fbpx
info@morebeuaty.ge
(+995) 595 02 86 80
რა განსხვავებაა IPL-სა და ლაზერულ ეპილაციას შორის?
>
>
რა განსხვავებაა IPL-სა და ლაზერულ ეპილაციას შორის?

რა განსხვავებაა IPL-სა და ლაზერულ ეპილაციას შორის?

IPL VS. ლაზერი 
განხილვა,დადებითი და უარყოფითი მხარეები
არასასურველი თმის მოშორება ყოველთვის წარმოადგენდა დიდ სირთულეს ქალბატონებისთვის და უკვე მამაკაცებისთვისაც, თუმცა 21-ე საუკუნეში გვაქვს არაერთი არჩევანი ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად.
  •  არჩევანის გაკეთებისას, არაერთი ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ:
  • რამდენად უსაფრთხოა
  • რამდენად სწრაფად აქვს შედეგი და როგორი
  • რამდენად უმტკივნეულოა
  • რამდენად გრძელვადიანი შედეგი გვექნება და რა თქმა უნდა ფინანსები, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი კომპონენტია არჩევანის გაკეთებისას.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით ყველაზე სწრაფი, უსაფრთხო და გრძელვადიან შედეგზე გათვლილი  არის ლაზერული ეპილაცია, რომელიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. 
 წინასწარ  განსაზღვრა, რაზე გვექნება საუკეთესო შედეგი შეუძლებელია, შედეგი დაახლოებით 3-4 პროცედურაში იგრძნობა, თუმცა არსებობენ იღბლიანი ქალბატონებიც, რომლებიც უკვე პირველ/მეორე გამოყენებაზე ამჩნევენ შედეგს. 
რა  განსხვავებაა IPL აპარატსა და ლაზერის აპარატებს  შორის? 
 რომელია უფრო ეფექტური, ამ ამოცანის ამოხსნას უკვე მსოფლიო დიდი ხანია ცდილობს.  არსებობენ ადამიანები, რომლებიც უშედეგოდ იტარებენ სხვადასხვა პროცედურებს და არ აქვთ შედეგი. 
კანი  ძალიან ინდივიდუალურია, შედეგი დამოკიდებულია თმის ფერსა და კანის ტონზე, მათ ურთიერთკონკტრასტულობაზე, თმის სიხშირესა და სისქესე. 
 ყველაფრის გათვალისწინებით ძალიან რთულია წინასწარ განსაზღვრა თუ რა  იქონიებს შედეგს. 
ამ ბლოგში განვიხილავთ  მათ განსხვავებებსა და დადებით/უარყოფით მხარეებს. 

 

 
IPL – ინტენსიურლი პულსაციის სინათლე (Intensed pulsed light)
განსაკუთრებული პოპულარობა ახლა მოიპოვა ევროპასა და ამერიკაში. Მიზეზი მიზეზი კი მარტივია, არასაკმარისი დრო და ნაკლები ფინანსური დანახარჯი. Ამ ამ აპარატით საშუალება გვაქვს სახლის პირობებში თავად, სრულიად უმტკივნეულოდ და უსაფრთხოდ ჩავიტაროთ პროცედურა სასურველ ზონაზე. 
IPL ეხმარება თმის ღერს შესუსტებაში, რის შემდეგაც ის ხდება ადვილად ცვენადი, თხელი და სუსტი.
 ლაზეირისგან განსხვავებით ის არ იყენებს ლაზერულ სხივებს თმის გასაქრობად, არამედ მაღალი ინტენსივობის სინათლეს, რაც თავის მხრივ გამორიცხავს საფრთხეს, დასხივებას, კანის დამწვრობას, ალერგიულ ფონსა და გაღიზიანებას. 
ლაზერი  აუცილებელია გამოვიყენოთ ყოველ 21 დღეში ერთხელ, IPL დასაწყისისთვის კეთდება ყოველ 10 დღეში ერთხელ, შესაბამისად მას ჭირდება უფრო მეტი პროცედურა თმის გასაქრობად, ანუ არის უფრო ნელი შედეგის თვალსაზრისით, თუმცა ესეც რა თქმა უნდა ინდივიდუალურია და უმეტეს შემთხვევაში ძალიან სწრფად ვამჩნევთ შედეგს. 
IPL საუკეთესოა მუქი  და სქელი ღერისთვის, თუმცა ასევე აღნიშნავენ, რომ ქერა თმას ლაზერისგან განსხვავებით უკეთ აღიქვამს. 
დადებითი მხარეები:
  •  სრულიად უმტკივნეულო 
  • ასუსტებს თმის ძირებს
  •  ნებისმიერ დროს თავად შეძლებთ ჩაიტაროთ პროცედურა და დაიცვათ გრაფიკი:  4 გამოყენება 10 დღეში ერთხელ, შემდეგ თვეში ერთხელ 5-6 გამოყენება, ამის შემდეგ კი ინდივიდუალურად 2-3 თვეში ერთხელ. 
  •  IPL-ს იყენებენ კანის სამკურნალოდ,(გამონაყარისთვის, აკნეს საწინააღმდეგოდ)  ხდის მას გლუვს, ელასტიურს, არ აშრობს და არ აზიანებს. 
  • 80% აქვს არაჩვეულებრივი, სწრადი შედეგი. 
  • მეტად მეტად ბიუჯეტურია და იყენებს რამდენიმე ადამიანი
  •  ნაკლები დროის დანახარჯი (37 წუთი მთელ სხეულზე)
  • 3 თვეში -80% შემცირებული თმა
უარყოფითი მხარეები
  • არ ხედავს ძალიან ღია, რიჟა და ჭაღარა თმას. 
  • ადამიანების  20% არ აქვს შედეგი. 
  • გვჭირდება უფრო მეტი პროცედურა სასურველი შედეგისთვის 
 
IPL-ის გამოყენება შეუძლია ოჯახის ყველა წევრს, მეგობრებს. რაც ხარჯებს ძალიან ამცირებს. 
განვადებით განვადებით შეძენის შემთხვევაში, 3 წევრის გამოყენებისას თვიური გადასახადი იწყება 12 ლარიდან. (შეუზღუდავი პროცედურები) 
 
ლაზერის ლაზერის დადებითი მხარები
 
  • სწრაფი შედეგი, თვალსაჩინო უკვე რამდენიმე პროცედურაში 
  •  უკეთესი შედეგი აქვს მუქ(ხორბლისფერ) კანზე 
  • დიდი  შუალედი პროცედურიდან, პროცედურამდე რაც გულისხმობს ყოველ 21 დღეში ერთხელ პროცედურას, შემდეგ უკვე 2-3 თვეში ერთხელ პრევენციისთვის. 
  • ეფექტური ნაკლები დროის პერიოდში 
  • 80% აქვს ძალიან კარგი შედეგი
  • შედეგის მისაღწევად ძალიან დიდ როლს ასრულებს სპეციალისტი, თუ ის პროფესიონალი და გამოცდილია, შედეგიც სწრაფად  გექნებათ, ხოლო თუ პირიქით, შესაძლებელია გამოიწვიოს კანის დამწვრობა და შრამები, რომელიც ძალიან რთულად გადადის. 
უარყოფითი  მხარეები
 
  •   ვერ აღიქვამს ძალიან ქერა, რიჟა, ჭაღარა თმას 
(თუმცა უახლესი ლაზერული  აპარატები მეტად ხედავენ და აქვთ შედეგი)
  • არის გაცილებით ხარჯიანი ფინანსური თვალსაზრისით
  • 20% არ აქვს შედეგი, ან აქვს ნეგატიური შედეგი
  • ხშირია ალერგიული ფონი: დამწვრობა, გაღიზიანება, წვრილი გამონაყარი, ლაქები
  • შედეგი 
 ლაზერის შემთხვევაში , ყოველ 21 დღეში, მთლიან სხეულზე  თითო პროცედურისას საშუალო დანახარჯი შეადგენს 65-250 ლარს. 
 
დეტალური ინფორმაცია IPL-ზე შეგიძლიათ მოიძიოთ ინტერნეტ სივრცეში. არსებობს უამრავი კვლევა ამ აპარატებზე და მათ გასაოცარ შედეგზე. ასევე ამ აპარატს იყენებენ აკნეს სამკურნალოდ. 
 
შედეგი არის ინდივიდუალური, თუმცა ის გულისხმობს მაქსიმუმ 3 თვეში თმის 80%-ით შემცირებას. 

© All rights reserved 

 

Start typing and press Enter to search

Shopping Cart

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.