Demeliss SAINT ALGUE-ის ფენ-სავარცხელი მბრუნავი თავაკებით აერთიანებს სიმძლავრეს, ერგონომიულ დიზაინსა და მოწინავე ტექნოლოგიას, რათა მოგცეს მოცულობითი, გლუვი და ბზინვარე ვარცხნილობა– პირდაპირ სახლში. ფენ-სავარცხელს აქვს ორი თავაკი ( 50 მმ- მაქსიმალური მოცულობისთვის და 40 მმ- ზუსტი, დეტალური შედეგისთვის) . კერამიკა-ტურმალინის დაფარვა უზრუნველყოფს ტემპერატურის თანაბარ განაწილებას, ამცირებს თმის აფუებას და იძლევა აბრეშუმისებრ, ბზინვარე შედეგს.
სიჩქარისა და ტემპერატურის 3 რეგულირებადი რეჟიმი საშუალებას გაძლევს მარტივად მოარგო ჰაერის ნაკადი შენი თმის ტიპსა და სტრუქტურას.
ორმხრივი ბრუნვის ფუნქცია და 360°-იანი კაბელი სთაილინგის პროცესს ხდის სრულიად მარტივს და კომფორტულს. ამ 2/1-ში მოწყობილობის წყალობით, შენ დაზოგავ დროს ყოველ დილით და გექნება იდეალური ვარცხნილობა ნებისმიერ დროს.
მთავარი უპირატესობები:
ორმხრივი ბრუნვა: თავაკის ორივე მიმართულებით ბრუნვის ფუნქცია (მარჯვნივ/მარცხნივ) მაქსიმალურად ამარტივებს ვარცხნილობის ფორმირებას.
ორი იდეალური ზომა: Ø 50 მმ – თმის ძირებიდან ასაწევად და მოცულობისთვის; Ø 40 მმ – მოკლე თმისთვის, წინამოსთვის (ჩოლკა) და ბოლოების ზუსტი ფიქსაციისთვის.
ანტი-სტატიკური ეფექტი: კერამიკა და ტურმალინი ერთად იცავს თმას გადახურებისგან და ანიჭებს მას სალონურ შედეგს
კერამიკისა და ტურმალინის საფარი
კერამიკული საფარი უზრუნველყოფს ტემპერატურის თანაბარ გადანაწილებას, ხელს უშლის თმის გადახურებას, რათა დაიცვას თმა დაზიანებისგან და ამასთანავე ხელს უშლის აფუებას.
50 მმ – 40 მმ
თავაკები
ორი თავაკი პერსონალური, შენზე მორგებული სთაილინგისთვის:
- 50მმ თავაკი-იდეალურია თმის სწრაფი შრობისთვის, დასავარცხნად და მაქსიმალური მოცულობის მისაცემად.
- 40მმ თავაკი-საშუალებას გაძლევს მოხერხებულად გამოიყენო წინამოზე და გქონდეს საბოლოო იდეალური შედეგი.
ტექნიკური მახასიათებლები
- ძრავი: DC ძრავი
- სიმძლავრე: 1000W
- თავაკები: 2 მოსახსნელი მბრუნავი თავაკი (40 მმ და 50 მმ)
- ბრუნვის კონტროლი: როტაციის მიმართულების გადამრთველი
- ზედაპირის დაფარვა: კერამიკა და ტურმალინი
- ტემპერატურის რეჟიმები: 3 დონე + ცივი ჰაერის ფუნქცია ფიქსაციისთვის
- გარანტია: 1 წელი
გამოყენება
თმა შეიმშრალე. თმის მაქსიმალური დაცვისთვის, სთაილინგის დაწყებამდე აუცილებლად გამოიყენე Demeliss Liss & Protect-ის თერმოდამცავი საშუალება.
ფენ-სავარცხლის გამოყენებამდე კარგად დაივარცხნე თმა სავარცხლით.
შეუსაბამე ტემპერატურა და ჰაერის ნაკადის სიჩქარე შენი თმის სტრუქტურას:
- დაბალი ტემპერატურა: თხელი, დასუსტებული ან მყიფე თმისთვის.
- საშუალო/მაღალი ტემპერატურა: სქელი, უხეში თმისთვის.
თანაბარი და იდეალური შედეგისთვის, თმა რამდენიმე ნაწილად გაიყავი. სთაილინგი დაიწყე ქვედა ფენებიდან და ეტაპობრივად აყევი ზედა მიმართულებით
Touch Beauty VITA - თმისა და სკალპის მოვლის მულტიფუნქციური ლაზერული აპარატი (ნარინჯისფერი)