სრულყოფილი თავის მოვლა ექსკლუზიური პროდუქტებით

Previous
Previous Product Image

თმის დასასწორებელი უთო- Barbie™ Collection

170 
Next

თმის ბოტოქსი სწრაფი შედეგით -150მლ.

90  55 -39%
თმის ბოტოქსი სწრაფი შედეგით -150მლ.

Demeliss LISS & DRY 2/1-ში

980  686 -30%

დაცული გადახდა & განვადება

Visa     Mastercard     American Express

2/1-ში თმის საშრობი და უთო- LISS & DRY შექმნილია მათთვის, ვისაც სურს მაქსიმალური  ეფექტი, სისწრაფე და კომფორტი

მისი ინოვაციური სისტემა იდეალურად აერთიანებს ჰაერის ძლიერ ნაკადსა და დასასწორებელ ფირფიტებს. ეს საშუალებას გაძლევს პარალელურ რეჟიმში – ერთდროულად გაიშრო და გაისწორო თმა იდეალურად.

როგორც ნამდვილი პრემიუმ კლასის მოწყობილობა, იგი უზრუნველყოფს მჭიდრო მოჭიდებას, მარტივ გამოყენებას და აბსოლუტურად თანაბარ შედეგს მთელ სიგრძეზე, ამავდროულად – მინიმუმამდე დაჰყავს თმის მაღალ ტემპერატურაზე დაზიანება.

მოწყობილობას მოყვება Demeliss-ის ჩანთა, რაც მის შენახვასა და ტრანსპორტირებას მაქსიმალურად უსაფრთხოსა და მოხერხებულს ხდის.

გაიშრე და გაისწორე მხოლოდ ერთი მოწყობილობით

ჰაერის მძლავრი ნაკადისა და მაღალი სიზუსტის დასასწორებელი ფირფიტების იდეალური სინთეზი – თმის ერთდროული შრობისა და გასწორებისთვის.

აბრეშუმისებრი, იდეალურად ნაზი შედეგი ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე – რეკორდულად მოკლე დროში.

შრობის რეჟიმი

გაიშრე თმა რეკორდულად სწრაფად 108 კმ/სთ სიჩქარის მქონე ჰაერის მძლავრი ნაკადის წყალობით.

სთაილინგის რეჟიმი

იდეალურად ჩამოსწორებული, აბრეშუმივით ნაზი, ბზინვარე შედეგი

კომბინირებული რეჟიმი

გაისწორე და გაიშრე თმა ერთდროულად, იდეალური კომბინაციით – მხოლოდ ერთი მარტივი მოძრაობით.

ტექნოლოგიური შედევრი

2/1-ში მოწყობილობა, რომელიც აბსოლუტური სიზუსტით, რეალურად ასრულებს თითოეულ თავის ფუნქციას!

შრობის ეფექტურობას განაპირობებს ნამდვილი, ახალი თაობის ძრავი, რომელიც წარმოქმნის 108 კმ/სთ სიჩქარის ჰაერის ნაკადს. რაც შეეხება გასწორებას – იგი სრულდება ოპტიმალურ ტემპერატურაზე, თმის ღერების მაქსიმალური დაცვისთვის

2/1-ში თმის საშრობი და უთო, პროფესიონალური შედეგისთვის სახლის პირობებში. 

რევოლუციური მოწყობილობა

დაზოგე ძვირფასი დრო ყოველდღიურად 2/1-ში მოწყობილობით, რომელიც აშრობს და ასწორებს თმას.

მიიღე უზადო, იდეალური და სრულყოფილი შედეგი, თითქოს სალონიდან ახლახანს გამოხვედი

ტექნიკური მახასიათებლები
  • BLDC ძრავი
  • თხელი და ერგონომიული დიზაინი.
  • ხმაურის დაბალი დონე. 
  • მაღალი სიმძლავრის ჰაერის ნაკადი.
  • ენერგოეფექტური – საჭიროებს სულ რაღაც 700W-ს.
  • ფირფიტები: პრემიუმ ხარისხის ტიტანის ფირფიტები იდეალური აბრეშუმისებრი შედეგისთვის.
  • მუშაობის 3 რეჟიმი:
    1. Drying: მხოლოდ გაშრობა.
    2. Straightening: მხოლოდ გასწორება.
    3. Mix: ერთდროული გაშრობა და გასწორება.
  • გარანტია: 1 წელი

გასწორება მშრალ თმაზე:

აირჩიეთ რეჟიმი STYLE და მოარგეთ ტემპერატურა თქვენი თმის ტიპს:

  • 180°C: თხელი, დასუსტებული ან დაზიანებული თმისთვის.
  • 200°C: ნორმალურიდან სქელი ტიპის თმისთვის.
  • 220°C: ხვეული, უხეში ან ძალიან სქელი თმისთვის.

როგორ გამოვიყენოთ: ნელა ჩამოატარეთ ტიტანის ფირფიტები წინასწარ გამშრალებულ და ჩამოვარცხნილ თმაზე. იდეალური შედეგისთვის, აიღეთ თხელი სექციები და თავისუფალი ხელით ოდნავ დაჭიმეთ თმის ღერი.

თმის გაშრობა

აირჩიეთ რეჟიმი DRY და აირჩიეთ სასურველი ტემპერატურა: 25°C (ცივი ჰაერი), 80°C, 110°C ან 140°C.

  • მნიშვნელოვანი რეკომენდაცია: თუ გაქვთ გამომშრალი, მტვრევადი, მგრძნობიარე, დაზიანებული ან მელირებული თმა, გირჩევთ ტემპერატურამ არ გადააჭარბოს 80°C-ს.
  • ფინალური შტრიხი: შრობის დასასრულს, 25°C-იანი ცივი ჰაერის ნაკადის გამოყენება მომენტალურად აფიქსირებს ვარცხნილობას და უნარჩუნებს მას პირვანდელ სახეს.

თმის გაშრობა და გასწორება ერთდროულად

აირჩიეთ რეჟიმი MIX და მოარგეთ ტემპერატურა თქვენი თმის სტრუქტურას: 80°C, 110°C ან 140°C. შემდეგ, თქვენი საჭიროებიდან გამომდინარე, დაარეგულირეთ ჰაერის ნაკადის სიმძლავრე.

როგორ გამოვიყენოთ: ნელა და თანაბარი მოძრაობით ჩამოატარეთ ფირფიტები წინასწარ ჩამოვარცხნილ თმაზე.

პროფესიონალური რჩევა იდეალური შედეგისთვის: ვარცხნილობის ხანგრძლივი ფიქსაციისთვის, პროცესის დასასრულს ყოველთვის გამოიყენეთ ცივი ჰაერის ფუნქცია.

ასევე შეიძლება დაგაინტერესოს

კალათა

1
გილოცავთ! თქვენ სარგებლობთ უფასო მიწოდებით!
100%

დაბრუნება/გადაცვლის პირობები

ვებ-გვერდიდან ნივთის შეძენის შემთხვევაში მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა გადაცვალოს ან/და დააბრუნოს ნივთი 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში; (პირველ დღედ ითვლება პროდუქტის/ნივთის ჩაბარების დღის შემდგომი დღე).

ამისათვის აუცილებელია, რომ  ნივთი იყოს გაუხსნელი, ქარხნულად დალუქული, გამოუყენებელი ან/და გაუაქტიურებელი (ტექნიკის შემთხვევაში), პროდუქციას შენარჩუნებული უნდა ჰქონდეს მისი პირვანდელი, სარეალიზაციო  იერსახე და არ უნდა იყოს გამოყენებული;

ნივთის უკან დაბრუნება დაუშვებელია თუ მომხმარებელს მიეწოდა ჰერმეტულად დაცული ნივთი და მიწოდების შემდგომ ჰერმეტულობა დაირღვა, ასევე თუ ნივთის დაბრუნება შეუძლებელია ჰიგიენური ნორმების დაცვიდან გამომდინარე;

ნივთის დასაბრუნებლად, აუცილებელია ის მოგვაწოდოთ ჩვენს შოურუმში. მისამართი: ექსპო ჯორჯია, აკ. წერეთლის 118, მე-9 პავილიონი.

სამუშაო საათები: 11:00-18:30 (ორშაბათი-პარასკევი)

შაბათი-კვირა 11:00-17:00

მას შემდეგ, რაც დაბრუნებულ პროდუქტს მივიღებთ ადგილზე და ის დააკმაყოფილებს ზემოთხსენებულ მოთხოვნებს, დაგიბრუნდებათ თანხა 5 სამუშაო დღის ვადაში.

ჰიგიენური ნორმებიდან გამომდინარე, არ ხდება თავის მოვლის საშუალებების უკან დაბრუნება. (მაგ: შამპუნი, ნიღაბი, ტანის კრემი და ა.შ)

მიწოდების პირობები

ჩვენს ვებ გვერდზე შეძენილი ნივთის მიწოდება ხდება მთელი საქართველოს მასშტაბით, ასევე მიწოდებას ვახორციელებთ ევროპის ქვეყნებშიც.

თბილისში ნივთის მიწოდების პირობები

მიღებული შეკვეთები დარიგდება შეკვეთიდან 2 სამუშაო დღეში . 

150₾-მდე მიწოდების ღირებულება შეადგენს 6₾
150₾+ მიწოდება უფასოა
დასვენების დღე: კვირა

თბილისში შეგიძლიათ ისარგებლოთ სწრაფი, Wolt-ის  მიწოდებით, ნივთს მიიღებთ მაქსიმუმ 2 საათში.

რაიონებში მიტანის პირობები
რეგიონებში მიწოდება ხდება შეკვეთიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.

150₾-მდე მიწოდების ღირებილება შეადგენს 8₾
150₾+ მიწოდება უფასოა

თუ იმყოფებით მაღალმთიან რეგიონში, ან რთულად მისასვლელ ლოკაციაზე, მიწოდების ვადა და დეტალები დააზუსტეთ კონსულტანტთან.

განვადების პირობები

More Beauty-ის ნებისმიერი პროდუქტის შეძენა შეგიძლიათ ონლაინ განვადებით. მთავარი პირობაა, პროდუქტების (1 ან რამდენიმე პროდუქტის) ჯამური ღირებულება აღემატებოდეს 150 ლარს.

გვაქვს ყველაზე მარტივი, სწრაფი ონლაინ განვადება, თიბისი ბანკის, საქართველოს ბანკის, კრედო ბანკისა და კრისტალის განვადება, რომელიც სახლიდან გაუსვლელად რამდენიმე წუთში კეთდება.

იმ შემთხვევაში, თუ საბანკო განვადება არ დამტკიცდება, გვაქვს შიდა განვადებაც.

პირობები განსხვავდება განვადების პერიოდის მიხედვით.

განვადებით სარგებლობისთვის ან პირობების გასაცნობად, დაგვიკავშირდით ნომერზე:
571 11 34 22 – ნათია

თიბისის და საქართველოს ბანკის განვადება, შეგიძლიათ შეავსოთ თავადაც, ამისათვის სასურველი პროდუქტები მოათავსეთ კალათაში ჩვენს საიტზე და შემდეგ მიჰყვეთ შეძენის ინსტრუქციას.