ღამის სიგრილე და მგრძნობიარე ძალაუფლება
Bleu Royal ეს არის არომატი, რომელიც ღამის იდუმალებასა და გამომაცოცხლებელ სიგრილეს აერთიანებს. კომპოზიცია იხსნება კალაბრიული ბერგამოტის წვნიანი და პიკანტური ნოტებით, რაც მაშინვე ანიჭებს სუნამოს საოცარ ჟღერადობას. ეს არის არომატი მამაკაცისთვის, რომელიც აფასებს ხარისხს, სიმტკიცესა და ელეგანტურობას.
სუნამოს გულში ლავანდისა და ელემის ნაზავი სენსუალურ აურას ქმნის, ხოლო ბაზაში არსებული ამბრის ექსტრაქტი, ვეტივერი და პაჩული ტოვებს ძლიერ, მომნუსხველ და დახვეწილ შლეიფს, რომელიც დიდხანს ნარჩუნდება კანზე.
ზედა ნოტები–ბერგამოტი, ვაშლი, გრეიფრუტი
გულის ნოტები– ელემი, ლავანდა, გერანიუმი
საბაზისო ნოტები– პაჩული, ქარვა, ვეტივერი, მუშკი
რატომ უნდა აირჩიოთ Bleu Royal?
ეს არის “მეფური” არჩევანი თანამედროვე მამაკაცისთვის. სუნამო გამოირჩევა საოცარი ბალანსით ციტრუსოვან სიგრილესა და ღრმა, ხის ნოტებს შორის, რაც მას იდეალურს ხდის როგორც საქმიანი შეხვედრებისთვის, ისე საღამოს გასვლებისთვის
DELICE NACRE – 85მლ. EAU DE PARFUM
PURE BLEU - 100მლ. (EDT)