fbpx
info@morebeuaty.ge
(+995) 595 02 86 80
IPL ეპილაციის აპარატი
Sale!

IPL ეპილაციის აპარატი

720.00

- +

კატეგორია

აქცია IPL ეპილაციის აპარატზე- მხოლოდ რამდენიმე დღით მისი ღირებულება 720 ლარია 

IPL

აპარატის გამოყენებამდე გაეცანით ინსტურქციას

 

  • აპარატის პირველი გამოყენება/ტესტი:
  • თუ სარგებლობდით თმის მოშორების სხვა და სხვა ხერხით, მაგ: შუგარინგი, ალექსანდრიტი და სხვა სახის ეპილაციებით, უნდა დაელოდოთ თმის ღერის გაზრდას, შემდგომ გაიპარსეთ დ აგამოიყენეთ IPL ეპილაციის აპარატი.
  • თუ პირველად იყენებთ ლაზერულ აპარატს, პირველ რიგში დარწმუნდით რომ არ ხართ ალერგიული .გაიპარსეთ ისზონა, სადაც გსურთ თმის მოშორება, კარგად გაიმშრალეთ, შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი სინათლის ენერგია კანისა და თმის ფერის მიხედვით (იხ. ინსტრუქცია ყუთის სურათზე სადაც მითითებულია სინათლის ენერგია კანის/თმის ფერის მიხედვით) და დაიწყეთ გამოყენება.
  • თუ არ გამოიწვია არანაირი დისკომფორტი შეგიძლიათ მოუმატოთ სინათლეს (ცხრილში არსებულ მაქსიმუმამდე)
  • აპარატი არ გამოიყენება ერთსა და იმავეადგილას ხელმეორედ.
  • 24 საათის მანძილზე დააკვირდით, თუ ლაზერი არ გამოიწვევს სიწითლეს, გაღიზიანებასა და ქავილს, შესაბამისად შეგიძლიათ მისი მთლიან სხეულზე, თქვენთვის სასურველ ზონებზე    გამოყენება.
  • 2. როგორ გამოვიყენოთ აპარატი?
  • გაიპარსეთ სასურველი ზონა. კანი უნდა იყოს სუფთა (არ დაიტანოთ დეოდორანტი, ლოსიონი, სუნამო, მზისგანდამცავი, ზეთი)
  • აპარატი შეაერთეთ დენის წყაროში, მას შემდეგ რაც ღილაკზე რამდენიმე წამი ხელის დაჭერით გააქტიურდება,აირჩიეთ სასურველი სინათლე (იხ. ინსტრუქციის წიგნაკის 9გვ, სადაც მითითებულიააარჩიეთ სინათლის ენერგია კანის/თმის ფერის მიხედვით“) აპარატი მოათავსეთ სასურველ ზონაზე, 1-4 წამის განმავლობაში სენსორი ხედავს და ადგენს თქვენი კანის/თმის ფერს.შემდგომ ის გამწვანდება და მზად არის მოქმედებისთვის.
  • უკანა ღილაკზე ხელის დაჭერით გააქტიურდება სინათლის ენერგია, თქვენი გრძნობთ მის სიმხურვალეს.
  • დაიწყეთ გრაფაში მოცემული მინიმალური იმპულსით, თუ არ გამოიწვია დისკომფორტი, აუწიეთ მაქსიმუმამდე და ისე განაგრძეთ გამოყენება.
  • აპარატის სენსორი ავტომატურად არჩევს თქვენზე მორგებულ, უსაფრთხო ენერგიას, თუ ის ვერ დაინახავს თმას, ან ვერ დაადგენს მის ტონს, არ გააქტიურდება. შესაბამისად ყოველი მისი დარტყმა არის მყისიერი და არიხარჯებაიმპულსები უშედეგოდ.

                                                           

           3. როგორ წავიკითხოთ ცხრილი?
  • ცხრილში მოცემულია როგორ უნდა ავირჩიოთ სინათლის ენერგია ჩვენიკანისა  და თმის ფერზე დაყრდნობით.
    მოცემული ციფრები აღნიშნავს სინათლის ენერგიის ინტენსივობას 1-5 მდე.
  • რაც უფრო მაღალია სინათლის ენერგია, მით უფრო ეფექტურია აპარატი, თუმცა აუცილებელია მივყვეთ ინსტრუქციას და გავითვალისწინოთ ის, რომ თუ იგრძენით ტკივილი, უნდა შემცირდეს სინათლის ენერგიის სიხშირე.
  • ცხრილი იხილეთ შეფუთვაზე სადაც მითითებულიააარჩიეთ სინათლის ენერგია კანის/თმის ფერის მიხედვით“.
          გამოყენების პერიოდი:
  • თმის ზრდის ციკლის შესაბამისად, აპარატის გამოყენება სასურველია 10 დღეში ერთხელ პირველი 3-4 თვის განმავლობაში.
  • შემდეგ შეამცირეთ გამოყენება 3 კვირაში ერთხელ მომდევნო 3-4 პროცედურა.
  • შემდეგი პროცედურები განაგრძეთ 5-7 კვირაშიერთხელ.
  • შედეგის შესაფერისად გაზარდეთ გამოყენების შუალედი 3-4 თვემდე.

            
მოსალოდნელი უკუჩვენებები:
  • უკუჩვენება სწორი გამოყენების და ტესტირების გავლის შემთხვევაში არის 1%.
  • შესაძლებელია გამოიწვიოს სიწითლე,  და მინიმალური გაღიზიანება, ამ შემთხვევაში შემდეგი რამდენიმე გამოყენება შეამცირეთ სინათლის ინტენსივობა.
პროცედურის შემდეგ:
  • პროცედურის შემდეგ რამდენიმე საათი ნუ გამოიყენებთ დეოდორანტს, სუნამოს, ლოსიონს.
  • დააკვირდით 24 საათი რომ არ გაჩნდეს სიწითლე
  • მოერიდეთ მზეს ან უბრალოდ გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი (SPF 30+)
  • აპარატის თავი გაწმინდეთ ბამბით ყოველი პროცედურის შემდეგ. პროცედურისას ის უნდა იყოს სუფთა რომ არ გამოიწვიოს კანის გაღიზიანება                                                              

                                                          

           4.   გაფრთხილება!

            აპარატი არ გამოიყენება კონკრეტულ ზონაზე თუ:

            გაქვთ კანის დაავადება და ხართ მკურნალობის პროცესში.

  • გაქვთ ეგზემა, დამწვრობა, რაიმე სახის ინფექცია.
  • გაკეთებული გაქვთ ქირურგიული/პლასტიკური ოპერაცია იმ ზონაზე სადაც გსურთ აპარატის გამოყენება.
  • ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე ჩატარებული გაქვთ ქიმიოთერაპია/რადიოთერაპია.
  • თუ 2-3 დღის მანძილზე გამოყენებული გაქვთ Alpha-hydroxy მჟავა, (AHAs), (BHAs), Topical isotretinoin და  Azelaic მჟავა. თუ მოიხმართ მედიკამენტებს რომელიც იწვევს ალერგიულობას მზის სინათლეზე.

      აპარატის გამოყენება რომ იყოს მაქსიმალურად უსაფრთხო არ გამოიყენოთ შემდეგ    ზონებზე:

  • თვალის გარშემო, წარბებზე
  • ყურსა და ნესტოებზე
  • მამაკაცმა სახეზე
  • არცერთი ლაზერის სხივი არ არის სასურველი გამოიყენოთ შემდეგ ზონებზე: ლაბიამინორა, ანუსი, ვაგინა.
  • სილიკონის იმპლანტებზე, ტანის პირსინგზე, ტატუზე, პერმანენტულ მაკიაჟზე
  • მოარიდეთ ხალებს, ჭორფლებს, მუქ პიგმენტურ ზონებს, შრამებს და სხვა კანის წამონაზარდს ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
  • ასევე არ გამოიყენება მზის დამწვრობაზე და ავტორუჯზე.
        გაფრთხილება!
  • აპარატი და მისი ადაპტორი მოარიდეთ წყალს
  • თუ მოწყობილობა დაზიანდა ან აღმოაჩნდა ქარხნული წუნი, არ გამოიყენოთ, დაუყოვნებლივ მიიტანეთ მაღაზიაში
  • 15-18 წლამდე მოზარდებს მოწყობილობის გამოყენება შეუძლიათ მხოლოდ მშობლის ნებართვით და დახმარებით.
  • აპარატის გამოყენება არ არის სასურველი 15 წლამდე მოზარდებისთვის.
  • არ გამოიყენოთ აპარატი თუ დაზიანდა სინათლის სენსორი.
  • აუცილებლად გამოიყენეთ სათვალე პროცედურის დროს. გარშემომყოფებმა თვალი აარიდონ სინათლეს.
  • აპარატი არ გამოიყენება: ჭაღარა, თეთრი, ძალიან ქერა თმის ღერზე.

იმ შემთხვევაში თუ დარწმუნებული არ ხართ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რომ ეს აპარატი თქვენთვის 100%-ით უსაფრთხოა, კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.

განვადების პირობები

განვადებით სარგებლობისთვის დაგვიტოვეთ საკონტაქტო ნომერი, დაგიკავშირდებათ განვადების დეპარტამენტი, დეტალურად გაგაცნობთ ინფორმაციას და შეგივსებთ განაცხადს.
ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ თიბისის, კრედოსა და კრისტალის განვადებებით.


თიბისი ბანკის ონლაინ განვადება - https://tbcganvadeba.ge/

განვადების სარგებლობისთვის აუცილებელი პირობაა თიბისი ბანკის კლიენტად იყოთ დარეგისტირებული. განაცხადის შესავსებად დაგჭირდებათ მხოლოდ პირადი ნომერი და მობილურის ნომერი.
განაცხადის განხილვა ხდება ავტომატურად და პასუხს რამდენიმე წამში SMS-ს სახით მიიღებთ.
განაცხადის დამტკიცების შემთხვევაში, ხელშეკრულების დადასტურებაც ვებ გვერდიდან არის შესაძლებელი და ფილიალში ვიზიტი აღარ დაგჭირდებათ.
განვადების ხელშეკრულების დადასტურების შემდეგ, პროდუქციის მოწოდებას უზრუნველყოფს მორ ბიუთი.


კრისტალის 0% ონლაინ განვადება
განვადების სარგებლობის შემთხვევაში არ არის აუცილებელი თანხა გერიცხებოდეთ ბანკში, მთავარია გაგაჩდეთ შემოსავალი. განაცხადის შევსების შემდგომ, დაგიკავშირდებათ კრისტალის წარმომადგენელი და გაგესაუბრებათ ინდივიდუალურად. განაცხადის დადასტურების შემთხვევაში საბუთებს, ხელშეკრულებასა და გრაფიკს მიიღებთ პროდუქციასთან ერთად.
სავარაუდო მოლოდინის დრო არის 30 წუთი. პასუხს მიიღებთ SMS-ის სახით.



ganvadeba

კრედო ბანკის ონლაინ განვადება
განვადებით სარგებლობისთვის არაა აუცილებელი თანხა გერიცხებოდეთ ბანკში. განაცხადის დადასტურების შემთხვევაში საბუთებს, გრაფიკსა და ხელშეკრულებას მიიღებთ პროდუქციასთან ერთად.
ბანკი თითოეულ განაცხადს განიხილავს ინდივიდუალურად, სავარაუდო მოლოდინის დრო არის 48 საათი. პასუხს მიიღებთ SMS-ის სახით.

მიწოდების პირობები

ჩვენს ვებ გვერდზე შეძენილი ნივთის მიწოდება ხდება მთელი საქართველოს მასშტაბით.

თბილისში ნივთის მიწოდების პირობები

ეკონომი
3 ლარი - მიწოდება 18-48 საათში

ექსპრესი
შეკვეთა დღის 12:30-მდე
7 ლარი - მიწოდება იმავე დღის 15:00-დან 21:00-მდე

რაიონებში მიტანის პირობები
რეგიონებში მიწოდება ხდება შეკვეთიდან 3 დღის განმავლობაში.

გადაცვლის/უკან დაბრუნების პირობები
ნებისმიერი უკმაყოფილების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე (+995) 557 737949, (+995) 32 2040222
ნივთის უკან დაბრუნება/გაცვლა შესაძლებელია და პირობები ყველა პროდუქტზე ინდივიდუალურად განიხილება.

Start typing and press Enter to search

Shopping Cart

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.