fbpx
info@morebeuaty.ge
(+995) 595 02 86 80
სახის კანის სწორი მოვლა
>
>
სახის კანის სწორი მოვლა

სახის კანის სწორი მოვლა

როგორ მოვუაროთ სახის კანს?

ყველანი ვთანხმდებით, რომ ჯანმრთელი სახის კანი სილამაზის აუცილებელი ატრიბუტია. დღესდღეობით უამრავი პროცედურა არსებობს, რათა სახის კანი რაც შეიძლება ჯანსაღი, დატენიანებული და ლამაზი იყოს.

ქიმიური მანიპულაციები საკმაოდ დიდ დროსა და თანხებს მოითხოვს, რაც ყველასთვის ხელმისაწვდომი და უსაფრთხო არ არის. დღევანდელ ბლოგში მოგცემთ რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას, თუ როგორ მოვუაროთ სახის კანს სწორად. 

დაადგინეთ როგორი ტიპის კანი გაქვთ

არსებობს რამდენიმე ტიპის სახის კანი: ნორმალური, მშრალი, ცხიმიანი და კომბინირებული.

როგორ გავარჩიოთ თუ როგორი ტიპის კანი გვაქვს?

ნორმალური ტიპის კანი არის დაბალანსებული – არც ძალიან ცხიმიანი და არც ძალიან მშრალი.

მშრალი კანი გამოიყურება როგორც შედარებით მჭიდრო და უხეში

ცხიმიან კანს ახასიათებს პრიალი, ბრწყინვა და ხილული ფორები.

კომბინირებულ კანს ახასიათებს ცხიმიანი T- ზონა (შუბლი, ნიკაპი და ცხვირი).

დაიცავით თანმიმდევრობა სახის მოვლის საშუალებების გამოყენებისას 

ჯანმრთელი კანისთვის აუცილებელია რუტინის ჩატარებისას დავიცვათ პროდუქტთა თანმიმდევრობა. ერთი შეხედვით, შეიძლება უმნიშვნელო მოგვეჩვენოს, თუმცა, როგორც წესი, თუ გვინდა, რომ პროდუქტი, რომელსაც ვიყენებთ, ეფექტური იყოს, აუცილებელია, რომ დავიტანიოთ სწორ დროს. შედარებით მსუბუქი ტექსტურის პროდუქცია რუტინის დასაწყისში უნდა გამოვიყენოთ, რათა კანმა მარტივად შეიწოვოს და სხვა, შედარებით მძიმე პროდუქტებმა არ გადაფარონ მისი ეფექტიანობა.

არ გამოიყენოთ ვადაგასული პროდუქცია

გარკვეული პერიოდის შემდეგ, პროდუქტებს შეუძლიათ წარმოქმნან მავნე ტოქსინები, რომლებიც შეიძლება საშიში იყოს თქვენი ჯანმრთელობისთვის, ისევე როგორც თქვენი კანისთვის. ასერომ, როგორც წესი, თუ არ გახსოვთ, როდის იყიდეთ სახის კრემი და ეჭვი გეპარებათ – მოიცილეთ თავიდან!

დაიტენიანეთ კანი

დამატენიანებლები არის კანის მოვლის ყოველდღიური აუცილებლობის ნაწილი. დამატენიანებლების გამოყენება სახის კანზე დადებითად აისახება და მის გარეშე ნებისმიერი სახის პროდუქტის წასმა სასურველი არ არის.

კარგად მოიშორეთ მაკიაჟი

მაკიაჟის სწორად/საფუძვლიანად მოშორება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჯანმრთელი კანისთვის. მაკიაჟის მოცილებისას კანი ხდება ბევრად უფრო სუფთა. სახლში დაბრუნებისთანავე გაიწმინდეთ სახე და არასოდეს დაიძინოთ მოუშორებელი მაკიაჟით. სახის გამწმენდი ზეთი ამისთვის შესანიშნავი საშუალებაა.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ჯანმრთელი სახის კანი ჩვენი სილამაზისთვისა და თავდაჯერებულობისთვის აუცილებელი რამაა. ეს მარტივი რჩევები დაგეხმარებათ, რომ კიდევ ერთხელ დარწმუნდეთ თქვენი ყოველდღიური რუტინის სისწორეში და არასოდეს დაგავიწყდეთ, რომ შეარჩიოთ პროდუქტები მხოლოდ თქვენი კანის ტიპის მიხედვით. 

Start typing and press Enter to search

Shopping Cart

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.