სრულყოფილი თავის მოვლა ექსკლუზიური პროდუქტებით

Previous
Previous Product Image

TouchBeauty-ის ავტომატური IPL ეპილაციის აპარატი

840,00  695,00 -17%
Next

Pura დამატენიანებელი – შამპუნი, ნიღაბი (1000-1000მლ.) თმის ზეთი(75მლ) + თმის სუნამო(75მლ)

194,00 
Next Product Image

TouchBeauty-ის ავტომატური IPL ეპილაციის აპარატი მოყინვის რეჟიმითა და საფირის ეკრანით

1200,00  960,00 -20%

მსოფლიოში უკონკურენტო და ყველაზე ძლიერი ეპილაციის აპარატი.

2022 წლის ავტომატური ეპილაციის აპარატი. რეალური საფირის გაგრილების სისტემა, რომელიც პროცედურას სრულიად კომფორტულს ხდის.

დაცული გადახდა & განვადება

Visa     Mastercard     American Express

ეფექტური ეპილაცია არასდროს ყოფილა ასეთი მარტივი, სწრაფი, არაინვაზიური და გამართლებული.

IPL  ეპილაციის აპარატით კიდევ უფრო გაიმარტივებთ ცხოვრებას. დატკბით 21 საუკუნის შესაძლებლობებით!

ესაა მსოფლიოს მასშტაბით უნიკალური და უკონკურენტო 2022 წლის ავტომატური აპარატი, საფირის ეკრანით, გაგრილების სისტემით, დიდი ეკრანიანით და 1 მილიონიანი იმპულსით

აპარატს აქვს:

  1. ე.წ. რეალური საფირის გაგრილების სისტემა, რომელიც პროცედურას სრულიად კომფორტულს ხდის. შეგრძნების დონეზეც კი ვერ მიხვდებით, რომ ეპილაციას იტარებთ. არანაირი წვის და დისკომფორტის შეგრძნება.
  2. ავტომატური იმპულსების სისტემა, რომელიც ღილაკზე ზემოქმედების გარეშე ახდენს იმპულსის გაშვებას.
  3. დიდი ზომის ეკრანი ანუ დიდი დაფარვის არეალი, რომელიც ძალიან ამცირებს პროცედურის ხანგრძლივობას.
  4. კონკურენტებში ყველაზე დიდი ენერგიის გადაცემის შესაძლებლობა. 1 იმპულსის „დარტყმა“ არის 2 ან 3-ჯერ უფრო ძლიერი ბაზარზე არსებულ ნებისმიერ კონკურენტზე, რომელიც მიიღწევა საფირის ეკრანის პირდაპირ კანზე შეხებით. ეს კი თავის მხრივ გამორიცხავს ენერგიის ფუჭ ხარჯვას და სრულად მიემართება თმის ფოლიკულებზე
  5. სწრაფია, რადგან იმპულსის გაშვებებს შორის დრო მაქსიმალურად არის შემცირებული, 2 დან 5 წამამდე, რაც ნიშნავს უფრო მოკლე დროში ჩატარებულ პროცედურას.
  6. დასახელდა მსოფლიოში ყველაზე ლამაზ სილამაზის აპარატად. ერგონომიული და მარტივად მოსახმარი აპარატი. მდიდრული დიზაინით

კიდევ უფრო გაიმარტივეთ ცხოვრება ახალი IPL  ეპილაციის აპარატით. თქვენთვის ხელსაყრელ დროსა და პირობებში ჩაიტარეთ  ეფექტური პროცედურა

რატომ არის IPL-ის გამოყენება სახლის პირობებში ყველაზე კომფორტული და ეფექტური?

  •  აპარატი არის 2022 წლის ავტომატური მოდელი, პროცედურას ჩაიტარებთ უმოკლეს დროში, არის სრულიად უმტკივნეულო, კომფორტული და მოსახერხებელი.
  •  3 თვეში მიიღებთ 80%-მდე შემცირებულ თმას (ეფექტურია ღია და წითური თმის შემთხვევაშიც)
  • თქვენთვის მოსახერხებელ ნებისმიერ დროსა და ადგილას ჩაიტარებთ ეპილაციას
  • დაზოგავთ დროსა და ფინანსებს
  • IPL-ით ეპილაციის პროცედურის ჩატარება არის უმტკივნეულო და უსაფრთხო
  • მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ IPL აქრობს შავ წერტილებს და არ აბრუნებს თმას. კანი ხდება გლუვი და ნაზი
  •  IPL-ის სხივი კანისთვის სასარგებლოა  (რადგან ინტენსიური პულსაციის შუქი „ელვა“ კანში “D” ვიტამინის წარმოქმნას ასტიმულირებს)
  •  ყველაზე მარტივი და გამართული  სერვის ცენტრის  მომსახურება საქართველოში
  •  კარტრიჯის ამოწურვის შემდეგ (ოჯახის შემთხვევაში საშუალოდ 5 წელი) ის განახლდება მხოლოდ 90 ლარად.
  •  სენსორი აღიქვამს თმისა და კანის ფერს, იმპულსს ხარჯავს გამიზნულად და სწორად

 

 

 

 

როგორ გამოვიყენოთ აპარატი?

  1.  გაიპარსეთ სასურველი ზონა- კანი უნდა იყოს სუფთა და მშრალი, არ დაიტანოთ კანზე არაფერი! (დეოდორანტი, ლოსიონი, სუნამო, მზისგანდამცავი, ზეთი).
  2. შეარჩიეთ ცხრილის მიხედვით თქვენი კანისა და თმის ფერის შესაფერისი დონე, რომლითაც ჩაიტარებთ პროცედურას
  3. აპარატი შეაერთეთ დენის წყაროში, მას შემდეგ რაც ღილაკზე რამდენიმე წამი ხელის დაჭერით აპარატი გააქტიურდება, აირჩიეთ სასურველი დონე
  4. მოირგეთ დამცავი სათვალე, რომელიც მოთავსებულია ყუთში
  5. აპარატის ეკრანის დაადეთ სასურველ ზონას გერმეტულად და დაელოდეთ „READY” მწვანე შუქის ანთებას.
  6. ანთების შემდეგ ქვედა ღილაკზე დაჭერით გაეშვება ე.წ. პულსაციური შუქი „ელვა“. ამ შემთხვევაში სინათლის დიდი ენერგია აღწევს თმის ფოლიკულის სიღრმეში და ასუსტებს მას ყოველი გამოყენებისას. უნდა იცოდეთ, რომ შეგიძლიათ აპარატის ავტომატურ რეჟიმში გადაყვანა. ეს ნიშნავს, რომ „ელვა“ გაეშვება ღილაკზე თითის დაჭერის გარეშე (2-4 წამის განმავლობაში აღიქვავს კანს და იმპულსს ავტომატურად გაუშვებს).

თუ სარგებლობდით თმის მოშორების სხვადასხვა ხერხით, მაგ: შუგარინგი, ალექსანდრიტი, ლაზერი ან/და სხვა სახის ეპილაციით, უნდა დაელოდოთ თმის ღერის გაზრდას, შემდგომ გაიპარსეთ და გამოიყენეთ IPL ეპილაციის აპარატი. თუ პირველად იყენებთ IPL აპარატს, პირველ რიგში დარწმუნდით რომ არ ხართ ალერგიული (რადგან 0,3 % ალერგიულია მკვეთრი შუქის მიმართ).

როგორ ჩავრთოთ აპარატის და ავტომატური რეჟიმი?

მას შემდეგ რაც აპარატი შეერთებულია დენის წყაროში და არის სამუშაო რეჟიმში, იმპულსის გამოშვების ღილაკზე რამდენიმე წამიანი ზემოქმედებით გაიგებთ სიგნალს, ეს ნიშნავს, რომ აპარატი ავტომატურ რეჟიმში მუშაობს. აპარატი ავტომატურ რეჟიმში მუშაობისას თავდაცვის და უსაფრთხოების მიზნით  გაითიშება საშუალოდ 3-5 წუთში.  5 წამიანი პაუზის შემდეგ გააქტიურეთ და კვლავ გააგრძელეთ პროცედურა.

როგორ წავიკითხოთ ცხრილი?

ცხრილში მოცემულია როგორ უნდა ავირჩიოთ სინათლის ენერგია ჩვენი კანისა და თმის ფერის შესაბამისობით.  მოცემული ციფრები აღნიშნავს იმპულსის ენერგიის ინტენსივობის დონეს 1/5-მდე.

გამოყენების პერიოდი: თმის ზრდის ციკლის შესაბამისად, აპარატის გამოყენება სასურველია 10 დღეში ერთხელ პირველი 2 თვის განმავლობაში. შემდეგ შეამცირეთ გამოყენება 3 კვირაში ერთხელ მომდევნო 3-4 პროცედურა. შემდეგი პროცედურები განაგრძეთ 5-7 კვირაში ერთხელ. შედეგის შესაფერისად გაზარდეთ გამოყენების შუალედი 3-4 თვემდე,თუმცა აპარატის გამოყენების სიხშირე ინდივიდუალურია და თქვენ შეგიძლიათ თვითონ შეარჩიოთ 3-4 თვის გამოყენების შემდეგ

პროცედურის შემდეგ: პროცედურის შემდეგ რამდენიმე საათი ნუ გამოიყენებთ დეოდორანტს, სუნამოს, ლოსიონს. დააკვირდით 24 საათი რომ არ გაჩნდეს სიწითლე, მოერიდეთ მზეს ან უბრალოდ გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი (SPF 30+). აპარატის თავი გაწმინდეთ ბამბით ყოველი პროცედურის შემდეგ. პროცედურისას ის უნდა იყოს სუფთა, რომ არ გამოიწვიოს კანის გაღიზიანება

მოსალოდნელი უკუჩვენებები: უკუჩვენება სწორი გამოყენების და ტესტირების გავლის შემთხვევაში არის 0,3%. შესაძლებელია გამოიწვიოს სიწითლე (რომელიც მალევე გადაივლის), და მინიმალური გაღიზიანება, ამ შემთხვევაში შემდეგი რამდენიმე გამოყენება შეამცირეთ სინათლის ინტენსივობა (შეაჩვიეთ კანი).

არ გამოიყენოთ!  აპარატი არ გამოიყენება კონკრეტულ ზონაზე თუ:

  1. გაქვთ კანის დაავადება და ხართ მკურნალობის პროცესში.
  2. გაქვთ ეგზემა, დამწვრობა, რაიმე სახის ინფექცია.
  3. ხართ ორსულად, ან ლაქტაციის პროცესში.
  4. გაკეთებული გაქვთ ქირურგიული/პლასტიკური ოპერაცია იმ ზონაზე სადაც გსურთ აპარატის გამოყენება.
  5. ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე ჩატარებული გაქვთ ქიმიოთერაპია/რადიოთერაპია.
  6. თუ 2-3 დღის მანძილზე გამოყენებული გაქვთ Alpha-hydroxy მჟავა, (AHAs), (BHAs), Topical isotretinoin და Azelaic მჟავა.
  7. თუ მოიხმართ მედიკამენტებს, რომელიც იწვევს ალერგიულობას მზის სინათლეზე.
  8. ასევე არ გამოიყენოთ:  სილიკონის იმპლანტებზე, ტანის პირსინგზე, ტატუზე, პერმანენტულ მაკიაჟზე მოარიდეთ ხალებს, ჭორფლებს, მუქ პიგმენტურ ზონებს, შრამებს და სხვა კანის წამონაზარდს ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
  9. ასევე არ გამოიყენება მზის დამწვრობაზე და ავტორუჯზე.

ტექნიკური გაფრთხილება!  აპარატი და მისი ადაპტორი მოარიდეთ წყალს, აბაზანასა და ინტენსიურ ორთქლს. თუ მოწყობილობა დაზიანდა ან აღმოაჩნდა ქარხნული წუნი, არ გამოიყენოთ, დაუყოვნებლივ მიიტანეთ მაღაზიაში.

  • 15-18 წლამდე მოზარდებს მოწყობილობის გამოყენება შეუძლიათ მხოლოდ მშობლის ნებართვით ან დახმარებით.
  • აპარატის გამოყენება არ არის სასურველი 15  წლამდე მოზარდებისთვის.
  • არ გამოიყენოთ აპარატი თუ დაზიანდა სინათლის სენსორი.
  • აუცილებლად გამოიყენეთ სათვალე პროცედურის დროს.
  • გარშემომყოფებმა თვალი აარიდონ სინათლეს.

აპარატი არ გამოიყენება: ჭაღარა, თეთრი, ძალიან ქერა თმის ღერზე.

გაითვალისწინეთ, რომ IPL სხივი  ეფექტურია  95%-ის  შემთხვევაში, შედეგი არის ინდივიდუალური, ის დამოკიდებულია ბიოლოგიურ ფაქტორზე და აპარატის სწორ გამოყენებაზე.

ტექნიკური მახასიათებლები

Model: TB-2155

Name: IPL თმის მოსაშორებელი აპარატი

Product Functions: თმის მოშორება, კანის სილამაზე

Technology: IPL ინტენსიური პულსაციის შუქი

შუქის გამოსაშვები სარკმლის ფართობი: 4,76cm²

ენერგიის დონე: 22-27J

რეგულირებადი ინტენსივობა : 5 დონე

რეჟიმების გამოყენება: ავტომატური და მექანიკური, ორმაგი რეჟიმით

ასევე შეიძლება დაგაინტერესოს

Jean Louis David – თმის ფრანგული დამხვევი

270,00 

image/svg+xml კალათაში - 270,00 ₾

კალათა

0
image/svg+xml

კალათა ცარიელია

პროდუქციის დათვალიერება

დაბრუნება/გადაცვლის პირობები

ვებ-გვერდიდან ნივთის შეძენის შემთხვევაში მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა გადაცვალოს ან/და დააბრუნოს ნივთი 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში; (პირველ დღედ ითვლება პროდუქტის/ნივთის ჩაბარების დღის შემდგომი დღე).

ამისათვის აუცილებელია, რომ  ნივთი იყოს გაუხსნელი, ქარხნულად დალუქული, გამოუყენებელი ან/და გაუაქტიურებელი (ტექნიკის შემთხვევაში), პროდუქციას შენარჩუნებული უნდა ჰქონდეს მისი პირვანდელი, სარეალიზაციო  იერსახე და არ უნდა იყოს გამოყენებული;

ნივთის უკან დაბრუნება დაუშვებელია თუ მომხმარებელს მიეწოდა ჰერმეტულად დაცული ნივთი და მიწოდების შემდგომ ჰერმეტულობა დაირღვა, ასევე თუ ნივთის დაბრუნება შეუძლებელია ჰიგიენური ნორმების დაცვიდან გამომდინარე;

ნივთის დასაბრუნებლად, აუცილებელია ის მოგვაწოდოთ ჩვენს შოურუმში. მისამართი: ექსპო ჯორჯია, აკ. წერეთლის 118, მე-9 პავილიონი.

სამუშაო საათები: 11:00-18:30 (ორშაბათი-პარასკევი)

შაბათი-კვირა 11:00-17:00

მას შემდეგ, რაც დაბრუნებულ პროდუქტს მივიღებთ ადგილზე და ის დააკმაყოფილებს ზემოთხსენებულ მოთხოვნებს, დაგიბრუნდებათ თანხა 5 სამუშაო დღის ვადაში.

ჰიგიენური ნორმებიდან გამომდინარე, არ ხდება თავის მოვლის საშუალებების უკან დაბრუნება. (მაგ: შამპუნი, ნიღაბი, ტანის კრემი და ა.შ)

მიწოდების პირობები

ჩვენს ვებ გვერდზე შეძენილი ნივთის მიწოდება ხდება მთელი საქართველოს მასშტაბით, ასევე მიწოდებას ვახორციელებთ ევროპის ქვეყნებშიც.

თბილისში ნივთის მიწოდების პირობები

13:00 საათამდე შეკვეთილ ნივთს, მიიღებთ მეორე დღესვე.
13:00 საათის შემდგომ მიღებული შეკვეთები დარიგდება 2 სამუშაო დღეში . 

150₾-მდე მიწოდების ღირებულება შეადგენს 6₾
150₾+ მიწოდება უფასოა
დასვენების დღე: კვირა

თბილისში შეგიძლიათ ისარგებლოთ სწრაფი, Wolt-ის  მიწოდებით, ნივთს მიიღებთ მაქსიმუმ 2 საათში.

რაიონებში მიტანის პირობები
რეგიონებში მიწოდება ხდება შეკვეთიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.

150₾-მდე მიწოდების ღირებილება შეადგენს 8₾
150₾+ მიწოდება უფასოა

თუ იმყოფებით მაღალმთიან რეგიონში, ან რთულად მისასვლელ ლოკაციაზე, მიწოდების ვადა და დეტალები დააზუსტეთ კონსულტანტთან.

განვადების პირობები

More Beauty-ის ნებისმიერი პროდუქტის შეძენა შეგიძლიათ ონლაინ განვადებით. მთავარი პირობაა, პროდუქტების (1 ან რამდენიმე პროდუქტის) ჯამური ღირებულება აღემატებოდეს 150 ლარს.

გვაქვს ყველაზე მარტივი, სწრაფი ონლაინ განვადება, თიბისი ბანკის, საქართველოს ბანკის, კრედო ბანკისა და კრისტალის განვადება, რომელიც სახლიდან გაუსვლელად რამდენიმე წუთში კეთდება.

იმ შემთხვევაში, თუ საბანკო განვადება არ დამტკიცდება, გვაქვს შიდა განვადებაც.

პირობები განსხვავდება განვადების პერიოდის მიხედვით.

განვადებით სარგებლობისთვის ან პირობების გასაცნობად, დაგვიკავშირდით ნომერზე:
598 67 99 55 – დავითი

თიბისის და საქართველოს ბანკის განვადება, შეგიძლიათ შეავსოთ თავადაც, ამისათვის სასურველი პროდუქტები მოათავსეთ კალათაში ჩვენს საიტზე და შემდეგ მიჰყვეთ შეძენის ინსტრუქციას.