სრულყოფილი თავის მოვლა ექსკლუზიური პროდუქტებით

Previous
Previous Product Image

ფენ-სავარცხელი VOLUME & STYLE

135 
Next

5/1-ში მულტისტაილერი

295  206 -30%
Next Product Image

ფენ-სავარცხელი მბრუნავი თავაკებით

280 

არ არის მარაგში

დაცული გადახდა & განვადება

Visa     Mastercard     American Express

Demeliss SAINT ALGUE-ის ფენ-სავარცხელი მბრუნავი თავაკებით აერთიანებს სიმძლავრეს, ერგონომიულ დიზაინსა და მოწინავე ტექნოლოგიას, რათა მოგცეს მოცულობითი, გლუვი და ბზინვარე ვარცხნილობა– პირდაპირ სახლში. ფენ-სავარცხელს აქვს ორი თავაკი ( 50 მმ- მაქსიმალური მოცულობისთვის და 40 მმ- ზუსტი, დეტალური შედეგისთვის) . კერამიკა-ტურმალინის დაფარვა უზრუნველყოფს ტემპერატურის თანაბარ განაწილებას, ამცირებს თმის აფუებას და იძლევა აბრეშუმისებრ, ბზინვარე შედეგს.

სიჩქარისა და ტემპერატურის 3 რეგულირებადი რეჟიმი საშუალებას გაძლევს მარტივად მოარგო ჰაერის ნაკადი შენი თმის ტიპსა და სტრუქტურას. 

ორმხრივი ბრუნვის ფუნქცია და 360°-იანი კაბელი სთაილინგის პროცესს ხდის სრულიად მარტივს და კომფორტულს. ამ 2/1-ში მოწყობილობის წყალობით, შენ დაზოგავ დროს ყოველ დილით და გექნება იდეალური ვარცხნილობა ნებისმიერ დროს. 

მთავარი უპირატესობები:

  • ორმხრივი ბრუნვა: თავაკის ორივე მიმართულებით ბრუნვის ფუნქცია (მარჯვნივ/მარცხნივ) მაქსიმალურად ამარტივებს ვარცხნილობის ფორმირებას.

  • ორი იდეალური ზომა: Ø 50 მმ – თმის ძირებიდან ასაწევად და მოცულობისთვის; Ø 40 მმ – მოკლე თმისთვის, წინამოსთვის (ჩოლკა) და ბოლოების ზუსტი ფიქსაციისთვის.

  • ანტი-სტატიკური ეფექტი: კერამიკა და ტურმალინი ერთად იცავს თმას გადახურებისგან და ანიჭებს მას სალონურ შედეგს

კერამიკისა და ტურმალინის საფარი

კერამიკული საფარი უზრუნველყოფს ტემპერატურის თანაბარ გადანაწილებას, ხელს უშლის თმის გადახურებას, რათა დაიცვას თმა დაზიანებისგან და ამასთანავე ხელს უშლის აფუებას.

 

 

50 მმ – 40 მმ

თავაკები

ორი თავაკი პერსონალური, შენზე მორგებული სთაილინგისთვის:

  • 50მმ თავაკი-იდეალურია თმის სწრაფი შრობისთვის, დასავარცხნად და მაქსიმალური მოცულობის მისაცემად.
  • 40მმ თავაკი-საშუალებას გაძლევს მოხერხებულად გამოიყენო წინამოზე და გქონდეს საბოლოო იდეალური შედეგი.

 

ტექნიკური მახასიათებლები
  • ძრავი: DC ძრავი
  • სიმძლავრე: 1000W
  • თავაკები: 2 მოსახსნელი მბრუნავი თავაკი (40 მმ და 50 მმ)
  • ბრუნვის კონტროლი: როტაციის მიმართულების გადამრთველი
  • ზედაპირის დაფარვა: კერამიკა და ტურმალინი 
  • ტემპერატურის რეჟიმები: 3 დონე + ცივი ჰაერის ფუნქცია ფიქსაციისთვის
  • გარანტია: 1 წელი

თმა შეიმშრალე. თმის მაქსიმალური დაცვისთვის, სთაილინგის დაწყებამდე აუცილებლად გამოიყენე Demeliss Liss & Protect-ის თერმოდამცავი საშუალება. 

ფენ-სავარცხლის გამოყენებამდე კარგად დაივარცხნე თმა სავარცხლით.

შეუსაბამე ტემპერატურა და ჰაერის ნაკადის სიჩქარე შენი თმის სტრუქტურას:

  • დაბალი ტემპერატურა: თხელი, დასუსტებული ან მყიფე თმისთვის.
  • საშუალო/მაღალი ტემპერატურა: სქელი, უხეში თმისთვის.

თანაბარი და იდეალური შედეგისთვის, თმა რამდენიმე ნაწილად გაიყავი. სთაილინგი დაიწყე ქვედა ფენებიდან და ეტაპობრივად აყევი ზედა მიმართულებით

ასევე შეიძლება დაგაინტერესოს

კალათა

1
გილოცავთ! თქვენ სარგებლობთ უფასო მიწოდებით!
100%

დაბრუნება/გადაცვლის პირობები

ვებ-გვერდიდან ნივთის შეძენის შემთხვევაში მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა გადაცვალოს ან/და დააბრუნოს ნივთი 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში; (პირველ დღედ ითვლება პროდუქტის/ნივთის ჩაბარების დღის შემდგომი დღე).

ამისათვის აუცილებელია, რომ  ნივთი იყოს გაუხსნელი, ქარხნულად დალუქული, გამოუყენებელი ან/და გაუაქტიურებელი (ტექნიკის შემთხვევაში), პროდუქციას შენარჩუნებული უნდა ჰქონდეს მისი პირვანდელი, სარეალიზაციო  იერსახე და არ უნდა იყოს გამოყენებული;

ნივთის უკან დაბრუნება დაუშვებელია თუ მომხმარებელს მიეწოდა ჰერმეტულად დაცული ნივთი და მიწოდების შემდგომ ჰერმეტულობა დაირღვა, ასევე თუ ნივთის დაბრუნება შეუძლებელია ჰიგიენური ნორმების დაცვიდან გამომდინარე;

ნივთის დასაბრუნებლად, აუცილებელია ის მოგვაწოდოთ ჩვენს შოურუმში. მისამართი: ექსპო ჯორჯია, აკ. წერეთლის 118, მე-9 პავილიონი.

სამუშაო საათები: 11:00-18:30 (ორშაბათი-პარასკევი)

შაბათი-კვირა 11:00-17:00

მას შემდეგ, რაც დაბრუნებულ პროდუქტს მივიღებთ ადგილზე და ის დააკმაყოფილებს ზემოთხსენებულ მოთხოვნებს, დაგიბრუნდებათ თანხა 5 სამუშაო დღის ვადაში.

ჰიგიენური ნორმებიდან გამომდინარე, არ ხდება თავის მოვლის საშუალებების უკან დაბრუნება. (მაგ: შამპუნი, ნიღაბი, ტანის კრემი და ა.შ)

მიწოდების პირობები

ჩვენს ვებ გვერდზე შეძენილი ნივთის მიწოდება ხდება მთელი საქართველოს მასშტაბით, ასევე მიწოდებას ვახორციელებთ ევროპის ქვეყნებშიც.

თბილისში ნივთის მიწოდების პირობები

მიღებული შეკვეთები დარიგდება შეკვეთიდან 2 სამუშაო დღეში . 

150₾-მდე მიწოდების ღირებულება შეადგენს 6₾
150₾+ მიწოდება უფასოა
დასვენების დღე: კვირა

თბილისში შეგიძლიათ ისარგებლოთ სწრაფი, Wolt-ის  მიწოდებით, ნივთს მიიღებთ მაქსიმუმ 2 საათში.

რაიონებში მიტანის პირობები
რეგიონებში მიწოდება ხდება შეკვეთიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.

150₾-მდე მიწოდების ღირებილება შეადგენს 8₾
150₾+ მიწოდება უფასოა

თუ იმყოფებით მაღალმთიან რეგიონში, ან რთულად მისასვლელ ლოკაციაზე, მიწოდების ვადა და დეტალები დააზუსტეთ კონსულტანტთან.

განვადების პირობები

More Beauty-ის ნებისმიერი პროდუქტის შეძენა შეგიძლიათ ონლაინ განვადებით. მთავარი პირობაა, პროდუქტების (1 ან რამდენიმე პროდუქტის) ჯამური ღირებულება აღემატებოდეს 150 ლარს.

გვაქვს ყველაზე მარტივი, სწრაფი ონლაინ განვადება, თიბისი ბანკის, საქართველოს ბანკის, კრედო ბანკისა და კრისტალის განვადება, რომელიც სახლიდან გაუსვლელად რამდენიმე წუთში კეთდება.

იმ შემთხვევაში, თუ საბანკო განვადება არ დამტკიცდება, გვაქვს შიდა განვადებაც.

პირობები განსხვავდება განვადების პერიოდის მიხედვით.

განვადებით სარგებლობისთვის ან პირობების გასაცნობად, დაგვიკავშირდით ნომერზე:
571 11 34 22 – ნათია

თიბისის და საქართველოს ბანკის განვადება, შეგიძლიათ შეავსოთ თავადაც, ამისათვის სასურველი პროდუქტები მოათავსეთ კალათაში ჩვენს საიტზე და შემდეგ მიჰყვეთ შეძენის ინსტრუქციას.