fbpx
info@morebeuaty.ge
(+995) 595 02 86 80
როგორ დავიბანოთ სწორად თმა?
>
>
როგორ დავიბანოთ სწორად თმა?

როგორ დავიბანოთ სწორად თმა?

ალბათ გაგიკვირდებათ, რადგან ერთი შეხედვით ეს ყველამ ვიცით, თუმცა თმის სიჯანსაღისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ მისი სწორად დაბანა.

თითოეულმა არასწორმა პროცედურამ შეიძლება თმის სერიოზული დაზიანება გამოიწვიოს. ამიტომ გირჩევთ რამდენიმე მეთოდს, რომელიც დაგვეხმარება ჯანმრთელი თმის შენარჩუნებაში. 

  1. შამპუნის მოხმარებამდე თმა აუცილებლად კარგად დაისველეთ თბილი/ცხელი წყლით. რადგან ცხელი წყალი ხელს უწყობს კანის ღრმა წმენდას ჭუჭყისაგან.

  2. არსებობს ასეთი პრაქტიკა, რომელსაც ხშირად შეხვდებით ამერიკელი ვლოგერების ვიდეოებში და პირადი გამოცდილებით, მართლაც ნამდვილად ეფექტურია. 

    თუ გაქვთ გრძელი თმა, ანუ მხრებს ქვემოთ, შამპუნის შეზელვამდე აუცილებლად წაისვით კონდიციონერი. წასმა თმის ბოლოებიდან დაიწყეთ, რადგან ბოლოები გამოშრობისგან/გაყოფისგან მეტად დაიცვათ. (მოარიდეთ  სკალპს) ეს პატარა “ხრიკი” იდეალურია მათთვის ვისაც აქვს სუსტი, დაზიანებული, მტვრევადი თმა და მარტივად ეყოფა ბოლოები. 

რა საჭიროა თმის კონდიციონერი?

იმისთვის, რომ თმას, დაბანის შემდგომ, ჰქონდეს შედარებით ნათელი და მბზინვარე ელფერი, ასევე კონდიციონერი ატენიანებს და არბილებს თმას. 

  1. კონდიციონერის ჩამობანის შემდეგ, გულმოდგინეთ შეიზილეთ შამპუნი თავის კანზე, განსაკუთრებით კი კისრის ზემოთ.

გაფრთხილება

არასოდეს გამოიყენოთ დაბანისას ბევრი შამპუნი! ამით თქვენს თმას სიჯანსაღეს ვერ შემატებთ. სპეციალისტები გვირჩევენ, რომ შამპუნი ბანაობისას 2-ჯერ გამოვიყენოთ. ორივეჯერ თანაბარი რაოდენობის. სასურველია პირველ ჯერზე ოდნავ ნაკლები.

  1.  თმის დაბანისას აუცილებელია  სინაზე.

ხახუნმა და უხეშმა დაბანამ შეიძლება დააზიანოს კანის/თმის სტრუქტურა, რასაც შემდგომ დღეებში ხშირად მოსდევს ქავილი, ხოლო სისტემატიურ სახეს შეუძლია გაგვიჩინოს ქერტლი.

თმის დაბანისას თითის ბალიშებით ნაზად შეიზილეთ შამპუნი. შამპუნის შეზელვა თმის ძირებიდან დაიწყეთ. ამ დროს თავის ტვინის მოცემულ ნაწილში იზრდება სისხლის ნაკადი, რაც ხელს უწყობს თმის ზრდას, ასევე არეგულირებს არტერიულ წნევას.

  1. სასურველია, მეორედ დასხმული შამპუნი ცივი/გრილი წყლით ჩამოიბანოთ. ეს კი თმის მბზინვარებისთვის.

  2. მთავარი – უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება შამპუნისა და კონდიციონერის სწორად შერჩევას. თუ თქვენი თმა გამომშრალია, გამოიყენეთ დამატენიანებელი შამპუნი. თუ თმა შეღებილია, გამოიყენეთ თმის ფერის დაცვის სტრუქტურის მქონე შამპუნი. თუ თხელი თმა გაქვთ, უპირატესობა მიანიჭეთ მოცულობის მიმნიჭებელ შამპუნს.

  3. თმის ტიპის მიხედვით განისაზღვრება თუ რამდენჯერ უნდა დაიბანოთ თმა!

ცხიმიანი თმა სასურველია 2 დღეში ერთხელ

ნორმალური/ოდნავ მშრალი კვირაში 3/4-ჯერ.

დაბანის შემდეგ არ დაივარცხნოთ სველი თმა, რადგან ეს აზიანებს თმის სტრუქტურას და ბოლოებს. დაელოდეთ გაშრობას და შემდეგ სპეციალურად თქვენი თმის ტიპის მიხედვით შერჩეული ჯაგრისით ჩამოივარცხნეთ. 

როგორც ზემოთ აღვნიშნე, თმის სიჯანსაღისთვის და ზრდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სწორი დაბანა. ეს რჩევები დაგეხმარებათ, რომ თქვენი თმა იყოს ბევრად უფრო ბუნებრივი და მიმზიდველი. 

Start typing and press Enter to search

Shopping Cart

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.