• ორშაბათი-პარასკევი - 10:30-18:30

    შაბათი - 11:00-15:30
  • info@morebeuaty.ge
  • 032 2040222, 571 004 830
  • თბილისი, ა. წერეთლის 118, ექსპო ჯორჯია IX პავილიონი
მენიუ
  • ორშაბათი-პარასკევი - 10:30-18:30

    შაბათი - 11:00-15:30
  • info@morebeuaty.ge
  • 032 2040222, 571 004 830
  • თბილისი, ა. წერეთლის 118, ექსპო ჯორჯია IX პავილიონი
  • ორშაბათი-პარასკევი - 10:30-18:30

    შაბათი - 11:00-15:30
  • info@morebeuaty.ge
  • 032 2040222, 571 004 830
  • თბილისი, ა. წერეთლის 118, ექსპო ჯორჯია IX პავილიონი

კონფიდენციალობის პოლიტიკა

>
კონფიდენციალობის პოლიტიკა

სარგებლობის წესები და პირობები

More Beauty For JOY

სასაჩუქრე ჩანთის შესაძენად მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს ვებ-გვერდზე morebeauty.ge/joy

რეგისტრაცია 

ჩვენი სერვისებით სარგებლობის დროს, თქვენი სურვილით შესაძლებელია More Beauty For JOY-ის ერთიანი ანგარიშის რეგისტრაცია.თქვენ პასუხისმგებელი ხართ თქვენი ანგარიშის პაროლის, ანგარიშთან დაკავშირებული იდენტიფიკატორების და ანგარიშით განხორციელებული ყველა აქტივობის კონფიდენციალურობის დაცვაზე.Morebeauty.ge-ის ერთიანი ანგარიშის რეგისტრაციით თქვენ აცხადებთ და იძლევით გარანტიას, რომ სარეგისტრაციო ფორმით გაგზავნილი ინფორმაცია არის უტყუარი.

ანგარიშის გაუქმება

მომხმარებელს შეუძლია გააუქმოს ყოველთვიური გამოწერა მეილზე joy@morebeauty.ge მოწერით ყოველი თვის 25 რიცხვამდე (მანამ, ვიდრე ბილინგის სისტემა დაიწყებს მომდევნო თვის სასაჩუქრე ჩანთის თანხების ჩამოჭრას).

მომხმარებლის შექმნილი კონტენტი

მომხმარებლებს აქვს უფლება, გამოაქვეყნონ  ან კომუნიკაცია დაამყარონ სხვა მომხმარებლებთან. ასეთი კონტენტი შესაძლოა იყოს ტექსტური, გრაფიკული აუდიო, ვიდეო ან სხვა ნებისმიერი ფორმით არსებული (შემდგომში — მომხმარებლის კონტენტი). სერვისებით სარგებლობის დროს, მომხმარებლის კონტენტის შექმნით, თქვენ აცხადებთ და იძლევით გარანტიას, რომ არ გამოაქვეყნებთ ისეთ კონტენტს, რომელიც: ა) არღევევს ან ზღუდავს საავტორო, პატენტების, სასაქონლო ნიშნების, მომსახურების ნიშნების, კომერციული საიდუმლოების ან ნებისმიერი პირის საკუთრების უფლებას; ბ) არის ცილისმწამებლური, მუქარის შემცველი, დისკრედიტირებადი, უხამსი, შეურაცხმყოფელი, პორნოგრაფიული ან შეიძლება გამოიწვიოს სამოქალაქო ან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა საქართველოს ან საერთაშორისო სამართლის თანახმად; ან გ) შეიცავს შეცდომებს, ვირუსებს, მახეებს, worm-სა და trojan horses-ს ან სხვა საზიანო კოდებსა და საკუთრებას. Morebeauty არ არის პასუხისმგებელი მესამე პირების მიერ გამოქვეყნებული კონტენტის შინაარსზე. მომხმარებლის მიერ ასეთი კონტენტის გამოყენება ხდება საკუთარი რისკის ხარჯზე. ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას მომხმარებლის კონტენტის ან მისი ნაწილის სინამდვილეზე, სისწორეზე, გონივრულობაზე, სანდოობაზე ან სისრულეზე.

პასუხისმგებლობის შეზღუდვა

ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას იმაზე, რომ სერვისებით ან მათი ცალკეული კომპონენტებით სარგებლობა იქნება კომპიუტერული ვირუსებისგან დაცული. მსგავსი სახის რისკებისგან თავდასაცავად, თქვენ უფლებამოსილი ხართ, მიიღოთ და დანერგოთ პრევენციისა და თავდაცვის ინდივიდუალური ზომები. ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ ზიანზე (ზარალზე), რომელიც, შესაძლოა, სერვისებით სარგებლობის დროს კომპიუტერულმა დაინფიცირებამ ან პროგრამული ნაწილის ნებისმიერმა დესტრუქციულმა ელემენტმა გამოიწვიოს.

კონფიდენციალურობა

ჩვენი ვებ-გვერდის ციფრული სერვისებით სარგებლობით, თქვენ ადასტურებთ, რომ იცნობთ და სრულად ეთანხმებით ჩვენი ინფორმაციის დაცვის პოლიტიკას რომელიც წარმოადგენს წინამდებარე სარგებლობის წესების განუყოფელ ნაწილს და რომელზეც სრულად ვრცელდება სარგებლობის წესებით გათვალისწინებული ყველა პირობა და დებულება.

ინფორმაციის შეგროვების მიზანი

ჩვენ ვაგროვებთ პერსონალურ მონაცემებს, რომელსაც გვაწვდით morebeauty.ge პორტალის ან სერვისების მეშვეობით, მაგალითად როდესაც შეგყავთ პერსონალური მონაცემები (მათ შორის და არა მხოლოდ სახელი, სქესი, მისამართი, ელფოსტის მისამართი, ტელეფონის/ფაქსის ნომერი, ფინანსური ინფორმაცია )ჩვენ ვაგროვებთ ყველა იმ მონაცემს, რომელიც თქვენ შეგყავთ საკუთარ ერთიან ანგარიშზე და თქვენ ამით გვანიჭებთ უფლებას გამოვიყენოთ ის პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისათვის. კერძოდ, სასაჩუქრე ნაკრებში პროდუქტის განთავსებისა და შერჩევის მიზნით. თქვენ, ასევე, გვანიჭებთ უფლებას პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისათვის დაგიკავშირდეთ თქვენს მიერ მითითებულ ტელეფონზე, ელექტრონულ ფოსტასა და სოციალური მედიის გვერდის ანგარიშებზე.ინფორმაციას თქვენი საკრედიტო ან სადებეტო ბარათების შესახებ ჩვენ ვინახავთ დაცულ სისტემაში, ბანკის სერვერზე.

ვის გადავცემთ JOY პორტალზე და სერვისებზე თქვენზე შეგროვებულ ინფორმაციას?

More beauty for JOYმ შესაძლოა თქვენი ინფორმაცია გადასცეს პარტნიორ კომპანიებს, პროდუქტების/სერვისის მომწოდებელ  მესამე პირებს და ასევე პირებს, რომლებსაც morebeauty.ge პორტალის ან სერვისების მეშვეობით მოპოვებულ თქვენს პერსონალურ მონაცემებზე წვდომა აქვთ, ასევე გააჩნიათ ამ მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება!
ჩვენ შეიძლება მივაწოდოთ თქვენი ინფორმაცია ჩვენს მიერ უფლებამოსილ მესამე მხარე მომსახურების პროვაიდერს.

ჩვენ წარმოგიდგენთ მომსახურებასა დაპროდუქტებს მესამე მხარეების მეშვეობით. მესამე მხარე მომსახურების პროვაიდერები ასრულებენ სხვადასხვა ფუნქციებს ჩვენი სახელით. ასეთი ფუნქციები მოიცავს ჩვენი ადმინისტრაციული და სარეკლამო ელექტრონული ფოსტის გაგზავნასა და გავრცელებას. ჩვენ შეიძლება მივაწოდოთ თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ამ პროვაიდერებს, რათა მათ შეასრულონ შეკვეთები, გაგზავნონ ამანათები, გაგზავნონ  ელექტრონული და საფოსტო გზავნილები, წაშალონ განმეორებადი ინფორმაცია მომხმარებელთა სიიდან, მოახდინონ მონაცემთა ბაზის ანალიზი, განახორციელონ მარკეტინგული დახმარება, განახორციელონძებნის შედეგები და ბმულები, უზრუნველყონ საკრედიტო ბარათით გადახდები, მართონ ვებ-გვერდი, აღმოფხვრან ხარვეზები და განახორციელონ მომხმარებელთა მომსხურება. ჩვენ შეიძლება ასევე მოვიპოვოთ თქვენი პირადი ინფორმაცია იმ ფიზიკური თუ იურიდიული პირებისაგან, რომლებთანაც ჩვენ ბიზნეს ურთიერთობა გვაკავშირებს და მივაწოდოთ ეს ინფორმაცია მომსახურების პროვაიდერებს ჩვენი ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულების მიზნით. ასევე, ყოველთვიური ბილინგის პროცედურიდან გამომდინარე, ჩვენ პერიოდულად (ბილინგის პოლიტიკის შესაბამისად) ჩვენს მომსახურე ბანკს ვუგზავნით მოთხოვნას თქვენი ბარათიდან თანხის ჩამოჭრის თაობაზე. ჩვენ მოვუწოდებთ პარტნიორებს და მესამე მხარე მომსახურების პროვაიდერებს, რათა მათ შეიმუშაონ და გამოაქვეყნონ საკუთარი ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა. თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაციის გამოყენება ამ პირთა მიერ შეიძლება დარეგულირდეს მხოლოდ მათი ინფორმაციისდაცვის პოლიტიკით და არ ექვემდებარება ჩვენს კონტროლს. ასევე, ჩვენ მიერ თქვენი ინფორმაცია შესაძლოა გადაეცეს სახელმწიფო ორგანოებს ან ერთეულებს, მარეგულირებელ ორგანოებს ან ნებისმიერ სხვა პირს, მოქმედი კანონმდებლობის, რეგულაციების, სასამართლო განჩინების ან ოფიციალური მოთხოვნის, სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოს გამოცემული გაიდლაინისსაფუძველზე და მიზნების შესაბამისად ან მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე წარმართული ნებისმიერი მსგავსი პროცესის საფუძველზე.ჩვენ შეიძლება გადავცეთ თქვენი ინფორმაცია ბიზნესის გადაცემის დროს. როგორც ყველა ბიზნესი,

უსაფრთხოება

ჩვენ ვიყენებთ ყველანაირ გონივრულ ტექნიკურ და ორგანიზაციულ უსაფრთხოების ზომებს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაციის დასაცავად, თუმცა მიიჩნევა, რომ ინტერნეტი არ წარმოადგენს დაცულ გარემოს და ინფორმაციაზე, რომელსაც ინტერნეტის მეშვეობით იგზავნება (მაგალითად პორტალის და სერვისების ან ელექტრონული შეტყობინების სისტემის გამოყენებით) შესაძლოა არასანქცირებული წვდომა მოიპოვონ მესამე პირებმა, რამაც, შესაძლებელია,გამოიწვიოს ინფორმაციის გამჟღავნება, ინფორმაციის შემცველი მასალის ცვლილება ან სხვა ტექნიკური შეცდომა.  ამიტომ, ჩვენ ვერ გაძლევთ აბსოლუტური უსაფრთხოების გარანტიას.

 

18 წელს მიუღწეველი პირების შესახებ ინფორმაცია

Morebeauty.ge არ აგროვებს პერსონალურ მონაცემებს პირებისგან, ვისაც 18 წლის ასაკისთვის არ მიუღწევია. გადაცემამდე 18 წელს მიუღწეველმა პირებმა უნდა მოიპოვონ ნებართვა მშობლებისგან ან კანონიერი წარმომადგენლებისგან.

 

Start typing and press Enter to search

კალათა

No products in the cart.