ეპილაცია სახლში, ის დღევანდელ მსოფლიოში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება და აღიარებულია, როგორც ყველაზე უსაფრთხო მეთოდი არასასურველი თმის მოსაშორებლად.
რატომ არის IPL-ის გამოყენება სახლის პირობებში ყველაზე კომფორტული და ეფექტური?
- აპარატი არის 2022 წლის ავტომატური მოდელი, პროცედურას ჩაიტარებთ უმოკლეს დროში
- 3 თვეში მიიღებთ 80%-მდე შემცირებულ თმას (ეფექტურია ღია და წითური თმის შემთხვევაშიც)
- თქვენთვის მოსახერხებელ ნებისმიერ დროსა და ადგილას ჩაიტარებთ ეპილაციას
- დაზოგავთ დროსა და ფინანსებს
- IPL-ით ეპილაციის პროცედურის ჩატარება არის უმტკივნეულო და უსაფრთხო
- მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ IPL აქრობს შავ წერტილებს და არ აბრუნებს თმას. კანი ხდება გლუვი და ნაზი
- IPL-ის სხივი კანისთვის სასარგებლოა (რადგან ინტენსიური პულსაციის შუქი „ელვა“ კანში “D” ვიტამინის წარმოქმნას ასტიმულირებს)
- ყველაზე მარტივი და გამართული სერვის ცენტრის მომსახურება საქართველოში
- კარტრიჯის ამოწურვის შემდეგ (ოჯახის შემთხვევაში საშუალოდ 5 წელი) ის განახლდება მხოლოდ 90 ლარად.
- სენსორი აღიქვამს თმისა და კანის ფერს, იმპულსს ხარჯავს გამიზნულად და სწორად
თქვენ შეგძლიათ გაიმარტივოთ ცხოვრება!
როგორ გამოვიყენოთ აპარატი?
- გაიპარსეთ სასურველი ზონა- კანი უნდა იყოს სუფთა და მშრალი, არ დაიტანოთ კანზე არაფერი! (დეოდორანტი, ლოსიონი, სუნამო, მზისგანდამცავი, ზეთი).
- შეარჩიეთ ცხრილის მიხედვით თქვენი კანისა და თმის ფერის შესაფერისი დონე, რომლითაც ჩაიტარებთ პროცედურას
- აპარატი შეაერთეთ დენის წყაროში, მას შემდეგ რაც ღილაკზე რამდენიმე წამი ხელის დაჭერით აპარატი გააქტიურდება, აირჩიეთ სასურველი დონე
- მოირგეთ დამცავი სათვალე, რომელიც მოთავსებულია ყუთში
- აპარატის ეკრანის დაადეთ სასურველ ზონას გერმეტულად და დაელოდეთ „READY” მწვანე შუქის ანთებას.
- ანთების შემდეგ ქვედა ღილაკზე დაჭერით გაეშვება ე.წ. პულსაციური შუქი „ელვა“. ამ შემთხვევაში სინათლის დიდი ენერგია აღწევს თმის ფოლიკულის სიღრმეში და ასუსტებს მას ყოველი გამოყენებისას. უნდა იცოდეთ, რომ შეგიძლიათ აპარატის ავტომატურ რეჟიმში გადაყვანა. ეს ნიშნავს, რომ „ელვა“ გაეშვება ღილაკზე თითის დაჭერის გარეშე (2-4 წამის განმავლობაში აღიქვავს კანს და იმპულსს ავტომატურად გაუშვებს).
აპარატის ყოველი პულსის გამოშვება არის გათვლილი და „არ იხარჯება“ იმპულსები/“ელვა“ არამიზნობრივად. პროცედურის დასრულების შემდეგ ჩართვა/გამორთვის ღილაკზე 3 წამიანი ზემოქმედებით აპარატი გამოირთვება. გამოაერთეთ დენის წყაროდან.
თუ სარგებლობდით თმის მოშორების სხვადასხვა ხერხით, მაგ: შუგარინგი, ალექსანდრიტი, ლაზერი ან/და სხვა სახის ეპილაციით, უნდა დაელოდოთ თმის ღერის გაზრდას, შემდგომ გაიპარსეთ და გამოიყენეთ IPL ეპილაციის აპარატი. თუ პირველად იყენებთ IPL აპარატს, პირველ რიგში დარწმუნდით რომ არ ხართ ალერგიული (რადგან 0,3 % ალერგიულია მკვეთრი შუქის მიმართ).
როგორ ჩავრთოთ აპარატის და ავტომატური რეჟიმი?
მას შემდეგ რაც აპარატი შეერთებულია დენის წყაროში და არის სამუშაო რეჟიმში, იმპულსის გამოშვების ღილაკზე რამდენიმე წამიანი ზემოქმედებით გაიგებთ სიგნალს, ეს ნიშნავს, რომ აპარატი ავტომატურ რეჟიმში მუშაობს. აპარატი ავტომატურ რეჟიმში მუშაობისას თავდაცვის და უსაფრთხოების მიზნით გაითიშება საშუალოდ 3-5 წუთში. 5 წამიანი პაუზის შემდეგ გააქტიურეთ და კვლავ გააგრძელეთ პროცედურა.
როგორ წავიკითხოთ ცხრილი?
ცხრილში მოცემულია როგორ უნდა ავირჩიოთ იმპულსის ენერგია ჩვენი კანისა და თმის ფერის შესაბამისობით. მოცემული ციფრები აღნიშნავს სინათლის ენერგიის ინტენსივობის დონეს 1/5-მდე.
გამოყენების პერიოდი: თმის ზრდის ციკლის შესაბამისად, აპარატის გამოყენება სასურველია 10 დღეში ერთხელ პირველი 2 თვის განმავლობაში. შემდეგ შეამცირეთ გამოყენება 3 კვირაში ერთხელ მომდევნო 3-4 პროცედურა. შემდეგი პროცედურები განაგრძეთ 5-7 კვირაში ერთხელ. შედეგის შესაფერისად გაზარდეთ გამოყენების შუალედი 3-4 თვემდე,თუმცა აპარატის გამოყენების სიხშირე ინდივიდუალურია და თქვენ შეგიძლიათ თვითონ შეარჩიოთ 3-4 თვის გამოყენების შემდეგ
პროცედურის შემდეგ: პროცედურის შემდეგ რამდენიმე საათი ნუ გამოიყენებთ დეოდორანტს, სუნამოს, ლოსიონს. დააკვირდით 24 საათი რომ არ გაჩნდეს სიწითლე, მოერიდეთ მზეს ან უბრალოდ გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი (SPF 30+). აპარატის თავი გაწმინდეთ ბამბით ყოველი პროცედურის შემდეგ. პროცედურისას ის უნდა იყოს სუფთა, რომ არ გამოიწვიოს კანის გაღიზიანება
მოსალოდნელი უკუჩვენებები: უკუჩვენება სწორი გამოყენების და ტესტირების გავლის შემთხვევაში არის 0,3%. შესაძლებელია გამოიწვიოს სიწითლე (რომელიც მალევე გადაივლის), და მინიმალური გაღიზიანება, ამ შემთხვევაში შემდეგი რამდენიმე გამოყენება შეამცირეთ სინათლის ინტენსივობა (შეაჩვიეთ კანი).
არ გამოიყენოთ! აპარატი არ გამოიყენება კონკრეტულ ზონაზე თუ:
- გაქვთ კანის დაავადება და ხართ მკურნალობის პროცესში.
- გაქვთ ეგზემა, დამწვრობა, რაიმე სახის ინფექცია.
- ხართ ორსულად, ან ლაქტაციის პროცესში.
- გაკეთებული გაქვთ ქირურგიული/პლასტიკური ოპერაცია იმ ზონაზე სადაც გსურთ აპარატის გამოყენება.
- ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე ჩატარებული გაქვთ ქიმიოთერაპია/რადიოთერაპია.
- თუ 2-3 დღის მანძილზე გამოყენებული გაქვთ Alpha-hydroxy მჟავა, (AHAs), (BHAs), Topical isotretinoin და Azelaic მჟავა.
- თუ მოიხმართ მედიკამენტებს, რომელიც იწვევს ალერგიულობას მზის სინათლეზე.
- ასევე არ გამოიყენოთ: სილიკონის იმპლანტებზე, ტანის პირსინგზე, ტატუზე, პერმანენტულ მაკიაჟზე მოარიდეთ ხალებს, ჭორფლებს, მუქ პიგმენტურ ზონებს, შრამებს და სხვა კანის წამონაზარდს ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
- ასევე არ გამოიყენება მზის დამწვრობაზე და ავტორუჯზე.
ტექნიკური გაფრთხილება! აპარატი და მისი ადაპტორი მოარიდეთ წყალს, აბაზანასა და ინტენსიურ ორთქლს. თუ მოწყობილობა დაზიანდა ან აღმოაჩნდა ქარხნული წუნი, არ გამოიყენოთ, დაუყოვნებლივ მიიტანეთ მაღაზიაში.
- 15-18 წლამდე მოზარდებს მოწყობილობის გამოყენება შეუძლიათ მხოლოდ მშობლის ნებართვით ან დახმარებით.
- აპარატის გამოყენება არ არის სასურველი 15 წლამდე მოზარდებისთვის.
- არ გამოიყენოთ აპარატი თუ დაზიანდა სინათლის სენსორი.
- აუცილებლად გამოიყენეთ სათვალე პროცედურის დროს.
- გარშემომყოფებმა თვალი აარიდონ სინათლეს.
აპარატი არ გამოიყენება: ჭაღარა, თეთრი, ძალიან ქერა თმის ღერზე.
გაითვალისწინეთ, რომ IPL სხივი ეფექტურია 95%-ის შემთხვევაში, შედეგი არის ინდივიდუალური, ის დამოკიდებულია ბიოლოგიურ ფაქტორზე და აპარატის სწორ გამოყენებაზე.
ტექნიკური მახასიათებლები
- მასალა: ABS
- ენერგიის რეგულირება: 1-5 დონე
- „ელვის“ რაოდენობა: 300 000
- სიმძლავრე: 12V/36W
- სინათლის ტალღის სიგრძე: >600 ნმ.
- ზომები: 185 x 72.4 x 69.2 mm
- წონა: 233g