტემპერატურამ არ გადააჭარბოს 80°C-ს.
- ფინალური შტრიხი: შრობის დასასრულს, 25°C-იანი ცივი ჰაერის ნაკადის გამოყენება მომენტალურად აფიქსირებს ვარცხნილობას და უნარჩუნებს მას პირვანდელ სახეს.
თმის გაშრობა და გასწორება ერთდროულად
აირჩიეთ რეჟიმი MIX და მოარგეთ ტემპერატურა თქვენი თმის სტრუქტურას: 80°C, 110°C ან 140°C. შემდეგ, თქვენი საჭიროებიდან გამომდინარე, დაარეგულირეთ ჰაერის ნაკადის სიმძლავრე.
როგორ გამოვიყენოთ: ნელა და თანაბარი მოძრაობით ჩამოატარეთ ფირფიტები წინასწარ ჩამოვარცხნილ თმაზე.
პროფესიონალური რჩევა იდეალური შედეგისთვის: ვარცხნილობის ხანგრძლივი ფიქსაციისთვის, პროცესის დასასრულს ყოველთვის გამოიყენეთ ცივი ჰაერის ფუნქცია.