5/1-ში მულტისტაილერი, რომლითაც შენ შეგიძლია გაიშრო, დაივარცხნო, დაიფიქსირო ხვეულები, მისცე სასურველი ფორმა და მოცულობა– მხოლოდ ერთი აპარატით! ეს მრავალფუნქციური მოწყობილობა მაქსიმალურად ამარტივებს თმის მოვლის ყოველდღიურ რუტინას და უზრუნველყოფს იდეალურ შედეგს სახლის პირობებში.
მას აქვს 5 თავაკი, რომელთა საშუალებით შენ მარტივად შეძლებ შექმნა სასურველი ვარცხნილობა – შენი განწყობის მიხედვით. მოწყობილობა ადაპტირებულია ნებისმიერი ტიპის თმისთვის და აერთიანებს სისწრაფესა და ეფექტურობას ყოველდღიური იდეალური შედეგისთვის.
მთავარი უპირატესობები:
- მაქსიმალური სიმძლავრე და კონტროლი: 1200W სიმძლავრის და ტემპერატურის 3 რეჟიმის დახმარებით სთაილინგი იქნება სწრაფი და ზუსტად მორგებული შენი თმის სტრუქტურაზე.
- თმის დაცვა და ბზინვარება: სპეციალური კერამიკული საფარი ამცირებს თმის დაზიანებას, აფუებას და მატებს თმას აბრეშუმისებრ სირბილესა და ბზინვარებას.
5 თავაკი:
- ფენის თავაკი: თმის მარტივი და ეფექტური გაშრობა.
- დასავარცხნი თავაკი: იდეალურად ჩამოვარცხნილი და ნაზი თმისთვის.
- მოცულობის თავაკი: იდეალური მოცულობისა და ფორმის მისაცემად.
- დიფუზორი: ბუნებრივი ხვეული თმის გამოკვეთისთვის.
- Coanda-ს ეფექტის მქონე დამხვევი თავაკები: თმის ავტომატური დახვევა ჰაერის ნაკადის დახმარებით.
კერამიკული საფარი
კერამიკული საფარი უზრუნველყოფს ტემპერატურის თანაბარ გადანაწილებას, ხელს უშლის თმის გადახურებას, რათა დაიცვას თმა დაზიანებისგან და ამასთანავე ხელს უშლის აფუებას.
თავაკები
დიფუზორი
ნაზად აშრობს თმას და გამოკვეთს ბუნებრივ ხვეულებს
მოცულობის თავაკი
ნეილონის ჯაგრისები – თმის მოცულობისა და ფორმირებისთვის.
დასავარცხნი თავაკი
ნაზად აშრობს და ვარცხნის თმას
დამხვევი თავაკები
Coanda-ს ეფექტით მოწყობილობა თავად ჰაერის ნაკადით იზიდავს თმას და ახვევს.
ფენის თავაკი
თმის გაშრობისთვის
COANDA-ს ტექნოლოგია
Coanda-ს ტექნოლოგია, რომელიც ქმნის იდეალურ ხვეულებს. აეროდინამიკის პრინციპებზე დაფუძნებული ეს ინოვაცია იყენებს ჰაერის ზუსტ ნაკადს, რათა თმის ღერები ნაზად დაახვიოს.
მაღალი ტემპერატურის მავნე ზემოქმედებისგან თავის არიდებით, Coanda-ს ტექნოლოგია ინარჩუნებს თმის ჯანმრთელობას.
უნივერსალური 5/1-ში მულტისტაილერი
იზრუნე შენს თმაზე
მოირგე 3 განსხვავებული ტემპერატურული რეჟიმი საკუთარ თმაზე. აკონტროლე ტემპერატურა და ჰაერის ნაკადი შენი საჭიროებების მიხედვით და დაიცავი თმა დაზიანებისგან.
ცივი ჰაერის ნაკადი იდეალურია საბოლოო ფიქსაციისთვის, რაც უზრუნველყოფს ხანგრძლივ მდგრადობას, აბრეშუმისებრ ბზინვარებასა და იდეალურ შედეგს აფუების გარეშე.
ტექნიკური მახასიათებლები
- ძრავი: DC ძრავი
- სიმძლავრე: 1200W
- 6 ცვლადი თავაკი
- ზედაპირის დაფარვა: კერამიკა
- ტემპერატურის რეჟიმები: 3 დონე + ცივი ჰაერის ფუნქცია
- გარანტია: 1 წელი
გამოყენება
თმა შეიმშრალე. თმის მაქსიმალური დაცვისთვის, სთაილინგის დაწყებამდე აუცილებლად გამოიყენე Demeliss Liss & Protect-ის თერმოდამცავი საშუალება.
მულტისტაილერის გამოყენებამდე კარგად დაივარცხნე თმა სავარცხლით.
შეუსაბამე ტემპერატურა და ჰაერის ნაკადის სიჩქარე შენი თმის სტრუქტურას:
- დაბალი ტემპერატურა: თხელი, დასუსტებული ან მყიფე თმისთვის.
- საშუალო/მაღალი ტემპერატურა: სქელი, უხეში თმისთვის.
თანაბარი და იდეალური შედეგისთვის, თმა რამდენიმე ნაწილად გაიყავი. სთაილინგი დაიწყე ქვედა ფენებიდან და ეტაპობრივად აყევი ზედა მიმართულებით
Evita- თმის პროფესიონალური მოვლის ნაკრები