Pura – იტალიური, პროფესიონალური ხაზია, დამზადებული ნატურალურ, მცენარეულ ინგრედიენტებზე
თუ არ გსურთ თქვენმა თმამ მალე დაკარგოს ინტენსიური ფერი,ჩამოირეცხოს ან/და გახუნდეს, ეს ნაკრები თქვენთვისაა. მისი წყალობით არ მოგიწევთ თმის ხშირი შეღებვა და დაზიანება.
Color pro life – შამპუნი (1000მლ)
ნაზად ასუფთავებს თმას, მატებს ბზინვარებასა და დაცვას. ხელს უწყობს ინტენსიური, გრძელვადიანი და ცოცხალი ფერის შენარჩუნებას, რაც ხელს უშლის მის “გახუნებასა” და ჩამორეცხვას დროთა განმავლობაში.
განკუთვნილია: შეღებილი, დაზიანებული და გამომშრალი თმისთვის.
შედეგი: თმა მაშინვე ხდება უფრო რბილი,ბზინვარე და ცოცხალი, ინარჩუნებს თმის ფერის ტონებს ხანგძლივი პერიოდით.
Color pro life -ნიღაბი (1000მლ)
ასუფთავებს, კვებავს და იცავს თმას. მზესუმზირის ზეთის ძალა აღადგენს თმის ბოჭკოებს, რომლებიც დაზიანებულია ქიმიური საღებავებით, ქიმიური მანიპულაციებითა და გამოშრობით.
განკუთვნილია: შეღებილი, გამომშრალი და ქიმიური მანიპულაციების შედეგად დაზიანებული თმისთვის.
შედეგი: ნიღაბის გამოყენების შემდეგ საღებავის ფერი აღწევს თმის ბოჭკოებში , რაც თმას ბუნებრივად აბრეშუმისებრს და ბზინვარეს ხდის. Ფერის ტონები რჩება გამდიდრებული, ცოცხალი, და ბუნებრივი. ასევე ფერი ინტენსივობას ინაჩუნებს დროის განვმალობაში.
გამოყენება: წაისვით სველ თმაზე, შეიზილეთ და ჩამოიბანეთ.
Pura Color pro life -ფერის გამაძლიერებელი ზეთი, ფერის დაცვა(55მლ)
თმის დამცავი, ფერის გამაძლიერებელი ზეთი,სპეციალური, ხავერდოვანი და მსუბუქი ტექსტურა მას იდეალურს ხდის ყველა ტიპის თმისთვის.
განკუთვნილია: შეღებილი, დაზიანებული და გამომშრალი თმისთვის.
გამოყენება: წაისვით სველ ან მშრალ თმაზე, შემდეგ გააგრძელეთ გაშრობა. არ ჩამოიბანოთ.
შედეგი: ხურავს და იცავს თმის გაყოფილ ბოლოებს,მისი წყალობით მიიღება ბზინვარე, ცოცხალი და შენარჩუნებული ფერი.ორგანული მზესუმზირის ზეთი კვებავს თმას და მატებს ბზინვარებას, ხელს უშლის კოსმეტიკური ფერის გადასვლას დროთა განმავლობაში. ფორმულა არ აცხიმიანებს და არ ამძიმებს თმას.
ფორმულის მჟავა pH ბლოკავს პიგმენტს თმაში, აძლიერებს მის ბზინვარებასა და ფერებს.
აქტიური ინგრედიენტები:
ექსკლუზიური კომპლექსი, რომელიც დაფუძნებულია ორგანულ შვრიაზე, ბრინჯის ექსტრაქტზე და ჯანჯაფილზე, რომლის ჰიპერფერმენტაციის პროცესი სასარგებლოა. Აღწევს განსაკუთრებულად მბზინავ, რბილ და მყისიერ შედეგს, ასევე დამატებით იცავს თმას.
ორგანული მზესუმზირის ზეთი მდიდარია E ვიტამინით და ოლეინის მჟავით, თმას არბილებს და ანიჭებს ბზინვარებას , აძლიერებს ფერს