fbpx
info@morebeuaty.ge
(+995) 595 02 86 80
ძილი – ჩვენი სილამაზის/ჯანმრთელობის/ენერგიის უმთავრესი წყარო
>
>
ძილი – ჩვენი სილამაზის/ჯანმრთელობის/ენერგიის უმთავრესი წყარო

ძილი – ჩვენი სილამაზის/ჯანმრთელობის/ენერგიის უმთავრესი წყარო

ძილი გვეხმარება როგორც ენერგიის აღდგენაში, ასევე სილამაზის შენარჩუნებაში.
როგორც წესი, ყველა ადამიანისთვის ძილის დრო განსაზღვრული არ არის. ეს ინდივიდუალური პროცესია, რომელიც, როგორც წესი, ორგანიზმზეა დამოკიდებული და თვითონ განსაზღვრავს ენერგიის აღდგენისთვის საჭირო საათების რაოდენობას.
 თუმცა, ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ 6 საათზე ნაკლები, შეძლებისდაგვარად, არ უნდა ვიძინოთ. 
ასევე ზედმეტი ძილიც საზიანოა ორგანიზმისთვის. ამან შეიძლება გაზარდოს დეპრესიისკენ მიდრეკილება, გულსისხლძარღვთა დაავადების რისკი, შაქრიანი დიაბეტის, ალკოჰოლზე დამოკიდებულების ალბათობა.

ძილი უდიდეს გავლენას ახდენს ადამიანის გუნება-განწყობილებასა და შრომისუნარიანობაზე.
როგორ გავიგოთ ძილის დარღვევები გვაქვს თუ არა?
დილით გაღვიძებისას თუ თქვენ თავს დასვენებულად, ენერგიულად გრძნობთ, არ ხართ გაღიზიანებული, ესეიგი თქვენს ორგანიზმს ეყო ძილისთვის დათმობილი საათების რაოდენობა.
თუმცა, თუ თქვენ გაღვიძებისას თავს დაღლილად გრძნობთ, გიჭირთ გონების მოკრება, გაქვთ შეგრძნება რომ თითქოს საერთოდ არ გიძინიათ, თქვენ დიდი ალბათობით გაქვთ ძილის დარღვევა. ამ პროცესს თან თუ სდევს შრომისუნარიანობის დაქვეითება, თუ ეს სერიოზულ სტრესთანაა დაკავშირებული და აქვს მასშტაბური სახე, უნდა მივმართოთ სპეციალისტს.
მე კი გირჩევთ რამდენიმე ძილისწინა რიტუალს, რომელიც დაგეხმარებათ სწაფად და მშვიდად ჩაძინებაში.
  1. შეეცადეთ ძილის წინ მიიღოთ ცხელი აბაზანა – ეს მოგადუნებთ და მოგთენთავთ, შესაბამისად ორგანიზმს არ გაუჭირდება ძილის ფაზაში გადასვლა.
  2. საღამოს, დაახლოებით 9-10 საათისკენ, სიბნელეში, ჩვენი ორგანიზმი გამოყოფს მელატონინს, რომელიც ადამიანს ჰგვრის ძილს. თუ, რა თქმა უნდა, გარემომ შეუწყო ხელი, რადგან მელატონინის ჰორმონი მხოლოდ სიბნელეში გამოიყოფა.
  3. დაწოლამდე ჩაატარეთ ისეთი რიტუალი როგორიცაა თმის დავარცხნა, კბილების გახეხვა. ეს პროცედურები თქვენს ტვინს მოამზადებს მოსალოდნელი პროცესისთვის.
  4. ძილის წინ საკვები ზომიერად მიიღეთ. მაძღარი დაძინებას ვერ შეძლებთ და ვერც მშიერი შეძლებთ მშვიდად დაძინებას.
  5. გამორთეთ ელექტრო ტექნიკა! სინათლე ძალიან შეგიშლით ხელს ჩაძინებაში. თუ ამ პროცედურების მერე თქვენ მაინც არ გეძინებათ, გააკეთეთ რაიმე მშვიდი, მაგალითად, ჩართეთ წყნარი მუსიკა, წაიკითხეთ წიგნი, გააფერადეთ რაიმე. (ეს პროცედურა ნერვებს ძალიან ამშვიდებს)
რა კავშირშია ძილი სილამაზესთან? – პირდაპირ.
თუ თქვენ არ დაგენანებათ დრო იმისთვის, რომ ნორმალურად იძინოთ:
  1. თქვენს სახეზე ნაოჭების გაჩენის რისკი/ალბათობა ძალიან დაბალი იქნება,
  2. შეინარჩუნებთ ჯანმრთელ/გლუვ/რბილ კანს.
  3. არ გექნებათ შეშუპებული თვალები.
  4. გექნებათ ჯანმრთელი თმა.
  5. გაგიუმჯობესდებათ მეხსიერება.
  6. გაიხანგრძლივებთ სიცოცხლეს. (მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანები, რომლებსაც 6 საათზე მეტი სძინავთ, გამოუძინებელ ადამიანებზე დიდხანს ცოცხლობენ)
  7. მინიმალური იქნება გულსისხლძარღვთა დაავადების რისკი/გულის შეტევის რისკი.
  8. გახდებით მეტად შრომისუნარიანები, კრეატიულები, ენერგიულები.
  9. იქნებით ბევრად მოტივირებულები, სიცოცხლისმოყვარულები, ბედნიერები.
  10. გექნებათ ჯანმრთელი წონა. (უძილობა ცუდ გავლენას ახდენს ჩვენს წონაზე)
  11. სტრესის/უყურადღებობის და ავარიების რიცხვი მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.
  12. გამოძინებული და შესაბამისად ბედნიერი ადამიანები უფრო მეტს იღიმიან!
 
და მაინც, რამდენი ხანი უნდა გვეძინოს?
ახალდაბადებული ბავშვი 0/3 თვე – 12-18 საათამდე.
ჩვილი ბავშვი 4/11 თვე -11-15 საათამდე.
ბავშვები, რომლებიც სიარულს სწავლობენ 1/2 წელი- 12-14 საათამდე.
სკოლამდელი/ბაღის ბავშვები 3/5 წელი – 11-13 საათამდე.
სკოლის ასაკის ბავშვები 6/13 წელი – 9-11 საათამდე.
თინეიჯერები 14/17 წელი – 8-10 საათამდე.
ახალგაზრდა ზრდასრულები 18/25 – 7-9 საათამდე.
ზრდასრულები 26/64 – 7-9 საათამდე.
მოხუცები 65+ 7-8 საათამდე.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, ძილი არამარტო ჯანმრთელობასთან, არამედ სილამაზის ცნებასთან პირდაპირ კავშირშია. ძილის მოწესრიგება ნაკლები ნაოჭის, ნაკლები სტრესისა და ჯანსაღი ორგანიზმის საწინდარია.

Start typing and press Enter to search

Shopping Cart

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.