Pura – იტალიური, პროფესიონალური ხაზია, დამზადებული ნატურალურ, მცენარეულ ინგრედიენტებზე.
მისი გასაოცარი ფორმულა შექმნილია იმისთვის, რომ ხვეულ და ტალღოვან თმას მიანიჭოს მოქნილობა, სირბილე და ელასტიურობა.
კრემის მდიდარი ტექსტურა შიის კარაქის წყალობით ღრმად ატენიანებს თითოეულ ღერს, არბილებს და ანიჭებს საოცარ ბზინვარებას. პროდუქტი არ იწვევს თმის აფუებას (frizz-ს), უნარჩუნებს ფორმას და აძლევს დახვეწილ, ცოცხალ იერს მთელი დღის განმავლობაში.
მისი ნაზი არომატი კი ტოვებს სიახლისა შეგრძნებას.
განკუთვნილია:
ბუნებრივად ხვეული, ტალღოვანი და ხელოვნურად შექმნილი ხვეულებისთვის
შედეგი:
თმა რჩება ინტენსიურად დატენიანებული და ბზინვარე. ხვეულების ფორმა კი იდეალურად შენარჩუნებული მთელი დღის მანძილზე.
გამოყენება:
გამოიყენეთ სველ/ნოტიო თმაზე, დაიტანეთ სიგრძეზე და შემდეგ შეიშრეთ.
აქტიური ინგრედიენტები:
- ექსკლუზიური კომპლექსი, რომელიც დაფუძნებულია ორგანულ შვრიაზე, ბრინჯის ექსტრაქტზე და ჯანჯაფილზე, რომლის ჰიპერფერმენტაციის პროცესი სასარგებლოა. Აღწევს განსაკუთრებულად მბზინავ, რბილ და მყისიერ შედეგს, ასევე დამატებით იცავს თმას.
- შიის კარაქი – ინტენსიურად კვებავს და ატენიანებს თმას, ხდის მას მსუბუქს, ბზინვარესა და აბრეშუმივით ნაზს.
Pura-ს დამატენიანებელი ნიღაბი 1000 მლ.