სრულყოფილი თავის მოვლა ექსკლუზიური პროდუქტებით

Previous
Previous Product Image

Demeliss Beauty ნატურალური ვარდისფერი კვარცის გუაშა -20334

55,00 
Next

Demeliss Beauty – ნატურალური, ვარდისფერი კვარცის როლერი-20333

70,00 
Next Product Image

სახის მოვლის სეტი

125,00  93,00 -26%

გუაშა კანის მოვლის რუტინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ეფექტური პროდუქტია. როლერი ერთ-ერთი ის პროდუქტია რომელიც კანის მოვლის რუტინაში აუცილებლად უნდა შეიტანოთ

არ არის მარაგში

დაცული გადახდა & განვადება

Visa     Mastercard     American Express

დღეისათვის ახალგაზრდა და ჯანმრთელი კანის შენარჩუნება დიდი გამოწვევაა, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ კანის მოვლის რუტინაში დავნერგოთ ისეთი პროდუქტების გამოყენება, რომელიც დაბერების პროცესს შეანელებს და თქვენს კანს ჯანსაღ იერს მიანიჭებს.

როლერი ერთ-ერთი ის პროდუქტია რომელიც კანის მოვლის რუტინაში აუცილებლად უნდა შეიტანოთ და გამოიყენოთ  ყოველდღიურად თუ ლამაზი და ახალგაზრდა, მბზინვარე და ჯანსაღი კანის შენარჩუნება გვსურს.

როგორ გამოვიყენოთ როლერი

არის ლიმფოდრენაჟი, რომელსაც აღწევთ როლერის საშუალებით არის სახის მასაჟის ფორმა, რომლის მეშვეობითაც კანქვეშა სითხე მიემართება ლიმფური კვანძების მიმართულებით და ავსებს მათ. როდესაც სახეს როლერის მეშვეობით იმასაჟებთ, ის სახიდან ხსნის შესიებას, გიცავთ ნაოჭების გაჩენისგან და გმატებთ კანის მბზინვაარებას. ეს არის სასიამოვნო პროცესი, რომლის ეფექტსაც რუტინის დაწყებიდან მალევე ხედავთ.

როლერის გამოყენებისას უნდა გაითვალისწინოთ ორი მნიშვნელოვანი საკითხი.

  • პირველი, როლერის გამოყენებას აზრი არ აქვს, თუ პროცედურას ყელის დამუშავებით არ დაიწყებთ.
  • მეორე, როლერს ზედმეტი ძალდატანება არ სჭირდება. გააკეთეთ მსუბუქი მოძრაობები. თვითონ მოწყობილობის წონა სრულიად საკმარისია საჭირო ეფექტის მისაღებად.

გამოყენებამდე სახე კარგად გაიწმინდეთ და დაიტანეთ მასზე თქვენი საყვარელი დამატენიანებელი. შეგიძლიათ წაისვათ ანტიოქსიდანტი და ვიტამინები, მკვებავი, შრატი, ან ზეთი, რომლებსაც როლერის გამოყენებით თქვენი კანი კარგად შეიწოვს.

 

მასაჟის კონკრეტული ინსტრუქცია კი ასეთია:

  • თავდაპირველად ვფარავთ ყელის ქვედა არეს ზედა-ქვედა მოძრაობებით.
  • იმავე მოძრაობებს ვიმეორებთ ზედა ყელის არეში.
  • ამის შემდეგ მოდის ნიკაპის არე. ამ შემთხვევაში ვაკეთებთ წინ და უკან მოძრაობებს, რომელიც იწყება ნიკაპის ცენტრიდან და მიდის ყურის მიმართულებით.
  • სახის დანარჩენ ნაწილს ვამუშავებთ ვერტიკალური მოძრაობებით. ვიწყებთ სახის შუა ნაწილიდან და მივდივართ საფეთქლებამდე.
  • თვალის გარშემო არეს უფრო მსუბუქი მოძრაობით ვამასაჟებთ ჰორიზონტალური მოძრაობებით საფეთქლების მიმართულებით.
  • რუტინას ვასრულებთ ცხვირზე ჰორიზონტალური მოძრაობებით.
  • ხშირად როლერს მოყვება გუაშაც, ნატურალური ქვის ფირფიტა, რომლის გამოყენების დროსაც მიაღწევთ რელაქსაციისა და სიმსუბუქის მომადუნებელ ეფექტს.

ოპტიმალური შედეგის მისაღწევად კარგი იქნება თუ რიტუალს ყოველდღიურად ან კვირაში სამჯერ მაინც გაიმეორებთ. რაც, შეეხება რეკომენდირებულ დროს, უკეთესი იქნება თუ პროცედურას დილის საათებში ჩაიტარებთ. ამგვარად სახიდან შესიებასაც მოხსნით, განსაკუთრებით თვალის არედან. თუმცა თუ დილის პროცედურებისთვის დრო ნაკლებად გაქვთ, ძილის წინ სახის დამასაჟებაც ეფექტური იქნება.

ყოველდღიური გამოყენების შემთხვევაში  შედეგს უკვე ორი კვირის განმავლობაში დაინახავთ.

 

გუაშა კანის მოვლის რუტინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ეფექტური პროდუქტია. მისი დახმარებით კანი ხდება ბზინვარე, გლუვი, ნაზი, დამშვიდებული და ელასტიური.

გამოიყენება სახესა და ყელის მიდამოებში დაძაბულობის მოხასნელად და სარელაქსაციოდ.   მათ აქვთ განსხვავებული ფორმები. ისევე, როგორც როლერი, ისიც სხვადასხვა სახის ქვისგან მზადდება, ყველაზე ეფექტური და აპრობირებული კი არის ვარდისფერი კვარცის გუაშა.

გუაშას გამოყენებისას რეკომენდირებულია სახე იყოს კარგად დატენიანებული. უკეთესია, თუ თქვენს რომელიმე საყვარელ ზეთს გამოიყენებთ, რათა ქვამ ელასტიურად და დისკომფორტის შექმნის გარეშე ისრიალოს კანზე.

 

როგორ გამოვიყენოთ გუაშა?

გუაშას გამოყენებით მასაჟის გაკეთებისას მოძრაობას ვიწყებთ ყელიდან და მივყვებით იგივე რიგითობას, რასაც ვაკეთებდით როლერის საშუალებით სახის დამუშავების დროს. თუმცა აქ მოძრაობები განსხვავებულია. გირჩევთ ინსტრუმენტი ამოძრაოთ ჯვარედინი მოძრაობით. ტუჩების მიდამოებში კი ზიგზაგის პრინციპით.

გუაშას ვიყენებთ კისრის და მხრების დამუშავებისთვისაც. პროცესში აღმოაჩენთ, რომ ის შესანიშნავად ხსნის დაძაბულობას და გეხმარებათ მოდუნებაში. ამ მიდამოების დამასაჟების დროს არ გჭირდებათ რაიმე კონკრეტული წესის დაცვა. უბრალოდ მოდუნდით და მაქსიმალურად შეიგრძენით პროდუქტის ეფექტი.

კიდევ ერთი წესი, რაც გუაშას გამოყენების დროს უნდა გაითვალისწინოთ ის არის, რომ ყოველი მოძრაობა 3-3-ჯერ მაინც გაიმეოროთ.

 

ასევე შეიძლება დაგაინტერესოს

KERA V LIFE სრული ნაკრები – ვეგანური კერატინის კომპლექსი, თმის რევიტალიზაცია, რეკონსკრუქცია, ტონირება

317,00  238,00 -25%

image/svg+xml კალათაში - 238,00 ₾

კალათა

0
image/svg+xml

კალათა ცარიელია

პროდუქციის დათვალიერება

დაბრუნება/გადაცვლის პირობები

ვებ-გვერდიდან ნივთის შეძენის შემთხვევაში მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა გადაცვალოს ან/და დააბრუნოს ნივთი 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში; (პირველ დღედ ითვლება პროდუქტის/ნივთის ჩაბარების დღის შემდგომი დღე).

ამისათვის აუცილებელია, რომ  ნივთი იყოს გაუხსნელი, ქარხნულად დალუქული, გამოუყენებელი ან/და გაუაქტიურებელი (ტექნიკის შემთხვევაში), პროდუქციას შენარჩუნებული უნდა ჰქონდეს მისი პირვანდელი, სარეალიზაციო  იერსახე და არ უნდა იყოს გამოყენებული;

ნივთის უკან დაბრუნება დაუშვებელია თუ მომხმარებელს მიეწოდა ჰერმეტულად დაცული ნივთი და მიწოდების შემდგომ ჰერმეტულობა დაირღვა, ასევე თუ ნივთის დაბრუნება შეუძლებელია ჰიგიენური ნორმების დაცვიდან გამომდინარე;

ნივთის დასაბრუნებლად, აუცილებელია ის მოგვაწოდოთ ჩვენს შოურუმში. მისამართი: ექსპო ჯორჯია, აკ. წერეთლის 118, მე-9 პავილიონი.

სამუშაო საათები: 11:00-18:30 (ორშაბათი-პარასკევი)

შაბათი-კვირა 11:00-17:00

მას შემდეგ, რაც დაბრუნებულ პროდუქტს მივიღებთ ადგილზე და ის დააკმაყოფილებს ზემოთხსენებულ მოთხოვნებს, დაგიბრუნდებათ თანხა 5 სამუშაო დღის ვადაში.

ჰიგიენური ნორმებიდან გამომდინარე, არ ხდება თავის მოვლის საშუალებების უკან დაბრუნება. (მაგ: შამპუნი, ნიღაბი, ტანის კრემი და ა.შ)

მიწოდების პირობები

ჩვენს ვებ გვერდზე შეძენილი ნივთის მიწოდება ხდება მთელი საქართველოს მასშტაბით, ასევე მიწოდებას ვახორციელებთ ევროპის ქვეყნებშიც.

თბილისში ნივთის მიწოდების პირობები

13:00 საათამდე შეკვეთილ ნივთს, მიიღებთ მეორე დღესვე.
13:00 საათის შემდგომ მიღებული შეკვეთები დარიგდება 2 სამუშაო დღეში . 

150₾-მდე მიწოდების ღირებულება შეადგენს 6₾
150₾+ მიწოდება უფასოა
დასვენების დღე: კვირა

თბილისში შეგიძლიათ ისარგებლოთ სწრაფი, Wolt-ის  მიწოდებით, ნივთს მიიღებთ მაქსიმუმ 2 საათში.

რაიონებში მიტანის პირობები
რეგიონებში მიწოდება ხდება შეკვეთიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.

150₾-მდე მიწოდების ღირებილება შეადგენს 8₾
150₾+ მიწოდება უფასოა

თუ იმყოფებით მაღალმთიან რეგიონში, ან რთულად მისასვლელ ლოკაციაზე, მიწოდების ვადა და დეტალები დააზუსტეთ კონსულტანტთან.

განვადების პირობები

More Beauty-ის ნებისმიერი პროდუქტის შეძენა შეგიძლიათ ონლაინ განვადებით. მთავარი პირობაა, პროდუქტების (1 ან რამდენიმე პროდუქტის) ჯამური ღირებულება აღემატებოდეს 150 ლარს.

გვაქვს ყველაზე მარტივი, სწრაფი ონლაინ განვადება, თიბისი ბანკის, საქართველოს ბანკის, კრედო ბანკისა და კრისტალის განვადება, რომელიც სახლიდან გაუსვლელად რამდენიმე წუთში კეთდება.

იმ შემთხვევაში, თუ საბანკო განვადება არ დამტკიცდება, გვაქვს შიდა განვადებაც.

პირობები განსხვავდება განვადების პერიოდის მიხედვით.

განვადებით სარგებლობისთვის ან პირობების გასაცნობად, დაგვიკავშირდით ნომერზე:
598 67 99 55 – დავითი

თიბისის და საქართველოს ბანკის განვადება, შეგიძლიათ შეავსოთ თავადაც, ამისათვის სასურველი პროდუქტები მოათავსეთ კალათაში ჩვენს საიტზე და შემდეგ მიჰყვეთ შეძენის ინსტრუქციას.