სრულყოფილი თავის მოვლა ექსკლუზიური პროდუქტებით

Previous
Previous Product Image

TouchBeauty-ის IPL ეპილაციის აპარატი

695,00  500,00 -28%
Next

TouchBeauty-ის ავტომატური IPL ეპილაციის აპარატი მოყინვის რეჟიმითა და საფირის ეკრანით

1200,00  960,00 -20%
Next Product Image

TouchBeauty-ის ავტომატური IPL ეპილაციის აპარატი

840,00  695,00 -17%

2022 წლის ავტომატური ეპილაციის აპარატი არის უახლესი მთელს მსოფლიოში.

Touch Beauty-ის IPL-ს ჰყავს 25,000+ კმაყოფილი მომხმარებელი.  3 თვეში მიიღებთ 80%-მდე შემცირებულ თმას (ეფექტურია ღია და წითური თმის შემთხვევაშიც)

დაცული გადახდა & განვადება

Visa     Mastercard     American Express
  • ეპილაციის ეს მეთოდი დღევანდელ მსოფლიოში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება, ის აღიარებულია როგორც ყველაზე უსაფრთხო მეთოდი არასასურველი თმის მოსაშორებლად.

2022 წლის ავტომატური ეპილაციის აპარატი არის უახლესი მთელს მსოფლიოში.

რატომ არის IPL-ის გამოყენება სახლის პირობებში ყველაზე კომფორტული და ეფექტური?

  • ეს კონკრეტული აპარატი არის ძალიან სწრაფი, პროცედურას ჩაიტარებთ უმოკლეს დროში და თან ავტომატურად
  •  3 თვეში მიიღებთ 80%-მდე შემცირებულ თმას (ეფექტურია ღია და წითური თმის შემთხვევაშიც)
  • თქვენთვის მოსახერხებელ ნებისმიერ დროსა და ადგილას ჩაიტარებთ ეპილაციას
  • დაზოგავთ დროსა და ფინანსებს, რადგან ამ აპარატის გამოყენება შეუძლია მთელ ოჯახს
  • IPL-ით ეპილაციის პროცედურის გაკეთება სრულიად უმტკივნეულო და უსაფრთხოა
  • მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ IPL აქრობს შავ წერტილებსა და ჩაბრუნებულ თმას. კანი ხდება გლუვი და ნაზი
  •  IPL-ის სხივი კანისთვის სასარგებლოა  (რადგან ინტენსიური პულსაციის შუქი „ელვა“ კანში “D” ვიტამინს წარმოქმნის)
  •  საქართველოში აქვს  ყველაზე მარტივი და გამართული  სერვის ცენტრის  მომსახურეობა
  •  ე.წ. კარტრიჯის ამოწურვის შემდეგ (ოჯახის შემთხვევაშ სავარაუდოდ 5+ წელი) ის განახლდება მხოლოდ 90 ლარად.
  •  მისი დიზაინი საუკეთესოა მსოფლიოში
  •  სენსორი აღიქვამს თმისა და კანის ტონს, იმპულსს ხარჯავს გამიზნულად და სწორად

გაითვალისწინეთ, რომ IPL სხივი  ეფექტურია  95% შემთხვევაში, შედეგი კი ინდივიდუალურია, ის დამოკიდებულია ბიოლოგიურ ფაქტორზე და აპარატის სწორ გამოყენებაზე.

თქვენ შეგძლიათ გაიმარტივოთ ცხოვრება!

როგორ გამოვიყენოთ აპარატი?  გაიპარსეთ სასურველი ზონა. კანი უნდა იყოს სუფთა  და მშრალი (არ დაიტანოთ კანზე არაფერი! დეოდორანტი, ლოსიონი, სუნამო, მზისგანდამცავი, ზეთი). აპარატი შეაერთეთ დენის წყაროში, მას შემდეგ რაც ღილაკზე რამდენიმე წამი ხელის დაჭერით აპარატი გააქტიურდება, აირჩიეთ სასურველი დონე. მოირგეთ დამცავი სათვალე, რომელიც მოთავსებულია ყუთში. აპარატის ეკრანის მხარე დაადეთ სასურველ ზონაზე გერმეტულად და დაელოდეთ „READY” მწვანე შუქის ანთებას. ანთების შემდეგ ქვედა ღილაკზე დაწოლით გაეშვება ე.წ. პულსაციური შუქი „ელვა“. ამ შემთხვევაში სინათლის დიდი ენერგია აღწევს თმის ფოლიკულის სიღრმეში და ასუსტებს მას ყოველი გამოყენებისას.

უნდა იცოდეთ, რომ შეგიძლიათ აპარატის ავტომატურ რეჟიმში გადაყვანა. ეს ნიშნავს, რომ „ელვა“ გაეშვება, როდესაც აპარატს ზონას შეუცვლით და კანზე მოათავსებთ. აპარატის სენსორი  2-4 წამის განმავლობაში აღიქვავს კანს და იმპულსს ავტომატურად გაუშვებს. აუწიეთ თქვენთვის დასაშვებ მაქსიმუმამდე, ცხრილის მიხედვით და ისე განაგრძეთ გამოყენება.

აპარატის სენსორი ავტომატურად არჩევს თქვენზე მორგებულ, უსაფრთხო ენერგიას. შესაბამისად ყოველი მისი დარტყმა არის გათვლილი და „არ იხარჯება“ იმპულსები/“ელვა“ არამიზნობრივად. პროცედურის დასრულების შემდეგ #1 ღილაკზე 3 წამიანი ზემოქმედებით აპარატი გამოირთვება. გამოაერთეთ დენის წყაროდან

თუ სარგებლობდით თმის მოშორების სხვა და სხვა ხერხით, მაგ: შუგარინგი, ალექსანდრიტი, ლაზერი ან/და სხვა სახის ეპილაციებით, უნდა დაელოდოთ თმის ღერის გაზრდას, შემდგომ გაიპარსეთ და გამოიყენეთ IPL ეპილაციის აპარატი. თუ პირველად იყენებთ IPL აპარატს, პირველ რიგში დარწმუნდით რომ არ ხართ ალერგიული (რადგან 0,3 % ალერგიულია მკვეთრი შუქის მიმართ).

როგორ ჩავრთოთ აპარატის და ავტომატური რეჟიმი?  მას შემდეგ რაც აპარატი შეერთებულია დენის წყაროში და არის სამუშაო რეჟიმში (ისე როგორც ზემოთ არის აღწერილი), #2 ღილაკს ზემოქმედებით გაიგებთ სიგნალს 3-4 წამის შემდეგ. ეს ნიშნავს, რომ აპარატი ავტომატურ რეჟიმშია გადასული. გამორთვა ჩვეულებრივად მოხდება

აპარატი ავტომატურ რეჟიმში მუშაობისას თავდაცვის და უსაფრთხოების მიზნით  გაითიშება საშუალოდ 3-5 წუთში.  5 წამიანი პაუზის შემდეგ გააქტიურეთ და კვლავ გააგრძელეთ პროცედურა.

როგორ წავიკითხოთ ცხრილი?

ცხრილში მოცემულია როგორ უნდა ავირჩიოთ სინათლის ენერგია ჩვენი კანისა და თმის ფერის შესაბამისობით.  მოცემული ციფრები აღნიშნავს სინათლის ენერგიის ინტენსივობის დონეს 1/5-მდე.

გამოყენების პერიოდი: თმის ზრდის ციკლის შესაბამისად, აპარატის გამოყენება სასურველია 10 დღეში ერთხელ პირველი 2 თვის განმავლობაში. შემდეგ შეამცირეთ გამოყენება 3 კვირაში ერთხელ მომდევნო 3-4 პროცედურა. შემდეგი პროცედურები განაგრძეთ 5-7 კვირაში ერთხელ. შედეგის შესაფერისად გაზარდეთ გამოყენების შუალედი 3-4 თვემდე,თუმცა აპარატის გამოყენების სიხშირე ინდივიდუალურია და თქვენ შეგიძლიათ თვითონ შეარჩიოთ 3-4 თვის გამოყენების შემდეგ

პროცედურის შემდეგ: პროცედურის შემდეგ რამდენიმე საათი ნუ გამოიყენებთ დეოდორანტს, სუნამოს, ლოსიონს. დააკვირდით 24 საათი რომ არ გაჩნდეს სიწითლე მოერიდეთ მზეს ან უბრალოდ გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი (SPF 30+). აპარატის თავი გაწმინდეთ ბამბით ყოველი პროცედურის შემდეგ. პროცედურისას ის უნდა იყოს სუფთა რომ არ გამოიწვიოს კანის გაღიზიანება

მოსალოდნელი უკუჩვენებები: უკუჩვენება სწორი გამოყენების და ტესტირების გავლის შემთხვევაში არის 0,3%. შესაძლებელია გამოიწვიოს სიწითლე (რომელიც მალევე გადაივლის), და მინიმალური გაღიზიანება, ამ შემთხვევაში შემდეგი რამდენიმე გამოყენება შეამცირეთ სინათლის ინტენსივობა (შეაჩვიეთ კანი).

არ გამოიყენოთ!  აპარატი არ გამოიყენება კონკრეტულ ზონაზე თუ: გაქვთ კანის დაავადება და ხართ მკურნალობის პროცესში. გაქვთ ეგზემა, დამწვრობა, რაიმე სახის ინფექცია. ხართ ორსულად, ან ლაქტაციის პროცესში. გაკეთებული გაქვთ ქირურგიული/პლასტიკური ოპერაცია იმ ზონაზე სადაც გსურთ აპარატის გამოყენება. ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე ჩატარებული გაქვთ ქიმიოთერაპია/რადიოთერაპია. თუ 2-3 დღის მანძილზე გამოყენებული გაქვთ Alpha-hydroxy მჟავა, (AHAs), (BHAs), Topical isotretinoin და Azelaic მჟავა. თუ მოიხმართ მედიკამენტებს რომელიც იწვევს ალერგიულობას მზის სინათლეზე. ასევე არ გამოიყენოთ:  სილიკონის იმპლანტებზე, ტანის პირსინგზე, ტატუზე, პერმანენტულ მაკიაჟზე მოარიდეთ ხალებს, ჭორფლებს, მუქ პიგმენტურ ზონებს, შრამებს და სხვა კანის წამონაზარდს ექიმთან კონსულტაციის გარეშე. ასევე არ გამოიყენება მზის დამწვრობაზე და ავტორუჯზე.

ტექნიკური გაფრთხილება!  აპარატი და მისი ადაპტორი მოარიდეთ წყალს, აბაზანასა და ინტენსიურ ორთქლს. თუ მოწყობილობა დაზიანდა ან აღმოაჩნდა ქარხნული წუნი, არ გამოიყენოთ, დაუყოვნებლივ მიიტანეთ მაღაზიაში.

15-18 წლამდე მოზარდებს მოწყობილობის გამოყენება შეუძლიათ მხოლოდ მშობლის ნებართვით ან დახმარებით. აპარატის გამოყენება არ არის სასურველი 15  წლამდე მოზარდებისთვის. არ გამოიყენოთ აპარატი თუ დაზიანდა სინათლის სენსორი. აუცილებლად გამოიყენეთ სათვალე პროცედურის დროს. გარშემომყოფებმა თვალი აარიდონ სინათლეს.

აპარატი არ გამოიყენება: ჭაღარა, თეთრი, ძალიან ქერა თმის ღერზე.

 

ტექნიკური მახასიათებლები

მასალა:  ABS

ენერგიის რეგულირება: 1-5 დონე

„ელვის“ რაოდენობა:  300 000

სიმძლავრე: 12V/36W

სინათლის ტალღის სიგრძე:  >600 ნმ.

ზომები:  185 x 72.4 x 69.2 mm

წონა:   233g

ასევე შეიძლება დაგაინტერესოს

კალათა

0
image/svg+xml

კალათა ცარიელია

პროდუქციის დათვალიერება

დაბრუნება/გადაცვლის პირობები

ვებ-გვერდიდან ნივთის შეძენის შემთხვევაში მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა გადაცვალოს ან/და დააბრუნოს ნივთი 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში; (პირველ დღედ ითვლება პროდუქტის/ნივთის ჩაბარების დღის შემდგომი დღე).

ამისათვის აუცილებელია, რომ  ნივთი იყოს გაუხსნელი, ქარხნულად დალუქული, გამოუყენებელი ან/და გაუაქტიურებელი (ტექნიკის შემთხვევაში), პროდუქციას შენარჩუნებული უნდა ჰქონდეს მისი პირვანდელი, სარეალიზაციო  იერსახე და არ უნდა იყოს გამოყენებული;

ნივთის უკან დაბრუნება დაუშვებელია თუ მომხმარებელს მიეწოდა ჰერმეტულად დაცული ნივთი და მიწოდების შემდგომ ჰერმეტულობა დაირღვა, ასევე თუ ნივთის დაბრუნება შეუძლებელია ჰიგიენური ნორმების დაცვიდან გამომდინარე;

ნივთის დასაბრუნებლად, აუცილებელია ის მოგვაწოდოთ ჩვენს შოურუმში. მისამართი: ექსპო ჯორჯია, აკ. წერეთლის 118, მე-9 პავილიონი.

სამუშაო საათები: 11:00-18:30 (ორშაბათი-პარასკევი)

შაბათი-კვირა 11:00-17:00

მას შემდეგ, რაც დაბრუნებულ პროდუქტს მივიღებთ ადგილზე და ის დააკმაყოფილებს ზემოთხსენებულ მოთხოვნებს, დაგიბრუნდებათ თანხა 5 სამუშაო დღის ვადაში.

ჰიგიენური ნორმებიდან გამომდინარე, არ ხდება თავის მოვლის საშუალებების უკან დაბრუნება. (მაგ: შამპუნი, ნიღაბი, ტანის კრემი და ა.შ)

მიწოდების პირობები

ჩვენს ვებ გვერდზე შეძენილი ნივთის მიწოდება ხდება მთელი საქართველოს მასშტაბით, ასევე მიწოდებას ვახორციელებთ ევროპის ქვეყნებშიც.

თბილისში ნივთის მიწოდების პირობები

13:00 საათამდე შეკვეთილ ნივთს, მიიღებთ მეორე დღესვე.
13:00 საათის შემდგომ მიღებული შეკვეთები დარიგდება 2 სამუშაო დღეში . 

150₾-მდე მიწოდების ღირებულება შეადგენს 6₾
150₾+ მიწოდება უფასოა
დასვენების დღე: კვირა

თბილისში შეგიძლიათ ისარგებლოთ სწრაფი, Wolt-ის  მიწოდებით, ნივთს მიიღებთ მაქსიმუმ 2 საათში.

რაიონებში მიტანის პირობები
რეგიონებში მიწოდება ხდება შეკვეთიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.

150₾-მდე მიწოდების ღირებილება შეადგენს 8₾
150₾+ მიწოდება უფასოა

თუ იმყოფებით მაღალმთიან რეგიონში, ან რთულად მისასვლელ ლოკაციაზე, მიწოდების ვადა და დეტალები დააზუსტეთ კონსულტანტთან.

განვადების პირობები

More Beauty-ის ნებისმიერი პროდუქტის შეძენა შეგიძლიათ ონლაინ განვადებით. მთავარი პირობაა, პროდუქტების (1 ან რამდენიმე პროდუქტის) ჯამური ღირებულება აღემატებოდეს 150 ლარს.

გვაქვს ყველაზე მარტივი, სწრაფი ონლაინ განვადება, თიბისი ბანკის, საქართველოს ბანკის, კრედო ბანკისა და კრისტალის განვადება, რომელიც სახლიდან გაუსვლელად რამდენიმე წუთში კეთდება.

იმ შემთხვევაში, თუ საბანკო განვადება არ დამტკიცდება, გვაქვს შიდა განვადებაც.

პირობები განსხვავდება განვადების პერიოდის მიხედვით.

განვადებით სარგებლობისთვის ან პირობების გასაცნობად, დაგვიკავშირდით ნომერზე:
598 67 99 55 – დავითი

თიბისის და საქართველოს ბანკის განვადება, შეგიძლიათ შეავსოთ თავადაც, ამისათვის სასურველი პროდუქტები მოათავსეთ კალათაში ჩვენს საიტზე და შემდეგ მიჰყვეთ შეძენის ინსტრუქციას.